ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

(Viking) ფორცატიფოზი-ს პოზიცია:”შეეშვით ალეგრის”

კომენტარებში ხშირად გვაქვს დისკუსია ამა თუ იმ საკითხზე და ვფიქრობ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამ მხრივ სხვა გვერდებისგანაც გამორჩეულები ვართ.. სიღრმისეულად და დეტალურად ყველაფრის განხილვა რაც კლუბის გარშემო ხდება.. შესაბამისად თუ მომავალშიც იქნება მსგავსი, კარგად ჩამოყალიბებული აზრი, იგი აუცილებლად გამოქვეყნდება ახალი რუბრიკის სახით:”ფორცატიფოზის პოზიცია“:

“უკვე მომაბეზრებელია გამუდმებით ალეგრის კრიტიკა. თურმე ალეგრიმ არ იცის შეტევა და სულ არასანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ ალეგრის ისეთი გუნდები იწვევდა, როგორიცაა არსენალი, პსჟ და ახლა კიდევ რეალი, რომლებიც სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. პერესი სულელი ხო არ გონია ვინმეს?

ყველა აღიარებს, რომ ალეგრი ტაქტიკის გენიოსია და ნებისმიერი სქემით შეუძლია ითამაშოს, გააჩნია გარემოებებს და რესურსს. ასევე უნდა გაითვალისწინოს კლუბის მოთხოვნები და მაგის მიხედვით აირჩიოს სტრატეგია. აი წინა სეზონი გავიხსენოთ, როდესაც 4-2-3-1 -ზე გადავიდა. მაშინ თებერვლიდან იუვემ რო დაიწყო, მაისის ბოლომდე ისეთი შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა, რომ აღფრთოვანებული იყო ყველა, აქაც და ყველგან.

იუვეს ლიგის ფავორიტად მიიჩნევდნენ და დიდი იმედებით ვიყავით იმ თამაშის წინ, ნუთუ არ გახსოვთ ეს? იმ ავადსახსენებელ თამაშშიც პირველი ტაიმში უკეთესად გამოიყურებოდა იუვე. მეორე ტაიმზე ყველას თავისი აზრი გააჩნია, გასახდელში მომხდარი კონფლიქტი, თუ რეალის ჩართული “ზესიჩქარე”… სინამდვილეში იქ რიკოშეტით გატანილმა შემთხვევითმა გოლმა და აზრზე მოსვლამდე, რონალდოს ოსტატობით მეორე გოლმა (ბონუჩის უყურადღებობით), გატეხა გუნდი და მთელი მეორე წრის შესანიშნავი მონაკვეთი წყალში ჩაიყარა და დაივიწყა ყველამ…

გასული სეზონიც იმავე სქემით დაიწყო ალეგრიმ და შეტევაც მაგრა თამაშობდა, მაგრამ დაცვის სუსტმა თამაშმა აიძულა პრაგმატულ ფეხბურთზე გადასულიყო. კლუბის მოთხოვნაც იყო – მთავარია შედეგი ნებისმიერ ფასად. ამას დაემატა გამუდმებული ტრავმიანობა და ძალების იძულებითმა დაზოგვამ გამოიწვია ის თამაში, რომელიც არ მოგვწონდა არავის…

ბევრმა გაიგო ეს და რახან აქ მხოლოდ გამარჯვებას აქვს ფასი და სხვა ყველაფერი მეორეხრისხოვანია, გაგებით მოეკიდა გუნდის სტრატეგიას. სანახაობრივი ფეხბურთი ვის არ ურჩევნია, მარა ზოგიერთი პრიორიტეტულად მიიჩნევს შემტევ ფეხბურთს (რაც არცთუ შავთეთრულია), რის გამოც ალეგრის დონეს უწუნებს (რბილად რო ვთქვათ) ))

არადა თავისუფლად შეუძლია ლაღი ფეხბურთი ითამაშოს (არსენალში რო გადასულიყო, სრულიად წარმოაჩენდა თავის შესაძლებლობებს, სადაც შედეგს მაინცდამაინც არ ითხოვენ). ახლა შეუძლია უფრო თამამად შეუტიოს, აქვს ამის რესურსი და საყოველთაო განწყობაც აიძულებს უფრო მეტად ითამაშოს ლიდერის პოზიციიდან.

აქამდე იუვეს მხოლოდ ერთი რამ აკლდა ელიტაში საბოლოოდ დასაბრუნებლად. თითქოს რაღაც აკლდათ მწვერვალზე ასასვლელად, რონალდუს და მესის დიდებულობის და გერმანული მანქანის წინაშე თითქოს ქედს იხრიდნენ და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად უფრო მაღლა აყენებდნენ მათ, რაც ფსიქოლოგიურად მაგრა არტყამს ნებისმიერს გადამწყვეტ მომენტში და რაც მუშაობს ძირითადად ფინალებში (და რაც ბრალდებოდა მხოლოდ ალეგრის). იგივე ემართებოდა ატლეტიკოს…

რონალდოს მოსვლის შემდეგ ეს ფაქტორი მოეხსნა გუნდს და თავდაჯერებული იქნებიან საბოლოოდ. უკვე რაღაც ჭია არ შეუძვრებათ გონებაში და არ დააბნევთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში. ეს არის მთავარი უპირატესობა რონის მოყვანის. დამეთანხმებით, რონალდოს გარეშე შესაძლოა რეალს ვერცერთი ლიგა ვერ მოეგო ბოლო დროს, მითუმეტეს ყოველთვის ეხმარებოდნენ და რონის ფაქტორი თუნდაც მსაჯების მიკერძოებაზეც მუშაობდა.

ალეგრი ახლა უკვე შებოჭილი არ იქნება და თამამად შეუძლია თავისი იდეები განახორციელოს. მიზანი ყველასათვის ნათელია და თუ ახლაც ვერ იყოჩაღა, ზიდანი მზად იქნება მის შესაცვლელად. რაღაც შეთანხმება იყო და შეიძლება იმიტომ არ მოყავთ კლუბში, რომ ზედმეტი წნეხი არ ჰქონეს ალეგრის, თუმცა ზიდანის სუნთქვას მაინც იგრძნობს მაქსი და უკან დასახევი გზაც მოჭრილი აქვს. ახლა გამოჩნდება რას წარმოადგენს ალეგრი.”

 

Viking

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

188 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago

დავით, ბოფონი ჩვენ კი არ გვყავს კერპად, ჯერ ერთი ბუფონი ნადმვილად კერპად ყავთ იტალიებს და სავრაუდოდ კარიერის დასრულების შემგომ დასახელდება ყველა დროის საუკეთესო მეკარედ და შეიძლება ეგ სტატუსი საუკუნეც გაუგრძელდეს :)) ეხლა რაც შეეება შეცდომებს? წეღან კიდევ ერთხელ ვნახე 4ივე გოლი და უძულებით დამაყენეთ ცუდ ხასიათზე:))) როცა მეკარე ორ გოლს უშვებს რიკოშეტით და ორივე ბურთი უკიდურეს კუთხეში მიდის რიკოშეტიდან ის ნამდვილად არ არის მეკარის ბრალი. ორ გოლზე კიდევ რონალდოს და ისკოს კიელინი-ბონუჩი პირდაღეულები რომ უყურებდნენ ეგ არის მეკარის ბრალი? მართლა გამაგიჯებთ მე :))) ჯერ 4 ბურთს რომ უშვებ თუ მეკარემ კარიუსობა არ დაიწყო ის დაცვის ბრალია და არა მეკარის და… Read more »

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Dutch

ეგრეა ძმაო ჯერ იმდენი დრო ქონდა მაგ ბურთის აღების რო რავი კაცი ლექს დაწერდა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Dutch

ეგრეა ძმაო ჯერ იმდენი დრო ქონდა რომ გადამხდარიყო კაცი ამასობაში ლექს დაწერდა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ჯიჯის ძაან დიდ პატივს ვცემ მაგრამ თამაშის წინ რო მეტოქეს იმაზე მეტად ეფერება ვიდრე თანაგუნდელებს ეს მაგრა არ მევასებოდა მასში. ფინალებშიც შეცდომები დაუშვა და იქ სადაც გადაგვარჩინა ამ ბოლო პერიოდში იქაც ბევრი მაღალი კლასის მეკარე იგივეს იზავდა. კარგია ლეგენდების დაფასება მაგრამ აქ იუვეს ქომაგები იმაზე მეტად ვაფასებთ ვიდრე სხვა რომელიმე კლუბის ქომაგი თავიანთ ლეგენდებს. ამ ბოლო პერიოდზსი ზაან აურია და ესეც არაა კარგი მისი სახელისთვის რო პსჟდან ნაადრევად გამოუშვან თავისი შეცდომების გამო. იქ არავინ აპატიებს იმის გამო რო ბუფონია. ეს იუვეში ჭრიდა იქ არ გაუვა

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ნიკად რამე დაწერე რა ჩესნად ბაზრობ ხოლმე )

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dutch

:up:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ალეგრო რო გენიოსია რათ უნდა ბაზარი სქემების მასტერია მარა ლუპიმდე ჯერ ვერ არის ასული …აქ ვიღაცამ დაწერა ერთი მსოფლიო მოიგო ლიპიმო ))))სასაცილოა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Dutch

რა შუაშია მაგი მეგობარო მაგი არ უნდა გეთქვა რუსთავი 2 რომ მძულს ისე არავინ არ მძულს მ3 მაგენის დედებს….მ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

უბრალოდ ზოგს ლიპი ურჩევნია ზოგს ალეგრი ლიპიმ ლიგა მოიგო ასევე მსოფლიო ალეგრის კიდე იტალიის გარდა არაფერი არ აქვს მოგებული მარა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ცუდია მეც მევასება ალეგრი ტაქტიკოსების მასტერია უბრალოდ ფინალებში არ გაუმართლა არ ყავდა არც მესი და არც კრისტიანო….ეხლა ყავს კრისტიანო და ვნახოთ რას იზამს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Dutch

ფინალში კი ჩაისვარა ბუფონმა თუ ჯიჯი რომ არის მიტომ ეპატიება ეს არაემქვეყნიურია ჩემთვის სულ ერთია ჯიჯი დაუშვებს შეცდომას თუ ვინმე სხვა მაინც გავლანჯღავ ფარგლებში

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dutch

არა არაა თორნიკე ეგ ))

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dutch

ისე დავით ბუფონზე არანაკლები წვლილი ქონდა ალვეშს შეტანილი იუვეს ფინალისტობაში მაგრამ ყველა მას მისდგა (რამდენად სიმართლეა გასახდელის ამბავი ღმერთმა უწყის) მეორე ტაიმში იუვე თავის თავს არ გავდაო, 1997 წლის ფინალში გავდა? წელს ტურინში 0-3 წაგებისსას გავდა 0-1 ის მერე თავის თავს?

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ლექსო ანთია says:
ივლისი 29, 2018 at 14:03
ვინმე ფიქრობთ იმას რომ ბოლო სამი სეზონი სკუდეტოს ვინმე წაართმევდა იუვეს?რეალმა ლოპეტეგი დანიშნა დავით და ეს რა აფრიორი ნიშნავს იმას რომ ტოპ მწვრთნელია?თანაც ის რომ ალეგრი ჭკვიანი ტაქტიკოსია და რომ არაა დაბალი დონის სპეციალისტი ამას ყველა ხედავ ,უბრალოდ როგორც მაურინიო არ იყო რეალისთვის შესაბამისი ისე არაა ალეგრი იუვესთვის.

მოდი ნურა ვიკამათებთ აზრი არარ აქვს უკვე

რ ე ა ლ ი ს ტ ი

და ამავე ლექსოს აზრით 1 საათში ბანძ და იუვეს დამანგრეველ მწვრთნელად იქცა ალეგრი. კარგი გასაგებია არგუმენტი ვაფშემ არის ნულს ქვემოტ და აზრი აღარ აქვს არაფერს

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago

ბუფონის კანკალი უკვე სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს და ცოტა არ იყოს მართლაც რომ ტეხავს…

წაგებული ფინალი უფრო სხვა რამის ბრალი ხომ არ არის? როგორიც არის ღიპიანის მოყვანა (კიდევ კარგი ძვლივს მიხვდნენ და იქნებ ვინცმეს შესტენონ ეხლა ერთი სული აქვთ).

გუნდის მართლაც და ლიდერი ვინც იყო პოგბას გაყიდვა, პოგასთან ერთად ცენტრი არ გასაზიზღრდებოდა მაგ ფინალში.

და ეს დიბალაც რომ არ არის მესი ან მარადონა უნდა გავუსწოროთ თვალი და სჭირდება მასააც გვერდზე კაცის მომტყუებელი, ერთმანეთს სივრცეები რომ გაუნთავისუფლონ.

ვის უნდა გაენთავისუფლებინა მაგ თამაშში სივრცეები? ღიპიანს? კრაიდან მანძუკიჩს? ხედირას?

და მაგ წელს ფინალი რომ ვითამაშეთ მართლაც რომ მაგ ჩაჯმული დიბალას დამსახურებაა…

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

რაზე ვილაპარაკოთ ეპიზოდები გავიხსენო ბუფონმა იუვეს კარი რამდენჯერ იხსნა?მათშორის ფინალებში.ამაზე?მერე რომ არ ყავდა მაშინ კოშტა ამიტომ მოიყვანეს და 40 მილიონი დახარჯეს ამაში.ხედირა რომ არ აკმაყოპილებდა იუვეს დონეს ეს არ იყო თვალშისაცემი?ტოტენჰემის და რეალის პირველი თამაშები ალეგრიმ არ ჩააგდო?ბაიერნზე არაფელს ვამბობ ეგ წმინდა მაგალითია ბანძი მწვრთნელი რას უშვება გუნდს

რ ე ა ლ ი ს ტ ი

საკაჩაოდ არ მინდა ისე მაინტერესებს ლექსო სენი ასაკი. წეღან სულ სხვანაირი რამ გეწერა ალეგრიზე, დავიჯერო ცხოვრებაშიც ასე მალ მალე იცვლი აზრებს?

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

რომელი იჯარით წასული ფეხბურთელი გახდა ტოპი,იუვეს ვგულისხმობ.უცნობი ფეხბურთელი ვინც ალეგრის ხელში სუფერ ფეხბურტელად ჩამოყალიბდა არსებობს ასეთი.ბარძალი რომ რონალდოს ვერ შეაკავებს და ნეიმარს ამას რათ უნდა სპეციალისტობა.ან თუ პრეტენზია გაქვთ იმაზე რომ გესმით ფეხბურთი ალეგრის სუსტი მხარე არაა თვალშისაცემი?იუვე ყველა თამაშს მეორე ნომრად უნდა ატარებდეს?ხედირა რომ ვერ პასუხობს გამოწვევებს ეს არ უნდა ნახოს?მანჯუკიჩი რომ გარემარბი არაა და კოსტა უნდა მდგარიყო იქ თავიდანვე ეს არაა არაფერი?დიბალა რომ გამთამაშებელი ვერასდროს დადგება ამას ვერ ხედავს ტიპი და ვაკრიტიკებ და ვისაც არ მოგწონთ არ წაიკითხოთ

რ ე ა ლ ი ს ტ ი

თავიდვე როდის როდიდანაა კოშტა იუვეს წევრი? არ მიწყინო ძმაო მაგრამ ალეგრის სიძულვილი რეალობას გაკარგვინებს. კოშტა რომ ყოლოდა შარშანწინ ფლანგზე მანძუს დააყენებდა?

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ალეგრის კრიტიკა თუ იმაზე მეტად მიუღებელია რაც ბუფონზე დაწერე ჩაატარე გამოკითხვა ძმაო შენი საიტია და გასცემს ხალხი პასუხს

რ ე ა ლ ი ს ტ ი

რა დაწერა ტყუილი? არ შეცდა ბუფონი რეალთან?

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დათო ჯიშკარიანი. მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები რო იუვეში ზამენაზე ჯდომა და ხანდახან გამოსვლა გადაწყვეტილ მატჩში ურჩევნია იმ ახალგაზრდებს ვიდრე ჯენოაში უცხო გარემოში 1 წლით გადასვლას. მე ესე მერჩივნებოდა ყოველ შემთხვევაში :lool: რო გვქონდეს მაგის პრაქტიკა რო მერე მზა ფეხბურთელებად გვიბრუნდებიან კი ბატონო აღარ სეგეკამათები მაგრამ ესე ვკარგავთ თაობას და ამაზე მწყდება გული

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dutch

ლეგენდაზე ეგრე ნუ საუბრობ ბრატ )))

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dutch

მაგას ვწერდი ლიპიზე და ისეთი ათჯერ წავშალე. უბრალოდ რა უნდა მეპასუხა არ ვიცი. რადგან ლიპიმ წააგობეგ არაფერიო,რადგან გუნდის მოხოდვა ლიპის ევალებოდა ეგ არაფერიო,მთავარია ალეგრი რატომ აგებსო. ღმერთო დიდებულო

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დათო ჯიშკარიანი. ქვევით მიპასუხე რო ფეხბურთელი ვარჯიშით იმატებს კლასში და არა ვინმეზე ყურებითო და შენი აზრით ჯენოაში 1 ტაიმის თამაში წაადგება თუ იუვეში რონის გვერდი თ ვარჯიში და ხანდახან გადაწყვეტილ თამაშში 20 წუთი თამაში რონისთან ერთად? ესე განათხოვრებით რომელი დაგვიბრუნდა ჩამოყალიბებულ იუვესთვის გამზადებულ ფეხბურთელად? ისკო ასენსიო ვასკესი რო შეაჩვია რეალმა ძირითადს იმიტოა ესეთი მონსტრები და მორატა რო გაანათხოვრა იმიტო წანწალებს დღემდე. რომელმა უფრო გაუზარდა განათხოვრებულმა მორატამ თუ იმ სამმა რეალში

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ასეთი სიმართლე კარგა ხანია აქ არ წამიკითხია გეთანხმები ძმა.მარტო განათხოვრება კი არაა ფსიქოლოგიური აქსპეტიცაა ნაწყენი მიდის ახლგაზრდა ბიჭი მერე იქაც არ ენდობიან.მერე ის პრობლემა მერე ის პრობლემა და ქრება.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეს ფავილიც და კიმიც ესე განათხოვრებით დარჩებიან მარადპერსპექტიულებად.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ვირტუალურ სივრცეში ძნელია პატივისცემა მოითხოვო მაგრამ მე პირადად აქ ყველა იუვეს გულშემატკივარს პატივისცემით ვუყურებ და რეალისტი მათშორის შენც და ეცადე არ გავცდეთ ამ ოქროს ხაზსს,მე არანაირი სურვილი არ მაქვს ამისი

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

რეალისტი შენ ლეგენდა იცი რას ნიშნავს?ლიპის ბუფონის და დელ პიეროს კრიტიკა იუვეს გულშემატკივრისგან კიარა საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრიდანაც კი მიუღწბელია.სპორცმენი თუ იყავი როდესმე უნდა იცოდე სპორტული ეთიკაა ეგ და არ ეხებიან იმას რასაც მარტო აღმატებულ ხარისხში ახსენებს ხალხი

რ ე ა ლ ი ს ტ ი

შავ-თეთრიც იუვეს ფერებია მარა შავზე ვთქვათ თეთრიაო და პირიქით მხოლოდ იმიტომ რომ იუვეს ფერებია? რა შუაშია ლეგენდა? მარადონაც ლეგენდაა მერე? აი ზუსტად ეგაა პრობლემა აქ ვიღაცას არალეგენდას ამოიჩემებენ დაბალი ღობის პონტში და მიდის დაცინვა ქილიკი გინება.

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  Dutch

რაზე გაგეცინა? ))))

ALLENATORE
6 years ago

ეხლა რასაც დავწერ კარგად დაიმასხსოვრეთ )) :D ))) ალეგრის ფანკლუბის წევრებს ეხებათ :D )) ალეგრი არის კარგი ტაკტიკოსი მაგრამ აქვს ძველი სტილი ანუ ტიპიური იტალილიელია რომელიც იმაზე ფიქრობს როგორ არ გაუშვას და ამის გამო დედამისსაც კარებში ჩააყენებს რო დაჭირდეს :D )) წელს მაგან რაც ქნა იყო სმარცხვინო ) ტოტელჰემთან , ინტერთან ნაპოლისთან და კროტონეებთან ) :D ) კარდისფის მერე ტურინი იყო საშინელება ::D )) როცა 2 საყრდენით გამოვიდა ისევ ) :D მადრიდმა კარგად აჩვენა რო შეცდა ალეგრი და თურმე სწორი დასკვებით შეილებოდა ტურინში კაი შედეგი ) იმ მადრიდშიც 0-3 ის მერე ფავორიტები ვიყავით , ერთი გოლი და ჰაერში იყო რეალი… Read more »

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  ALLENATORE

არ წამიკითხია ისე გკითხავ ახლა შენ რომ ანტიალეგრის ფანკლუბის წევრი გიწოდო მოგეწონება?

ALLENATORE
6 years ago

)) კი მე არ მომოწონს ალეგრის სტილი და ხასიათიც)) ეგ ის კაცი არა რო ფინალში არ ჩაიჯვას ) :D )) ასე რომ შეგიძლია თქვა რო ანტიალეგრის ფანკლუბის წევრი ვარ ) :D )) არ არის პრობლემა ) :D )) ალეგრი იუვენტუსმა გახადა მწვრთვნელი :D ) უფრო სწორად დაერქვა ეგ სახელი :D ))) ნუ არც ღირს მაგ თემაზე კამათი :D მე დარწმუნებული ვარ წელს ბოლო სეზონი იქნება ნაცარქექიას :D

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  ALLENATORE

1997 და 1998 წლის ფინალში ჩაიჯვა თუ არა ლიპიმ?

ALLENATORE
6 years ago

ლიპის სახელს რო ახსენებ ორჯერ უნდა დაფიქრდე სანამ რამეს დაწერ :D )) ჩაჯმა იქ არ ყოფილა არანაირი )) დორტმუნდთან იყო შეცდომები მაგრამ ფაქტიურად გასვლაზე თამაშობდა გუნდი ) შეცდომა ის იყო რო ვერ დააფასეს მეტოქე ის დორტმუნდი ჰიცველდის გერმანული მანქანა იყო :D და უფრო სხვა მიდგომები იყო საჭირო :D ))) რეალთან კიდე ტიპიური უიბღლობა იყო და მეტი არაფერი ) პლიუს მიატოვიჩის თამაშგარე :D )) ლიპი და ტრაპატონი სხვა განზომილებაა იუვესთვის :D )) და ალეგრიზე როცა საუბრობ ეგენი არ უნდა ახსენო საერთოდ )))

maradona73
6 years ago

სატრანსფერო ფანჯარა 1-ელში იხურება თუ 15-ში?

maradona73
6 years ago
Reply to  maradona73

მე მგონი 15-ში გადმოიტანეს 1 აგვისტოდან, ხომ არ ვცდები მაინტერესებს.

maradona73
6 years ago
Reply to  maradona73

ფუ დამცხა მეც – სექტემბრის ბოლოდა 15 აგვტოს გადმოიტანეს მგონი.

maradona73
6 years ago

ასე რაა, შემოაგდეთ ხოლმე ხანდახან ალეგრის თემა, ხომ ხედავთ რამდენი კომენტარი დაიდო უცებ. :lool:

რ ე ა ლ ი ს ტ ი

აი რასაც ქვია წმინდა ჯანსაღი კრიტიკა დაწერა juve-10 მა. ჩამოაყალიბა გასაგებად თუ რა მოწონს და რა არ მოწონს.აი ესაა კრიტიკა და არა არ მაინტერესებს იმან რა ქნა იმის დედა და ამის დედა.

juve-10
6 years ago

აგაშენა ღმერთმა))))

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  juve-10

შენც. კრიტიკა არგუმენტის გარეშე არის ბურთი კამერის გარეშე.

Vega
6 years ago

ო მამა მია.

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ლექსო ანთია აღიარე რომ გაზაფხულმა კი არა რეგისტრაციამ არ მოგცა საშუალება ალეგრის ტრადიციული კრიტიკის.)))

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ზიდანი სიახლოვეს ვერაა ჯერ ალეგრისთან მეგობრებო დაიჯერეთ!

juve-10
6 years ago

შეილება ცოტა პარადოქსულად ჟღერდეს, მარა რეალსაც დაახლოებით ალეგრივით ათამაშებდა ზიზუ) ოღონდ იმიტო გადიოდა ფინალებში და იგებდა, რო უფრო მაღალი დონის შემსრულებლები ყავდა მთლიანობაში და წლების მანძილზე შეთამაშებული გუნდი(რაც ყველაზე მნიშვნელოვანია) და კიდე ის, რო ზუსტად იცოდა თამაშის დროს როდის მოემატებინა და როდის დაეხია უკან. ხო თითქმის სამივეჯერ არადამაჯერებლად გავიდა ფინალში. გინდაც ეხლა ლივერპულთან ხო ვერ იტყვი რო რაღაც სასწაული ითამაშა, მარა ზუსტად ისეთ მომენტებში მიაჯდა, რო გადატეხა წელში ლივერი. ეგ თვისება ალეგრისაც ააქვს ხანდახან სხვათაშორის)) მარა სამწუხაროდ ხანდახან) კიდე ერთხელ ვამბობ, რო ვაფასებ ალეგრის წვლილს მთლიანობაში, მარა შარშანდელი ხარისხი იყო ძალიან ცუდი პრაგმატული ფილოსოფიის გუნდისთვისაც კი) წელსაც თუ იგივე გააგრძელა,… Read more »

რ ე ა ლ ი ს ტ ი
Reply to  juve-10

გეთანხმები ძმა

maradona73
6 years ago
Reply to  juve-10

ალეგრის თუ პროჩზე დამბაჩა არ მიადე, ისე უჭირს მოწინააღმდეგეს მიაჯდეს.

ასე ჰქონდა საქმე ბაირნთან 2-2 -ის მერე, ასე იყო რეალტან 0-3 -ის მერე. მაგრამ სამწუხაროდ მოპოვებული დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა ისევ თვითონ გაანიავა.

maradona73
6 years ago
Reply to  maradona73

განმეორებით თამაშებს ვგულისხმობ

juve-10
6 years ago
Reply to  maradona73

ბაიერნთან და რეალთან კი არა ინტერთან რა გააკეთა ტო)) იგებ, კაცი გაუგდეს და ეს ყრუ დაცვაში ჩადგა)) შეუგდე რა მეორეც და დაიკრიფე მერე გულზე ხელები ჯანდაბას)

maradona73
6 years ago
Reply to  juve-10

კანტროლკა ავიწყდება :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
188
0
Would love your thoughts, please comment.x