ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია ბონუჩის და იგუაინის გარშემო

მოლაპარაკებები მილანს და იუვენტუსს შორის შეუჩერებლივ მიმდინარეობს:

მხარეები აქტიურად განიხილავენ ერთბაშად რამდენიმე ვარიანტს..

როსონერის კალდარა სურს, რომელთან დაკავშირებითაც იუვემ გუშინ ჩელსისგან საკმაოდ მსუყე წინადადება მიიღო..

თუ მილანს ფეხბურთელების გაცვლა სურს და კალდარას სანაცვლოდ ტურინს ბონუჩის სთავაზობს, აი ჩელსი მზად არის 40 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს..

ბიანკონერის თავის მხრივ არ სურს მატეას ამ გარიგებაში ჩართვა და ბონუჩისთან მიმავალ სხვა გზას ეძებს..

საგულისხმოა, რომ მილანი მზად არის ასევე იგუაინის არენდით აყვანაზე დაიწყოს მოლაპარაკება.. მათი წინადადება არის 1 წლიანი არენდის სანაცვლოდ 15 მილიონის ინვესტირება.. თუმცა, პრობლემად რჩება მისი ანაზღაურება..

იმ შემთხვევაში თუ კი იუვე დათანხმდება როსონერის შეთავაზებას, მაშინ სწორედ მილანურ მხარეს მოუწევს არგენტინელის ანაზღაურების სრულად დაფარვას, რადგან ტურინი არ აპირებს გუნდიდან წასულიყო მოთამაშისთვის 1 ევროს გადახდასაც კი..

აქვე ალეგრის კომენტარს გთავაზობთ ბონუჩისთან დაკავშირებით:

“ლეოსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს.. დიახ, იყო აზრთა სხვადასხვაობა და კამათი, რაც ნებისმიერ სხვა მოთამაშესთანაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს.. ამ კომენტარით მსურს საუბარი სატრანსფერო თემატიკაზე დავასრულო.. ყველაფერს კლუბი წყვეტს.. ჩემის მხრივ უბრალოდ აღვნიშნავ, რომ გუნდში 5 მაღალი დონის მცველია თავმოყრილი!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

არ ჩაიდინონ ეგ სისუელე და ბონუჩის გამო კალდარა არ დათმონ,თუ ასე ძალიან უნდათ ლეო მაშინ ისე მოიყვანონ და რუგანი გაყიდონ,დარჩება 5 ცენტრალური მცველი აქედან 4 იტალიელი და არც მეტია და არც ნაკლები

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x