იგუაინი ტურინში აგენტთან ერთად ბრუნდება
Calciomercato-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, დღეს გონსალო იგუაინი ტურინში ჩაფრინდება, რათა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღოს.
არგენტინელი ფორვარდი გუნდის დატოვებასთან ახლოს არის. შემტევის მიმართ ინტერესს ლონდონის ჩელსი და მილანი იჩენენ, თუმცა ბიანკონერებს მილანური ვარიანტი და ბონუჩის ბარტერი უფრო ხიბლავთ.
გადაწყვეტილია რომ, იგუაინი ტურინს საკუთარ ძმასთან(აგენტთან) ნიკოლასთან ერთად ეწვევა. უფროსი იგუაინი ხემძღვანელობას შეხვდება და საკუთარ სურვილებს გაანდობს. გონსალო წელიწადში 8 მილიონ ევროს ითხოვს, რომლის დაკმაყოფილებაც მილანს გაუჭირდება.
თუ წასვლა უნდა პიპიტას კარგი იქნება თუ იტალიურ გუნდებში არითამაშებს