ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ForzaJuve.Ge-ს ახალი ბრენდინგი

2009 წელს დაწყებული საოცარი ისტორია, გრძელდება.. გრძელდება საინტერესოდ რომელშიც უშუალო მონაწილეობას თქვენ, იუვენტინოები იღებთ..

რატომ გადაწყდა საიტის გაკეთების იდეა?

მიზეზი მარტივია.. შენ გიყვარს გუნდი, რომელიც რაღაც განსაკუთრებულს ატარებს.. გამორჩეული ემოცია, საქმესთან მიდგომა.. ოჯახური სიყვარულით შექმნილი საქმე, რომელიც დღეისათვის მილიონობით ადამიანს აბედნიერებს.. და რატომ არ უნდა გავუზიარო სხვას ის სიყვარული რომელიც ჩემშია? შემოვიკრიბო ერთი ადგილის გარშემო და თუნდაც 24 საათიდან 1 საათი, ერთად, აქ თბილ, მყუდრო ადგილას გავატაროთ? ადგილი რომელიც ყველასია!

დრო, ენერგია, ენთუზიაზმი.. 9 წელი.. ნუთუ არ არის მოსაბეზრებელი?

პირდაპირ ვიტყვი, რომ არაერთხელ მომსვლია თავში ყველაფრის დასრულება.. თითქოს აი აქ უნდა დასრულდეს.. სხვამ განაგრძოს ან უბრალოდ მორჩეს ყველაფრის გარეშე.. წლები წინ მიდის, შენ კიდევ ისევ საიტს მისჩერებიხარ და სიახლეებს ეძებ.. თუმცა, ადამიანები ვეჩვევით ყველაფერს.. ვეჩვევით ერთმანეთს.. ერთი ნახვით გვიყვარდება და გვსურს მუდამ ჩვენთან იყოს.. ასეა ეს საიტიც.. ასე ხართ ყველანი ვინც აქ შემოდიხართ.. შემიყვარდით და მოგეჩვიეთ.. ასე შემიყვარდა კლუბიც, რომლის სწორად და ხარისხიანად თქვენთვის მოწოდება ჩემთვის მუდამ საინტერესო იქნება.. იმიტომ რომ ჩემთვის თითოეული თქვენთაგანია საინტერესო!

ლოგო.. რატომ როკი?

პირველი ლოგო მსურდა გუნდის მიერ გამოვლილი გზა აესახა.. ვინც მიცნობს ყველამ იცის როგორ მიყვარს კინო-ხელოვნება.. განსაკუთრებულად ერთი პერსონაჟი – როკი ბალბოა.. ისტორია, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის მისაბაძია..

“არა აქვს მნიშვნელობა თუ რა სიძლიერით გირტყავს მეტოქე.. მთავარია რა სიძლიერის დარტყმას აიტან შენ.. ყველაზე მტკივნეულ დარტყმას კი ცხოვრება გვაყენებს, რომელიც არასოდეს არავის ინდობს..”

უამრავი ცხოვრებისეული პრობლემით სავსე გმირი, რომელიც არ ნებდება და მუდამ წინ მიდის.. იღებს დარტყმებს როგორც მეტოქისგან ასევე ცხოვრებისგან.. კარგავს ყველაფერს, მაგრამ არ ნებდება და ისევ იბრუნებს! რამეს ხომ არ გახსენებთ? დიახ! იუვენტუსს რომელსაც ჰქონდა ყველაფერი.. რომელიც უმოწყალოდ დაჩაგრეს და ყველაფრის გარეშე დატოვეს.. თუმცა, მას ჰყავდა გმირები, მას აქვს უდრეკი სული და იგი ისევ დაბრუნდა! შესაბამისად ლოგო სწორედ ამის მატარებელი იყო.. ჩვენ, არასოდეს დავნებდებით.. Fino Alla Fine!

ვფიქრობ, მან საკუთარი თავი ამოწურა.. რადგან იუვენტუსი უკვე ახალ ეტაპზე გადასული.. ანდრეა ანიელის გუნდში მოსვლის შემდეგ ბიანკონერის სვლა არის შეუჩერებლივი და პროგრესიული.. კრიშტიანოს გაფორმებით კი მან მკაფიო მესიჯი გაუგზავნა დანარჩენ მსოფლიო სამყაროს, რომ იუვენტუსი აქ არის და მას უკვე აღარავის აღარ ეშინია.. თუ აქამდე იყო პატივისცემა და გარკვეულწილად აღიარება, რომ ესპანური გრანდები, ინგლისური და გერმანული თითქოს ოდნავ წინ იმყოფებოდნენ, ახლა სიტუაცია უკვე სხვაგვარად არის..

დიდხანს ვფიქრობდით, რომ ჩვენც რაღაც ახალზე გადავსულიყავით.. ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ საქართველოში იუვენტუსის ყველაზე ხარისხიანი, ინოვატორული და პროგრესიული გვერდი გვაქვს.. სადაც ასევე გამორჩეული მომხმარებლები შემოდიან. შესაბამისად გვსურს ეს პროდუქტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, უფრო საამაყო და “მოდურიც”..

ჩვენი საიტის მომხმარებელთა რიცხვი ყოველ სეზონის შემდეგ იმატებს და ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს.. დღევანდელ დღეს სადაც წამყვანი პოზიცია ფაქტიურად ციფრულ სამყაროს უკავია, საჭიროა შენი პროდუქტი იყოს სათანადო დონეზე.. ჰქონდეს შესაბამისი ხაზი.. ერთია რამდენად პროდუქტიულია მუშაობის თვალსაზრისით და მეორეა, რა მიზნები აქვს.. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ForzaJuve.Ge გახდეს კიდევ უფრო პოპულარული.. საიტის ინიციალები, რომელიც ყველა ქართველმა იუვენტინომ იცის, უფრო მიმზიდველი, მარტივი, მინიმალისტური და ადვილად დასამახსოვრებელი იქცეს..

ხშირად მეკითხებოდნენ:“ფორცას ლოგოთი რატომ არ ბრენდავ სხვადასხვა პროდუქტს?”.. მსურდა, ისეთი ლოგო გვქონოდა, რომელიც იქნებოდა განსხვავებული, არა გადატვირთული და რაც მთავარია მიმზიდველი.. ყოველთვის ვირჩევდი მინიმალისტურს.. არ მიყვარს როცა გადატვირთულია ათასი მოქმედებით.. შესაბამისად, ლოგო რომელიც ახლა გვექნება ვფიქრობ სრულად აკმაყოფილებს ჩემს ხედვას..

არის თუ არა ზეგავლენა იუვენტუსის ორიგინალი ლოგოსი? ბუნებრივია.. ეს კლუბი რომ გვიყვარს, მისგან ბევრს ვსწავლობთ და მე პირადად მისი კომერციული თუ მარკეტინგული გათვლები ძალიან მიზიდავს.. იუვემ ამ ნაბიჯით გადაწყვიტა სხვა სფეროში გავლენის მოხვეჭა.. იგი გაცდა საფეხბურთო სამყაროს და ვფიქრობ სწორად ვითარდება.. აი ჩვენ კი გვსურს გავცდეთ ინტერნეტ სამყაროს.. მომხმარებლებისთვის გახდეს ტრენდული და არსებული ლოგო გამოყენებული იყოს სხვადასხვა ნივთზე, რითაც ჩვენ ერთმანეთს კიდევ უფრო დავუახლოვდებით..

არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც გზაში ყოფნისას მანქანიდან გესალმებიან და ფორცას გიყვირიან! დიახ, ეს სასიხარულოა და კიდევ უფრო სასიხარულო იქნება, როდესაც ფორცას ახალი ლოგოს ქვეშ იქნება ეს ყველაფერი მოქცეული.. ეს კიდევ ერთხელ გაუსვავს ხაზს იმ ფაქტს, რომ ამ 9 წლის მანძილზე ჩვენ მართლაც შევძელით ის, რაც ვერავინ!

ეს ყველაფერი ზუსტად 9 წლის წინ აი აქ, ამ ადგილას დაიწყო.. გრძელდება ისეთივე დიდი სიყვარულით, როგორც საიტის გაშვების დღიდან და ერთადერთი მიზეზით.. მე ვამაყობ რომ იუვენტუსის ტიფოზერია მთელს მსოფლიოში გამორჩეულია.. მე ვაფასებ გემოვნებიან ადამიანებს! ზუსტად თქვენ ხართ ეს გამორჩეული და გემოვნებიანი ადამიანები!

და თქვენ, საუკეთესო გვერდს იმსახურებთ! ForzaJuve.Ge თქვენია!

P.S. განსაკუთრებული მადლობა ბაჩო ლაგვილავას!

გრაფიკული დიზაინერი: ბაჩო ლაგვილავა

პროექტის მენეჯერი: დავით ჯიშკარიანი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მამუკა1313
მამუკა1313
6 years ago

მადლობა დავითს და ყველას ვისაც ამ საიტის დღევანდელ დღემდე მოტანაში წილი მიუძღვის… საოცარი შრომა, ენთუზიაზმი და სიყვარული იგრძნობა და ჩანს…იშვითად ვპოსტავ, მაგრამ დღეში მინიმუმ 2 საათს ვატარებ საიტზე და დღე ამ საიტის გარეშე ვერ წარმომიდგენია…კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით დავითს :)

| Newsphere by AF themes.
29
0
Would love your thoughts, please comment.x