ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა და 55 მილიონი ტურინული დუეტის სანაცვლოდ


ჩელსი მოქმედებაზე გადადის…

Calciomercato-ს ინფორმაციით პრემიერ ლიგის გიგანტი, ლონდონის ჩელსი ტურინის იუვენტუსს ალვარო მორატას და პლიუს თანხას თავაზობს, რათა იგუაინის და დანიელე რუგანის ტრანსფერი საბოლოოდ დახუროს.

არგენტინელ ფორვარდს ასევე აქტიურად უკავშირებენ მილანს, სადაც პიპიტა ასევე ბარტერის მონაწილე უნდა გახდეს და ლეონარდო ბონუჩის გაუცვალოს ნავსაყუდელი.

SportItalia-ს ცნობით, ჩელსი მზად არის ალვარო მორატასთან ერთად 55 მილიონი ევრო გაიღოს, რათა ტურინული დუეტი საკუთარ რიგებში იხილოს.

ასევე წყაროების თანახმად, იუვენტუსისთვის შეთავაზება დამაკმაყოფილებელი არ იქნება, რადგან მათ გონსალოს ტრანსფერი 60 მილიონის, ხოლო რუგანის სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს მიღება აქვთ გადაწყვეტილი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
WOLFENSTEIN
6 years ago

მეც თანახმა ვიქნებოდი ამ წინადადებაზე.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

თანახმა ვარ)) რავი მაინც მინდა რაა მორატას დაბრუნება და მჯერა რო ათამაშდება. თან ბენზემასავით გაუთავისუფლებს კრისტიანოს ზონებს და მაგარი დუეტი იქნება

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x