ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სქაი ადასტურებს, რომ ლეონარდოსა და იგუაინის ძმას შორის ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სქაი სპორტი ადასტურებს, რომ ამ წუთებში მილანში, Via Aldo Rossi-ს ქუჩაზე, სასტუმრო კასა მილანში მიმდინარეობს შეხვედრა ლეონარდოსა და ნიკოლას იგუაინს შორის:

ფორმულა რომელიც იგუაინს ტურინიდან მილანში ჩაიყვანს, ფაქტიურად გადაწყვეტილია.. ამ მხრივ კლუბებს შორის შეთანხმება უდაოდ არსებობს..

20 მილიონი 1 წლიანი არენდის სანაცვლოდ, რომლის დასრულების შემდეგ როსონერის ექნება ვალდებულება სრულად გამოისყიდოს პიპიტა კიდევ უფრო დიდი თანხის 35 მილიონის სანაცვლოდ.. შედეგად ბიანკონერის ბიუჯეტში თავს 55 მილიონი მოიყრის..

თუმცა, ახლა ლეონარდოს რომელსაც იგუაინის ძმასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გააჩნია, მოუწევს დაუმტკიცოს რომ არსებული ფორმულა მხოლოდ ფინანსური პრობლემებისგან ხორციელდება.. იგუაინს სურს, რომ იგი კვლავ იყოს დიდი პროექტის შუაგულში, ხოლო არენდა გარკვეულწილად აფრთხობს..

მოსალოდნელია, რომ მხარეები მაინც მიაღწევენ შეთანხმებას და ლეონარდო მოახერხებს მათ დარწმუნებას.. მილანისთვის იგუაინი მნიშვნელოვანია ახლაც და მერეც, უბრალოდ სწორედ ამის მტკიცება უწევს ახლა ბრაზილიელს არგენტინელებისთვის, რომ დღეისათვის როსონერის ფინანსური ფეირ პლეის და არსებული ბიუჯეტური პრობლემებიდან გამომდინარე, მხოლოდ არენდის გაფორმება ძალუძს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x