ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” გეგმა პოგბას დასაბრუნებლად

Miror-ის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” პოლ პოგბას შეძენას გეგმავს და ამისთვის “ბებერ ქალბატონს” გეგმაც აქვს.

“იუვე” რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებს. საუბარია მირალემ პიანიჩზე, გონსალო იგუაინსა და დანიელე რუგანიზე.

ხსენებული მოთამაშეების გაყიდვიდან შემოსული თანხის დახმარებით ტურინელები პოგბას შეძენას შეეცდებიან.

თავად ფრანგი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდის” დატოვების წინააღმდეგი არ არის და მისი აგენტი მინო რაიოლა მოლაპრაკებებისთვის მზადაა.

აქვე გეტყვით, რომ პაპარაცებმა პოგბა რამდენიმე დღის წინ დიბალას არგენტინის ნაკრების მაისურში გამოწყობილი შენიშნეს. პრესამ ეს ფაქტი ფეხბურთელის მხრიდან ტურინში დაბრუნების მესიჯად ჩათვალა.

ფრანგ ნახევარმცველსა და არგენტინელ ფორვარდს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
6 years ago

იტალიური პრესისთვის ეს მაისური იმის ნიშანია რო პოგბა იუვეში მიდის, ბრიტანული პრესისთვის კიდე იმის ნიშანია რო დიბალა მიდის იუნაიტედში :lool:

beso_nakasha
6 years ago

თქვენი არ ვიცი ბიჭებო მაგრამ მე პირადად პოგბას პიანიჩი მირჩევნია :forza:

giorgi mdivani
6 years ago
Reply to  beso_nakasha

მე პოგბა მირჩევნია ბევრად. ისეთი მაგარი მოედნის ხედვა აქვს რო კაკრაზ ეგ გვჭირდება ამ სეზონში. რონალდუმდე სწორად მიტანა ბურთის და მორჩა.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x