ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

(Viking) ფორცატიფოზი-ს პოზიცია:”შეეშვით ალეგრის”

კომენტარებში ხშირად გვაქვს დისკუსია ამა თუ იმ საკითხზე და ვფიქრობ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამ მხრივ სხვა გვერდებისგანაც გამორჩეულები ვართ.. სიღრმისეულად და დეტალურად ყველაფრის განხილვა რაც კლუბის გარშემო ხდება.. შესაბამისად თუ მომავალშიც იქნება მსგავსი, კარგად ჩამოყალიბებული აზრი, იგი აუცილებლად გამოქვეყნდება ახალი რუბრიკის სახით:”ფორცატიფოზის პოზიცია“:

“უკვე მომაბეზრებელია გამუდმებით ალეგრის კრიტიკა. თურმე ალეგრიმ არ იცის შეტევა და სულ არასანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ ალეგრის ისეთი გუნდები იწვევდა, როგორიცაა არსენალი, პსჟ და ახლა კიდევ რეალი, რომლებიც სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. პერესი სულელი ხო არ გონია ვინმეს?

ყველა აღიარებს, რომ ალეგრი ტაქტიკის გენიოსია და ნებისმიერი სქემით შეუძლია ითამაშოს, გააჩნია გარემოებებს და რესურსს. ასევე უნდა გაითვალისწინოს კლუბის მოთხოვნები და მაგის მიხედვით აირჩიოს სტრატეგია. აი წინა სეზონი გავიხსენოთ, როდესაც 4-2-3-1 -ზე გადავიდა. მაშინ თებერვლიდან იუვემ რო დაიწყო, მაისის ბოლომდე ისეთი შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა, რომ აღფრთოვანებული იყო ყველა, აქაც და ყველგან.

იუვეს ლიგის ფავორიტად მიიჩნევდნენ და დიდი იმედებით ვიყავით იმ თამაშის წინ, ნუთუ არ გახსოვთ ეს? იმ ავადსახსენებელ თამაშშიც პირველი ტაიმში უკეთესად გამოიყურებოდა იუვე. მეორე ტაიმზე ყველას თავისი აზრი გააჩნია, გასახდელში მომხდარი კონფლიქტი, თუ რეალის ჩართული “ზესიჩქარე”… სინამდვილეში იქ რიკოშეტით გატანილმა შემთხვევითმა გოლმა და აზრზე მოსვლამდე, რონალდოს ოსტატობით მეორე გოლმა (ბონუჩის უყურადღებობით), გატეხა გუნდი და მთელი მეორე წრის შესანიშნავი მონაკვეთი წყალში ჩაიყარა და დაივიწყა ყველამ…

გასული სეზონიც იმავე სქემით დაიწყო ალეგრიმ და შეტევაც მაგრა თამაშობდა, მაგრამ დაცვის სუსტმა თამაშმა აიძულა პრაგმატულ ფეხბურთზე გადასულიყო. კლუბის მოთხოვნაც იყო – მთავარია შედეგი ნებისმიერ ფასად. ამას დაემატა გამუდმებული ტრავმიანობა და ძალების იძულებითმა დაზოგვამ გამოიწვია ის თამაში, რომელიც არ მოგვწონდა არავის…

ბევრმა გაიგო ეს და რახან აქ მხოლოდ გამარჯვებას აქვს ფასი და სხვა ყველაფერი მეორეხრისხოვანია, გაგებით მოეკიდა გუნდის სტრატეგიას. სანახაობრივი ფეხბურთი ვის არ ურჩევნია, მარა ზოგიერთი პრიორიტეტულად მიიჩნევს შემტევ ფეხბურთს (რაც არცთუ შავთეთრულია), რის გამოც ალეგრის დონეს უწუნებს (რბილად რო ვთქვათ) ))

არადა თავისუფლად შეუძლია ლაღი ფეხბურთი ითამაშოს (არსენალში რო გადასულიყო, სრულიად წარმოაჩენდა თავის შესაძლებლობებს, სადაც შედეგს მაინცდამაინც არ ითხოვენ). ახლა შეუძლია უფრო თამამად შეუტიოს, აქვს ამის რესურსი და საყოველთაო განწყობაც აიძულებს უფრო მეტად ითამაშოს ლიდერის პოზიციიდან.

აქამდე იუვეს მხოლოდ ერთი რამ აკლდა ელიტაში საბოლოოდ დასაბრუნებლად. თითქოს რაღაც აკლდათ მწვერვალზე ასასვლელად, რონალდუს და მესის დიდებულობის და გერმანული მანქანის წინაშე თითქოს ქედს იხრიდნენ და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად უფრო მაღლა აყენებდნენ მათ, რაც ფსიქოლოგიურად მაგრა არტყამს ნებისმიერს გადამწყვეტ მომენტში და რაც მუშაობს ძირითადად ფინალებში (და რაც ბრალდებოდა მხოლოდ ალეგრის). იგივე ემართებოდა ატლეტიკოს…

რონალდოს მოსვლის შემდეგ ეს ფაქტორი მოეხსნა გუნდს და თავდაჯერებული იქნებიან საბოლოოდ. უკვე რაღაც ჭია არ შეუძვრებათ გონებაში და არ დააბნევთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში. ეს არის მთავარი უპირატესობა რონის მოყვანის. დამეთანხმებით, რონალდოს გარეშე შესაძლოა რეალს ვერცერთი ლიგა ვერ მოეგო ბოლო დროს, მითუმეტეს ყოველთვის ეხმარებოდნენ და რონის ფაქტორი თუნდაც მსაჯების მიკერძოებაზეც მუშაობდა.

ალეგრი ახლა უკვე შებოჭილი არ იქნება და თამამად შეუძლია თავისი იდეები განახორციელოს. მიზანი ყველასათვის ნათელია და თუ ახლაც ვერ იყოჩაღა, ზიდანი მზად იქნება მის შესაცვლელად. რაღაც შეთანხმება იყო და შეიძლება იმიტომ არ მოყავთ კლუბში, რომ ზედმეტი წნეხი არ ჰქონეს ალეგრის, თუმცა ზიდანის სუნთქვას მაინც იგრძნობს მაქსი და უკან დასახევი გზაც მოჭრილი აქვს. ახლა გამოჩნდება რას წარმოადგენს ალეგრი.”

 

Viking

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

188 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
6 years ago

შესვენება გამოვაცხადოთ :mrgreen:

Vega
6 years ago
Reply to  maradona73

:lool: :boli:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ყველას ვისთვისაც გამაღიზიანებელია ჩემგან ალეგრის კრიტიკა მაპატიეთ ბიჭებო,უბრალოდ გულწრფელად ასე მგონია შეუთავსებელია ამდენი ტიტულის მიუხედავად და ამოჩემებისგამო არ ვწერ,პირიქით მთელი გაზაფხული ერთხელაც არ გამიკრიტიკებია რადგან ყველა დასახული მიზნისკენ ერთად მივდიოდით,მაგრამ მართლა ვფიქრობ ალეგრისთან ერთად ეს ურთულესი მისღწევი იქნება

Vega
6 years ago

და თუ ვინმეს ამის გამო გულზე ხვდება ეგ მაგისი პრობლემაა. ალეგრის გამო გულზე რა უნდა მოგხვდეს. ფეხბურთის დდშმ და ალეგრისაც ჩვენ ვიყოთ კარგად და.

ALLENATORE
6 years ago

რეალს ბევრი მწვრთვნელი უნდოდა )) მარცას ქონდა 6 კაციიანი სია ) სადაც ალეგრი იყო მე 4 ადგილზე ) მანამდე პოცეტინო კლოპი და კონტე იყო იმ სიაში :D )) ნუ ეგეც ან დაიჯერება ან არა ) :D ) საბოლოოდ გამოვიდ აის რო ყველამ უარი უთხრა რეალს ) :D

მარადონას ვეთანხმები აფსოლიტურად )) შეფასებებში ))

ეხლა თქვენ დაიწყეთ აქ ვინ რა წეროს იმის კირნახი :D )) დემოკრატიაა თუ დიქტატურა :D:D ))
საერთოდ გააკეთეთ მაშინ ახალი საიტი forza alegri.ge :D:D )) და რასაც დაწერთ თვქენვე წაიკითხვათ :D ) რას ქვია არ გალანძღოთ ? )) :D კაცი ტიპიური ნაცარქექიაა :D ))

Vega
6 years ago
Reply to  ALLENATORE

მართალი ხარ. თუ ვინმეს უპასუხებ რამეს კაჩავზე გადმოდიან ეს რა მიპასუხეო და არავისთვის მიგინებია აქ. და რაც ვთქვი საერთოდ ვამბობ და ამას საკუთარ თავზე ვინმე თუ იღებს მისი პრობლემაა. არავისი მეშინია აქ და როცა დამჭირდება სათქმელს პიდაპირ ვეტყვი ყველგან და მის სახელსაც მივუთითებ. ასე რომ ვინმეს რამე უნდა პირდაპირ მითხრას. აქ საიტია და კომენტარების მიღება უნდა გესმოდეთ.

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago

VIKING :up: :up: :up: :up: :up:

:forza: :forza: :forza:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ვინმე ფიქრობთ იმას რომ ბოლო სამი სეზონი სკუდეტოს ვინმე წაართმევდა იუვეს?რეალმა ლოპეტეგი დანიშნა დავით და ეს რა აფრიორი ნიშნავს იმას რომ ტოპ მწვრთნელია?თანაც ის რომ ალეგრი ჭკვიანი ტაქტიკოსია და რომ არაა დაბალი დონის სპეციალისტი ამას ყველა ხედავ ,უბრალოდ როგორც მაურინიო არ იყო რეალისთვის შესაბამისი ისე არაა ალეგრი იუვესთვის

Vega
6 years ago

ეგრეა ძმა აქ კი ალეგრიზე თუ კრიტიკა წამოგცდება სამშობლოს ღალატია.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

აბსოლიტურად სუბიექტური და გადაჭარბებული შეფასებაა,პირველივე აბზაცი ის რომ დიდი კლუბები იწვევდნენ უკვე არ გამოდგება არგუმენტად,აბსოლიტურად ყველა პირობა ქონდა იმ ტიტულების დასადებად რაც დადო და ეს მოახერხა უსახური და არასანახაობრივი ფეხბურთით.და მწვრთნელის კრიტიკა ამ ნიშნიშნით სავსებით ნორმალურია.ლაპელოს დროინდელი იუვეც კი ბევრად სანახაობრივი იყო იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდიტ რა უნდოდა მწვრთნელს და ასრუებდნენ ამას თავისუფალი ვარსკვლავები და არასდროს ფეხბურთელის ხარჯზე არ აკეთებდა ამას კაპელო.თავისი ტაქტიკის მონა იყო მაგრამ ფეხბურთელები მის გუნდში ყოველთვის თავისუფლები იყვნენ

maradona73
6 years ago

მომეწონა კაპელოს შეფასება, მეც მაგ აზრის ვარ. :up:

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago

პოგბაზე ისევ დაიწყო აქტიურად საუბრები და იმედია გამართლდება, მაგრამ გეგმა ვერ გავიგე ხელმღვანელობის. თან იძახიან პინიჩის გაყიდვა უნდათ ჩელსიში და ამ ფულით პოგბას მოყვანაო.

პიანიჩს თავად არ უნდა ჩელსიში წასვლს და უკვე დაბლოკა ეგ ვარიანტი. სიტიმ თვითონ განაცხადა რომ მეტ ნახევარმცველს არ ყიდულობს წელს. ბარსამაც საკმაოდ დახარჯა უკვე და 100 მილიონს რამდენად გადაიხდის საეჭვოა, თან ძალიანაც არ აქტიურობს პიანიჩთან მიმართებაში, შესბამისად რას აპირებენ საინტერესოა…

თუ მაინცდამაინც პიანიჩის ნაცვლად პოგბა უნდათ იქნებ თვითონ მანჩესტერს გაუცვალონ, მაგრამ მაურინიოსაც ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ნახევარცველები ევასება და ალბათ პოგბას გაშვების შემთხვევაში სავიჩზე გაიწევენ.

ისე კი ჩანი – პოგბა- სავიჩი იდეალური იქნებოდა :))))

Vega
6 years ago
Reply to  OLD Juventus

ვერატი არ ჯობია მათ ყველას ძმა?

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago

Vega says: შენ ბიჯო თავში არ აგასხხას რამემ ჩაკნორისი არა ჩემი ყ….ე კიდე შენ ვაბშე იცი ვინ ვარ მიცნობ გიცნობ თუ….. რას გამიხსენი აქ შუტკა ბიჯო საქმეს მიხედე და წესიერად ილაპარაკე გასაგებად ვამბობ ხო???რას მიედებ მოედები ერთი ჩემი კომენტარი მანახე რო რამე ირონია ან ვინმეზე უკმეხი სიტყვა იყოს ერთი???ვინ გიგულიწსხმა შენ შენ საეღთოდ აქ შენს გარდა მილიონი კაცი გაიძახდა შეფობაზე საერთოდ არც მიგულისხმიხარ და არც მაინტერესებს შენ შეფობაზე რას იტყვი გასაგებია???

Vega
6 years ago

ბიჭო შენ ქართული გესმის თუ რაა? რას მეკიდები შენ სულ აქ? შენ თავი თუ გეეჭვება ეგ შენი პრობლემაა და მე არ მითქვამს შენ გეშლებაო ეგ.

რახან საკუთარ თავზე მიიღე მომიყევი მაშინ ამაზე სხვებზე რომ იძახი ბოსობაზე კრიტიკას!

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago
Reply to  Vega

ბიჯოოოოო შენ ვინ გეკიდება აზრზე მოდი ქვევით ჩაიხედე რაც დაწერე მე მესაუბრები და თან წერ ბევრ თქვენგანს ანიელი ჩაკნორისი გეგონაო შენ მაბრმავებ ბიჯო

Vega
6 years ago

აუ ვინ ხარ ყოველ კომენტარზე რო გიჟდები შეურაცხყოფა დ რომ იღებ ყველაფერს რა გჭირს ? მაგარი ეჭვიანი ტიპი ხარ რა. ბიჭო მერე შენ გეშლებაააა მეთქი ვახსენეეეე? ვაჰ ძნელია ამის გაგება?

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago
Reply to  Vega

სვანჩიკა ძმაო როდის ნახე შენ მე ბოსობას რო ვაგონებდი? მე როცა იუვეს ბოსობაზე და მათზე ისტორიაზე და თემებზე ვიქექებოდი მაშინ აქ ბევრი თქვენგანს ანიელი ჩაკ ნორისში ეშლებოდა. ბიჯო რა ეჭვებზე მელაპარაკები ქვევით ამ წამს ეს კომენტარი მე არ დამიწრე???

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago
Reply to  Vega

რაუნდა მეეჭვებოდეს ბიჯო ვაბშე შენთან რა მაქ საქმე წერ აქ და გიპასუხე დამიწერე და გიპასუხე ვინ გეკიდება რა გეკიდება რაში მაინტერესებს ეხლა შენ ალეგრი გიყვარს თუ არ გიყვარს თუ ანიელის ისტორია კარგად იცი

Vega
6 years ago

ბიჭო მეც გწერ ნორმალურად აქ . ვერ გავიგე აბა არ უნდა გიპასუხონ? არც მე მაქვს შენთან საქმე მაგრამ როცა რამეზე გიპასუხებ კაჩავს მიწყებ ამიტომ მომე შენი ნომი და დავირეკავ აქ ვაპირებ აწი შენთან რამის ახსნას.

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago
Reply to  Vega

რა ნომერი მოგცე ბიჯო რის ნომერი მოგცე ბიჯო ამ ვირტუალურ სამყაროში გაგიმარჯოს შენს გზაზე ღმერთმა დათო ვარ გასვიანი აქ ჩემი პირადი ნომრები ვწერო მეტი საქმე არ მაქ ეხლა

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago
Reply to  Vega

ხოდა არც ახსნა ბიჯო მიხედე საქმეს გაიარე რააა

maradona73
6 years ago

ყოველგვარი ირონიის გარეშე ვიტყვი – ალეგრი არის მოჭარაკე უფრო ვიდრე ფეხბურთელი ხასიათით და მენტალიტეტით.

აქამდე უხარისხო ფეხბურთს თუ ფინალის წაგებას თვითონ ალეგრიც და ბევრი ჩვენგანიც აბრალებდა ბევრ პოზიციაზე პრობლემებს, მოკლე სკამს.

ეხლა მსგავსი პრობლემები აღარ გვაქვს, მეტიც როგორც მოჭადრაკეს დედოფალიც მისცეს.

ჰოდა ბატონებო, აწი აჩვენოს ხარისხიანი ფეხბურთიც და მოიგოს ლიგაც.

ლიჩნად მე კაი ხანია მკიდია სკუდეტოს მოგება, დაზოგოს ძალები და ლიგის თმაშები ჩაატაროს ისე რომ კითხვის ნიშნები აღარ დარჩეს.

თუ არა და აგერ ბატონო ზიდანი და მაგის ჯანი. :mrgreen:

Vega
6 years ago
Reply to  maradona73

ეგრეა ეს სკუდეტო გადაულოცოს თუ უნდა რომას. ახლა უნდა გაიხიოს შუაზე და ფეხბურთის თამაშით დადოს ლიგა და ეს ჭადრაკი ეთამაშოს სახლში ასამოას რა.
მაგრამ აი ნახავთ რონის ეგ საყრდენად დააყენებს ეგ ხომ უნივერსალია ))))

ამას ზიზუს სუნთქვა მოუტყ…ს დე… ტრ…ს. და დაადებინებენ ლიგას მერე კი მოისვრიან კლუბიდან.

juve-10
6 years ago
Reply to  maradona73

ბაზარი არ არის) დღესვე მოვაწერ ხელს სკუდეტოს ნაპოლისთვის გადაცემას, ოღონდ ლიგა დაიდოს)) ვაფშე ტრიპლეტი თითზე ჩამოსათვლელად ააქვთ გუნდებს მოგებული. რელიც ბოლო წლებში რომელიღაც ტიტულს მაინც მაზავდა ხოლმე ლიგის სანაცვლოდ. მასე უფრო საინტერესოა ცხოვრება))

juve-10
6 years ago

კი მარა ბუფონს ვაკრიტიკებდით როცა საჭირო იყო და ალეგრი რატოა ვითომ ეგეთი ხელშეუხებელი?)) და არც ეგ არგუმენტები არ ამართლებს იმაში, რა სვარკაც გვაყურებინა შარშან! იმდენი რესურსი არ ქონდა რო 10 კაციანი ინტერი თავზე არ დაესვა და ნაპოლისთან 0-0ზე ეთამაშაა? არავინ არ ამბობს იმას, რო ბარსელონასავით უნდა ითამაშოს, მარა ის რასაც ვუყურებდით მთელი სეზონის 90% ვინმეს როგორ მოგწონთ ვერ ვხვდები)) მე ლიჩნად აქამდე არ ვიყავი უარყოფითად განწყობილი ალეგის მიმართ წინა წლებში. პირიქით კონტეს მერე რაღაც ახალი მისცა გუნდს და წინ წაწია, ისევე როგორც კონტემ, ალეგრიმაც შეასრულა დიდი როლი და ამას ვაფასებ, მარა წელსაც თუ იგივეს უნდა გვაყურებინოს, მაშინ უკვე ამოწურული აქვს… Read more »

Vega
6 years ago
Reply to  juve-10

ფანატიზმი ღუპავს ყველაფერს ძმა. არსებობს იუვეს ორი მხარე დღეს აქ: ფანი იუვესი და ფან კლუბი ალეგრიზმი!

maradona73
6 years ago
Reply to  Vega

ალე გორიზმი :mrgreen:

Vega
6 years ago
Reply to  maradona73

ჰო რა ალეგორიზმი.

ადამიანი ორღობე კლუბთან კროტონესთან სვარკას რომ თამაშობს და ამას გენიალობას რომ ეძახით აქ უკვე სხვა ამბავთან გვაქვს საქმე რა. ალბათ სიცხეს ბრალია :lool:

Vega
6 years ago
Reply to  Vega

კროტონესთან ალბათ ძალიან ცხელოდა

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago
Reply to  Dutch

დავით ჯიშკარიანი-ჩაგეათვალა შეფასება :up: აქ ლამის ჯვარზე გვაკრავდნენ ხალხი როცა ვიძახდით რო იუვეს ყავს შეფობა შესანიშნავი ცოტაც და იუვე ლიდერებს დაუბრუნდებათქო როცა ვიძახდით მაშინ ზუსტათ მაგ სიტყვებს გაიძახდა აქ ბევრი რომ ფულს ხომარგიხდიან მაროტა ანიელის რო იცავთო კარგად გაიხსენე საღოლ ნუ ალეგრის გინება უკვე გითხრა სიმართლე ერთ ყურში შედის მეორეში გადის აღარ ღირს კამათი

Vega
6 years ago
Reply to  Dutch

ეტყობა მაგარი სიამოვნება მიიღეთ მაგ ფინალებით რაც ალეგრიმ გაჩუქათ მაგიტომ არ გავიწყდებათ ეგ. და სულ ამას გვაყვედრით. ბრავო.

სვანჩიკა ძმაო როდის ნახე შენ მე ბოსობას რო ვაგონებდი? მე როცა იუვეს ბოსობაზე და მათზე ისტორიაზე და თემებზე ვიქექებოდი მაშინ აქ ბევრი თქვენგანს ანიელი ჩაკ ნორისში ეშლებოდა.

Vega
6 years ago

რეალისტ აქ არავინაა ჩასაფრებული ყოველშემთხვევაში მე არა. რასაც ვხედავ იმას ვამბობ და არ ვაპირებ ვინმეს ქება დიდეას როცა ამის მიზეზს არ ვხედავ. რაც არ მომწონს იმას ყოველთვის ვაფიქსირებ ნებისმიერ სფეროში! ქება დიდება არ ნიშნავს წარმატებას რომ იცოდე . ზემოთ როგორც ვიკინგმა თქვა პოსტში ზიზუს სუნთქვა თუ მოესმა მოუწევს ერთი ადგილის მოჭერა. ალეგრი არაა იუვე და არც ერთი ტრენერი იქნება იუვე. იუვე იუვეა და ტრენერის კლუბი არასოდეს იქნება. ალეგრის რაღაც თავში ჰქონდა ავარდნილი თავისი გსნტოლებებით. რაც სამწუხაროა ეს განტოლება ჯერ ვერ ამოხსნა. ისეთი პირი უჩანს ვერც ვერასოდეს ამოხსნის მაგას. სანამ უკან არ მიუჭერენ მაგრად. აქ მადლობებს უხდიან ალეგრის რაც მაგარი ცირკია… Read more »

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Vega

იუვეში ჩამოყალიბდა რაც არის და მაგიტომ სურს სხვა კლუბებსაც.

ანუ იუვემ ჩამოაყალიბა ბაყაყად და პერესს არსენალს და ბაიერნს ბაყაყი ტრენერი სურდა. აი ყველაფერს წერ ყველაფერს გარდა იმისა რაშიცაა საქმე,უბრალოდ არ გევასება ალეგრი და მორჩა. მარა აი აქბრომ ვინმემ დაწეროს რუსი არ მევასებაო ტიპიურ ღრუზინად მოიხსენიებ,ჩამორჩენილ ბნელად. გამოდის რუსის სიძულვილი სიბნელეა ხოლო ალეგრის სინათლე

Vega
6 years ago

არ გეწყინოს და შენი პასუხი არის სად მთვარე და სად სატურნი . რა დავწერე და რა მიპასუხე. უბრალოდ ისე გიყვარს ეს ტიპი რომ რეალობას ცდება შენი აზრი არადა ნიკი კი გაქვს რეალისტი. გადახედე განვლილ გზას კარგად.

დავით: მაგარი სიამოვნება მიიღე ხომ ამ ფინალებით ალეგრი ს რაც გაჩუქა?

Vega
6 years ago

დააწინაურონ ეს კლემენცა რა იქნება? მარკიზას მაინც უშვებენ და ამით ჩაანაცვლონ. ფავილიც ასევე აქ მეტს ისწავლის ვიდრე იმ ორღობეში.

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ვერასდროს დავიჯერებ რომ კლემენცა და ფავილი ასკოლში 40 თამაშით უფრო მეტს ისწავლიან ვიდრე იუვეში 2-3 თამაშში,რა იქნება რომელიმე რომ დაიტოვონ და ვარჯიშებზე უყურონ რონალდოს და ისწავლონ რამე?

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ვეთანხმები ვახტანგს მაგრამ ვინც მიცნობს იმან იცის რომ არასდროს თეთრზე შავიათქო არ მიტქვია ალეგრის გამო,ვაკრიტიკებდი როცა საჭირო იყო ,ახლა კი რა უნდა ვთქვა არ ვარ მე ზოგივით ჩასაფრებული და კომენტარი გამზადებული არ მაქცს ოღონს ვინმე ვაკრიტიკო და ვინ და რატომ სულერთია. :)

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago

რეალისტ ძმა აი რომ დაიტოვონ სად ათამაშონ მერე???რონალდოზე ყურებით და არ თამაშით საქმე გაკეთდება???პირიქით დაკარგავს ფიზიკურ ფორმასაც და მორჩა,ფავილიზე არის საუბარი რომ ჯენოას უნდა არენდით და იუვეს ექნება გამოსყიდვის საშვალება,არც ვიცოდი ფავილი დამტვრეული ყოფილა 8 თვე და ეხლა დაიწყო ფორმაში ჩადგომა და ისეთ ხალხთან იუვეში გიგანტები რომ არიან შეტევაში ფავილს ვინ გააკარებს ???ჯენოაში აღიდგენს ფორმას და 2 წელიწადში დადგება მგელი თუ ასე გააგრძელა რათქმაუნდა და ასე არ სჯობს რომ გაუშვან???აი მანდრაგორა შარშანდელის მერე აკრიფა ფორმა და ასევე უდინეზემ რაც თამაშები ითამაშა ეხლა შეკრებაზე სულ ძირითადშია ორივე 21 წლისები არიან 2 წელიწადში უკვე ჩამოყალიბდებიან იგროკებად :up: :up: :up:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

21 წლისას უკვე უნდა ენდო და შანსი მიცე თორე დარჩება მარად პერსპექტიულად როგორც ბევრი დარჩენილა იუვეში. 3-0 რო შემოიყვანოს და იგრძნოს იუვე ან რონალდოსგან აიღოს ვარჯიშებზე მაგალითი მაგით უფრო მეტს ისწავლის თუ ჯენოაში 1 ტაიმის თამაშით? ესეც და კინიც ესე განათთხოვრებით დარჩებიან დინატალეებად

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago

ძმებო კინი მანდრაგორა ფავილი ათამაშოს ალეგრიმ და თან ყველა ტურნირი მოიგოს???ეხლა აგინებს აქ ბევრი მწვრთნელს და შეფობას და ხო წარმომიდგენია იმათ რო რამე შედეგი არ დადონ და რაზეა საუბარი რა შედეგს დადებს ეს ახალგაზრდა ბიჭები ხო წარმომიდგენია აქ მეორეთ მოსვლა იქნება გინების კორიანტელით კარგით რაა ადამიანმა უნდა მიიღოს პრაქტიკა ფიზიკური კონდიციები უნდა ქონდეს სრული ეს კი მოდის ყოვედღიური ვარჯიშით და თამაშით რათუნდა ამას ბევრი ახსნა და არა ვინმეზე ყურებით

maradona73
6 years ago

https://www.youtube.com/watch?v=cJfimpHCjPs

ინტერის დაცვა რა ათრია მორატამ მე-8-ე წუთი ნახეთ :lool:

maradona73
6 years ago
Reply to  maradona73

სათამაშო დროის მე-8-ე წუტი :mrgreen:

ვილლი მილან
Reply to  maradona73

აი რატომ მირჩევნია მორატა ტელეღიპუცას :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეხლა ზედმეტი ქება დიდება არ უნდა, რაც არის ეგ არის. იმედია ამ სეზონში დამაჯერებელი თამაშები ექნება იუვეს :juventus:

დათო777
დათო777
6 years ago

არიან მწვრთნლები რომლებმაც ლიგის ფინალი ბევრჯერ წაგეს, მაგალითად კლოპი, სიმეონე, კონტე კი საერთოდ არ ყოფილა ფინალის შორი ახლოს, იგივე სარი, მაგრამ რატომღაც ბევრი ალეგრიზე წინ აყენებს რაც ყოველთვის მიკვირს.

maradona73
6 years ago

ისე პოზიური შეტევებისთვის ბონუჩი ძალიან გამოგვადგებოდა.

maradona73
6 years ago

პიაცაზე მწყდება გული ტრამვის გამო რომ ვეღარ გაიხსნა დროულად. არა და შეტევაში ყველა პოზიციაზე შეიძლებოდა მაგის გამოყენება, დაჯე თავდამხმელადაც.

maradona73
6 years ago

ტორტზე გვირგვინია საჭირო ეხლა ერთი ძლიერი ცენტრი მოყვანით.

იმედია რუგანის და იგუაინის გაყიდვის შემდეგ მოიყვანენ ვინმეს და ამის მერე კიდევ ალეგრის არ ექნება არანაირი საფუძველი გუნდი 60-70 წუთი დაცვაში ათამაშოს.

თითო პოზიციაზე 2-3 ისეთი კაცი გვეყოლება რომ ნებისმიერ დიდ კლუბს შეშურდება + რონალდოს ფაქტორი.

:forza:

სვანჩიკა
სვანჩიკა
6 years ago

VIKING 1000-%იანია ალეგრის შეფასება გენიოსია ეგ მწვრთნელი :up: :up: :up:

დელპი
დელპი
6 years ago

მე პირადად ზიდანი მწვრთნელად არ მინაჩნია უბრალოდ ძალით მოაგებინეს ლიგები და მორჩა და არც მინდა რო მოვიდეს . ფორცა ალეგრი :forza: :forza:

Beso_nakasha
Beso_nakasha
6 years ago

სწორი და გააზრებული საქციელია
სააღოლ viking
და მადლობა დ ა თ ო ს

Beso_nakasha
Beso_nakasha
6 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
188
0
Would love your thoughts, please comment.x