კუადრადოთი რომა დაინტერესდა
დედაქალაქური რომა ხუან კუადრადოს დამატების შესაძლებლობას განიხილავს:
დედაქალაქური კლუბის მესვეურები კოლუმბიელის საფეხბურთო აგენტს დაუკავშირდნენ და მისგან მოთამაშის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს..
მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში რომაელები ტურინელებს ანალოგიურ ცნობებს მოთხოვენ..
კოლუმბიელის საორიენტაციო ღირებულება 25 მილიონი ევროა.