პედულა:”დღეს, პარატიჩი-გრანოვსკაიას შეხვდება შედგება”
თუ ალფრედო პედულას ინფორმაციას დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ დღეს თბილისის დროით დაახლოებით 13:00-ზე ერთმანეთს იუვენტუსის და ჩელსის ხელმძღვანელები შეხვდებიან:
“ბიანკონერის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი, ლონდონელთა დირექტორს მარინა გრანოვსკაის შეხვდება, სადაც საუბარი არაერთ ფეხბურთელს შეეხება..
არისტოკრატები რუგანის გარდა, იგუაინის ტრანსფერითაც ინტერესდებიან.. ჩელსის უდაოდ სურს ორივე ფეხბურთელის შეძენა და იმედი აქვს, რომ ტურინელები ამ შემთხვევაში ფასის კორექტირებას მოახდენენ.
თავის მხრივ ბიანკონერი რუგანის გასხვისებას 55 მილიონად გეგმავს.. დიახ, ეს ის ციფრია რომელიც ტურინმა იტალიელის სანაცვლოდ მოითხოვა..
კვლავინდებურად ახლოს რჩება მილანი რომელიც სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.. იგუაინი მათ გეგმებშიც შედის, თუმცა თუ არგენტინელი ლონდონის მიმართულებით გაემგზავრება, მაშინ როსონერი მორატას ტრანსფერის რეალიზებას შეეცდება..
ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ბევრი რამ გახდება ცნობილი”.
რატო ვერ ვაკომენტარებ? :((
VIKING

თქვენი არ ვიცი მაგრამ კანსელო ზაან მაგრად გამოიყურება შეტევებშიც ზაან მაგარია
უკვე მომაბეზრებელია გამუდმებით ალეგრის კრიტიკა. თურმე ალეგრიმ არ იცის შეტევა და სულ არასანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს.
დავიწყოთ იქიდან, რომ ალეგრის ისეთი გუნდები იწვევდა, როგორიცაა არსენალი, პსჟ და ახლა კიდევ რეალი, რომლებიც სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. პერესი სულელი ხო არ გონია ვინმეს? ყველა აღიარებს, რომ ალეგრი ტაქტიკის გენიოსია და ნებისმიერი სქემით შეუძლია ითამაშოს, გააჩნია გარემოებებს და რესურსს. ასევე უნდა გაითვალისწინოს კლუბის მოთხოვნები და მაგის მიხედვით აირჩიოს სტრატეგია. აი წინა სეზონი გავიხსენოთ, როდესაც 4-2-3-1 -ზე გადავიდა. მაშინ თებერვლიდან იუვემ რო დაიწყო, მაისის ბოლომდე ისეთი შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა, რომ აღფრთოვანებული იყო ყველა, აქაც და ყველგან. იუვეს ლიგის ფავორიტად მიიჩნევდნენ და დიდი იმედებით ვიყავით იმ თამაშის წინ, ნუთუ არ გახსოვთ ეს? იმ ავადსახსენებელ თამაშშიც პირველი ტაიმში უკეთესად გამოიყურებოდა იუვე. მეორე ტაიმზე ყველას თავისი აზრი გააჩნია, გასახდელში მომხდარი კონფლიქტი, თუ რეალის ჩართული “ზესიჩქარე”… სინამდვილეში იქ რიკოშეტით გატანილმა შემთხვევითმა გოლმა და აზრზე მოსვლამდე, რონალდოს ოსტატობით მეორე გოლმა (ბონუჩის უყურადღებობით), გატეხა გუნდი და მთელი მეორე წრის შესანიშნავი მონაკვეთი წყალში ჩაიყარა და დაივიწყა ყველამ…
გასული სეზონიც იმავე სქემით დაიწყო ალეგრიმ და შეტევაც მაგრა თამაშობდა, მაგრამ დაცვის სუსტმა თამაშმა აიძულა პრაგმატულ ფეხბურთზე გადასულიყო. კლუბის მოთხოვნაც იყო – მთავარია შედეგი ნებისმიერ ფასად. ამას დაემატა გამუდმებული ტრავმიანობა და ძალების იძულებითმა დაზოგვამ გამოიწვია ის თამაში, რომელიც არ მოგვწონდა არავის…
ბევრმა გაიგო ეს და რახან აქ მხოლოდ გამარჯვებას აქვს ფასი და სხვა ყველაფერი მეორეხრისხოვანია, გაგებით მოეკიდა გუნდის სტრატეგიას. სანახაობრივი ფეხბურთი ვის არ ურჩევნია, მარა ზოგიერთი პრიორიტეტულად მიიჩნევს შემტევ ფეხბურთს (რაც არცთუ შავთეთრულია), რის გამოც ალეგრის დონეს უწუნებს (რბილად რო ვთქვათ )) ).
არადა თავისუფლად შეუძლია ლაღი ფეხბურთი ითამაშოს (არსენალში რო გადასულიყო, სრულიად წარმოაჩენდა თავის შესაძლებლობებს, სადაც შედეგს მაინცდამაინც არ ითხოვენ). ახლა შეუძლია უფრო თამამად შეუტიოს, აქვს ამის რესურსი და საყოველთაო განწყობაც აიძულებს უფრო მეტად ითამაშოს ლიდერის პოზიციიდან.
აქამდე იუვეს მხოლოდ ერთი რამ აკლდა ელიტაში საბოლოოდ დასაბრუნებლად. თითქოს რაღაც აკლდათ მწვერვალზე ასასვლელად, რონალდუს და მესის დიდებულობის და გერმანული მანქანის წინაშე თითქოს ქედს იხრიდნენ და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად უფრო მაღლა აყენებდნენ მათ, რაც ფსიქოლოგიურად მაგრა არტყამს ნებისმიერს გადამწყვეტ მომენტში და რაც მუშაობს ძირითადად ფინალებში (და რაც ბრალდებოდა მხოლოდ ალეგრის). იგივე ემართებოდა ატლეტიკოს…
რონალდოს მოსვლის შემდეგ ეს ფაქტორი მოეხსნა გუნდს და თავდაჯერებული იქნებიან საბოლოოდ. უკვე რაღაც ჭია არ შეუძვრებათ გონებაში და არ დააბნევთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში. ეს არის მთავარი უპირატესობა რონის მოყვანის. დამეთანხმებით, რონალდოს გარეშე შესაძლოა რეალს ვერცერთი ლიგა ვერ მოეგო ბოლო დროს, მითუმეტეს ყოველთვის ეხმარებოდნენ და რონის ფაქტორი თუნდაც მსაჯების მიკერძოებაზეც მუშაობდა.
ალეგრი ახლა უკვე შებოჭილი არ იქნება და თამამად შეუძლია თავისი იდეები განახორციელოს. მიზანი ყველასათვის ნათელია და თუ ახლაც ვერ იყოჩაღა, ზიდანი მზად იქნება მის შესაცვლელად. რაღაც შეთანხმება იყო და შეიძლება იმიტომ არ მოყავთ კლუბში, რომ ზედმეტი წნეხი არ ჰქონეს ალეგრის, თუმცა ზიდანის სუნთქვას მაინც იგრძნობს მაქსი და უკან დასახევი გზაც მოჭრილი აქვს. ახლა გამოჩნდება რას წარმოადგენს ალეგრი.
FORZAJUVE!
ეს კომენტარი არის იმდენად კარგი, რომ სტატიად ვაქვეყნებ :) რესპექთ! ალეგრი რომ ნუმერო უნოა დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ამას ბევრი განხილვა არც უნდა, მაგრამ ნუ თუ ძუძუს თავებით არ აკენწლეს ფეხბურთელებმა და კუდუსუნებით არ იტანებს გოლები აქ ისე ვინ რას დაგიფასებს )
გაიხარე უდაოდ სწორი და იუვენტინოს კომენტარია

100_ით გეთანხმები
ჭორებს ძირითადათ მილანისტები ავრცელებენ რომლებიც ასტრალში ცხოვრობენ )
დიმარციოც ჭორიკანაა???
დარწმუნებული არავინ არ არის ტრანსფერში, განსაკუთრებით გუშინ პედულას სიტყვების მერე მაგრამ მოლაპარაკება არის,
დიმარციომ დაწერა, იცით ეს თქვენც და მილანისტებს ჰალამადრიდის მომხმარებლებად ნუ გამოგვიყვანთ ;)
მახსოვს პოგბაც ხელშეუხებელი იყო თავის დროზე მაგრამ რაც მოხდა მოხდა
ჯამში იქ თავში რა უტრიალებთ არავინ იცის ) მაგრამ თქვენ, მილანის ფანებს ჯერ ბონუჩის გაფორმებისას გეუბნებოდით, რომ სასიხარულო არაფერიათქო ) ახლაც იგივეს გეტყვით ) მატია კალდარა დავუშვათ და გადმოვიდა, ეგ ფეხბურთელი მაგ დაბნეულ მილანში სულ აირევა და ჯამში იტალია დაკარგავს კიდევ ერთ კარგ მცველს.. )
გუშინ ეგერ კაცმა კალდარას ისეთი მახასიათებლები აქვს ძალიან მომწონს მისი ცივსისხლიანობაო… და აქ ისეთი ჭორები ტრიალებს კალდარა უკვე მილანში მეგონა… არ გაყიდიან კალდარას… აი დარწმუნებული ვარ ამაში… კალდარა დარჩება და შავთეთრებში და აქ გააგრძელებს მის დიდ კარიერას…