ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”აუტანელი სიცხის პირობებში, ბიჭების თამაშით კმაყოფილი დავრჩი”

ალეგრი კმაყოფილი დარჩა შეგირდების ასპარეზობით:

“რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით და მათ შორის აუტანელი სიცხის, რომელიც დღეს აქ იყო, მაშინ ვიტყვი რომ საბოლოო ჯამში კმაყოფილი დავრჩი..

კლემენცას უდაოდ გააჩნია საინტერესო მახასიათებლები და მისი ამ შედევრით მოხარული დავრჩი.. მაგრამ არ დავუკარგავ გარჯას დანარჩენებსაც..

მთავარი არის რომ სამწვრთნელო სესიაზე თითოეულმა მაქსიმუმი აჩვენოს.. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებსაც ძირითადი ფეხბურთელების გვერდით უწევთ ყოფნა.. სწორედ ასე მიაღწევენ ყოველდღიურ პროგრეს..

უშუალოდ თამაში რომ განვიხილოთ, იგი ორ ნაწილად იყო გაყოფილი.. თავდაპირველად ბურთის კონტროლი და მისი სწორი გადაადგილება გვიჭირდა.. თუმცა, მეორე ტაიმი ენერგიულად დავიწყეთ, მომენტებიც შევქმენით და მეტოქეს პრობლემებს ვუქმნიდით..

კანსელო ძალიან მომეწონა და ის ფაქტი განსაკუთრებით, რომ სანდროსთან ერთად ბრწყინვალედ მოქმედებდა. პორტუგალიელს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მისი პოზიციიდან გამომდინარე დაცვაში მომატება მართებს.

კალდარას მტკიცე ხასიათი აქვს.. განსაკუთრებით თვალში საცემია მისი თამამი და ცივ-სისხლიანი გადაწყვეტილებები.

ბუფონი? საუკეთესო მეკარე, რომელსაც დიდებული კარიერა ჰქონდა.. მან ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ კარიერა სხვა კლუბში და კერძოდ პარიზში გაეგრძელებინა.. ჯიჯის ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ალეგრი დღეს არ მომეწონა გუნდი კაი ამხანუგური გავატარებ მარა იციდო ჰემდეგ თამაშზე მინიმუმ ის თამაში უნდა ითამაშო რაც პირველ ამხანაგურში

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x