ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩელსი კალდარას სანაცვლოდ 45 მილიონს ჩამოდის..

მატეა კალდარასთან დაკავშირებით ახალ ცნობებს გაძეტა და კორეირო აქვეყნებენ:

ჩელსი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა კალდარას თაობაზე.. არისტოკრატებს მცველი შეძენა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი და მზად არიან ტურინს 45 მილიონი გადაუხადონ.

იმ შემთხვევაში თუ კი ბიანკონერის მესვეურები მათ შეთავაზებას დათანხმდებიან, როგორც ზემოთხსენებული ორი გავლენიანი წყარო ირწმუნება, ეს ფაქტიურად დაანგრევს იმ ხიდს, რომლის დახმარებითაც ბონუჩი ტურინში დაბრუნდება..

საქმე იმაშია, რომ მხარეებმა ფაქტიურად მონახეს საერთო ენა ფეხბურთელების გაცვლასთან დაკავშირებით და თუ ტურინი კალდარას სხვა კლუბში გაუშვებს, მაშინ ლეოს შავ-თეთრებში დაბრუნება საკმაოდ პრობლემატური გახდება..

თუმცა, რამდენად რეალურია ეს პროცესი ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან კალდარას ბედი დიდწილად ალეგრის ნება სურვილზეა დამოკიდებული.. წინასასეზონო შეკრების პერიოდში შესაძლოა მოვლენები სწრაფად შეიცვალოს.. მაქსმა უნდა დაინახოს რომ კალდარას აქვს ის საჭირო თვისებები, რომელიც მის გუნდში დატოვების სურვილს გაუღრმავებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x