ბუფონმა რონალდუს იუვენტუსში ტრანსფერზე საუბარი არ ისურვა
“იუვენტუსის” ექს-მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც “პსჟ”-ს ამ ზაფხულს შეუერთდა, კრიშტიანუ რონალდუს ტურინულ გრანდში ტრანსფერზე კომენტარი არ გააკეთა.
“იუვენტუსი” ახლა მხოლოდ მაყურებლის რანგში მაინტერესებს”:
“ეს კლუბი “პსჟ”-ს მსგავსად გამორჩეულია და ჩემი აზრით, ორივე კლუბი ყველაფერს აკეთებს, რათა თავისი გუნდი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გახადოს”.
“ზუსტად ასე მუშაობდნენ ისინი წარსულში და ზუსტად ასე იმუშავებენ მომავალშიც”, – დასძინა ბუფონმა Football Italia-სთან საუბრისას.
მოგეხსენებათ, 33 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ “იუვენტუსმა” “რეალს” 112 მილიონი ევრო გადაუხადა.
რატოა ესეთი დაუჯერებელი????
ratoa eseti daujerebeli?…
axal gundshia kaci da juves didebas ver daiwyebda, daamtavrebs karieras da wamova isev turinshi yvelam icis eg
https://www.football-italia.net/125495/buffon-shrugs-ronaldo-questions აგერაა მეგობრებო )
Mეც არ მჯერა. Aნ კიდე რაგაც Mაგრა აწყენინეს ჯიჯის
არ მჯერა რომ ბუფონმა ეს კომენტარი გააკეთა