კორეირო:”იგუიანი დათმობაზე წასვლას არ აპირებს”
კორეირო დელა სპროტი საინტერესო ცნობებს აქვეყნებს:
იგუაინი არ აპირებს დათმობაზე წასვლას.. პირველ რიგში მას მყარი გარანტიები ჭირდება, რომ გუნდის საკვანძო ფიგურა იქნება ახლაც და შემდეგ სეზონშიც.. ცალკე პრობლემაა ანაზღაურება..
ტურინში გონსალო წლიურად 7.5 მილიონს იღებს, ხოლო როსონერის მაქსიმუმ 6.5 მილიონის დაკმაყოფილება შეუძლია.. ეს კი უდაოდ პრობლემაა და ლეონარდო ძველი ურთიერთობის ხარჯზე ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას.. ბრაზილიელს არგენტინელი ჯერ კიდევ პსჟ-ში ყოფნისას სურდა, რომ გაეფორმებინა და იმ პერიოდიდან მოყოლებული კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ..
თუმცა, რამდენად გადაჭრის ეს პრობლემა ცალკე საკითხია.. ჩელსიმ მკაფიოდ აგრძნობინა იუვეს, რომ არ აპირებს არგენტინელისთვის ბრძოლას.. მითუმეტეს მორატა როგორც ჩანს არისტოკრატებიდან წასვლას არ აპირებს.
სხვათაშორის კონტაქტზე ბორუსიაც გამოჩნდა, მაგრამ თავად იგუაინს დორტმუნდში გადაბარგების იდეა მაინც და მაინც არ მოეწონა.. შესაბამისად უმალვე უარყო გერმანული ვარიანტი..
საპირისპირო სიტუაციაა კალდარა-ჩელსის ისტორიაში.. ლონდონელები მზად არიან 40 მილიონიდან 45 მილიონზე ავიდნენ, რათა მატია დაიმატონ..
კაროჩე ალბათ ბონუჩის მოათრევენ კალდარას სანაცვლოდ და მაგით დასრულდება რა. ყველაზე მაგრათ ნახევარმცველი გვჭირდება. რას გადააკვდნენ ამ უნამუსო და უსირცხვილო კაცს…