ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სქაი სპორტი:”სამკუთხედი შედგა”

სატრანსფერო სამკუთხედი ფაქტიურად დასრულდა:

მატია კალდარა მილანს უკვე ხვალ დილით ეწვევა, მაშინ როდესაც გონსალო იგუაინს იუვენტუსის საწვრთნელ ბაზაზე ავტომობილი მიაკითხავს, რომელიც პიპიტას როსონერის ბაზაზე წაიყვანს..

შეხვედრა რომელიც დაახლოებით 2 საათის წინ დაიწყო, ლოგიკურ შედეგამდე მივიდა და მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს..

ბონუჩი ტურინს სავარაუდოთ ხვალ ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის..

შეხვედრიდან გამოსულმა ჯუზეპე მაროტამ ჟურნალისტებს მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა კითხვაზე:“ბონუჩი იუვეში ბრუნდება? იგუაინი და კალდარა მილანში მიდიან?”მოგვიანებით“.. რის შემდეგაც სწრაფად დატოვა ტერიტორია..

143 thoughts on “სქაი სპორტი:”სამკუთხედი შედგა”

  1. მომავალ წელს აუცილებლად უნდა მოვიგოთ გინდ ბონუჩით გინდ რონალდოთი მთავარია გუნდი გაძლიერდეს და შემდგომ სხვა კლუბებს უშიშრად დაუპირისპირდეს ისე კიარა ერთ გოლს რომ გაუტანენ შემდგომ არეულობა რომ არის გუნდში ესაა მათი უპირველესი პრობლემა

  2. იუვენტუსის მიზანი არის ლიგის მოგება. შესაბამისად ახლა ჭირდებათ ტოპ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა. მილანი აქცენტს მომავალზე აკეთებს(გასაგები მიზეზების გამო) ამიტომ, ამ ტრანსფერით იუვე “დაგოიმდა” და მსგავსი საუბარი საერთოდ შორსაა რეალობისგან. ორივე გუნდმა ის მიიღო რაც უნდოდა. გოდინზე იწევდა იუვე(ანუ გამოცდილ, მაღალი დონის მცველს ნამდვილად ეძებდნენ) და ბონუჩის ვარიანტი გამოჩნდა რომელმაც იცის იუვეში რა და როგორ ხდება. შეცდომა მოინანია კაცმა და მეორე შანსის “ჩაკეტვა” არანაირად არ იქნებოდა მართებული იუვეს მიზნიდან გამომდინარე. მილანმა მიიღო ახალგაზრდა კალდარა (რომელიც შესაძლოა მართლა უძლიერესი დადგეს, მაგრამ ამ წუთში იუვეს ბონუჩი უფრო ჭირდება ვიდრე მომავალში პერსპექტიული კალდარა).
    რომ დაეტოვებინა კალდარა და მოეყვანა გოდინიც, კალდარას სკამიდან წამოდგომა გაუჭირდებოდა და უთამაშებლობა რას უშვება პერსპექტიულ ფეხბურთელებს კარგად იცით. იუვე რომ სხვა ეტაპზე ყოფილიყო ნამდვილად არ დათმობდა მაგ ბიჭს მაგრამ 22 წელია ლიგა ვერ მოვიგეთ და ამისთვის ყველაფერი კეთდება როგორც ვხედავთ.

    რუგანის გაყიდვა და კალდარას დატოვებაც არ იქნებოდა ეგრე მორალურად მთლად სწორი. რუგანი ვითარდება იმ პირობებში როცა ასეთი მაღალი დონის მცველებთან კონკურენციაშია და დროც არ აქვს იმდენი რამდენიც რომანიოლის ან კალდარას ჰქონდათ თავიანთ გუნდებში. ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ექნება დრო რუგანის და ნახავთ მაგის სტაბილურ და დამაჯერებელ თამაშს. მე პირადად რუგანის დატოვება სწორ ნაბიჯად მიმაჩნია.

  3. ეს კაცი აქაც ხედირაას ათამაშებს და მარკიზა ზამენაზე უზის. მოკლედ ეს ყ*ენდოს იმედზე ვიქნებით ეს სეზონიც. როგორ უნდა უსურვო ფეხბურთელს ტრამვა ამის… ასე არავინ მძულს როგორც ეს მ*ღნერი ხედირა

  4. რაღაც არ მწამს ამ ჩანის და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული
    ხედირას და ჩანს + სტურარო, პიაცა გავუშვებდი და პოგბას და ერთ ნახევარ მცველს დავიმატებდი მაგალითად თუნდაც ვიდალს.

  5. ჩემი აზრით იუვე ვაბანგზე მიდის ჩ/ლ ის მოსაგებად და ბონუჩიც ამიტომ დაიბრუნა. თუ მართლა ასეა პოგბას ტრანსფერზე უნდა გადაერთონ და ძალიან დიდი შანსი გვაქვს წელსვე მოვიგოთ ლიგა და მომავალი წლიდან დაიწყონ გუნდის გაახალგაზრდავება

    1. გეთანხმები. ლიგის დადება წელს ან მაქს მომავალ წელს უნდათ და გამოცდილი ხალხი ჭირდებათ. სანამ რონალდო არისო ფიქრობენ ;))

  6. თუ კალდარას კონტრაქტში იუვემ უკან გამოსყიდვის უფლება არ დაიტოვა, ეს დიდი დიდი მინუსი იქნება მენეჯმენტის. ასეთი მოქმედებით პირადად ჩემთვის რონალდოს და ბონუჩის ტრანსფერი ძალიან უინტერესო ხდება. დამიკარგეს მუღამი, აღარ მიხარია არც კრისტინას და არც გამყიდველის მოყვანა. როგორ ველოდებოდი კალდარას ძირითადისთვის ბრძოლას და ტიპს თხასავით ყიდიან ეს არასწორები გეგონება პადოინი იყოს.

  7. კალდარა მილანში რომ არ გაგვეშვა,იგუაინს არ იყიდიდა მილანი,ანუ არავინ არ იყიდიდა ))))55 მილიონი +ხელფასი ანუ სადღაც 65 67 მილიონი დაიზოგა,მაგ 67 მილიონით კალდარამ თუ გაქაჩა უკან მოვიყვანთ,ასე რომ ძაან აპრობლემებთ ახლა თქვენ )) ბონუჩი რომც არ მოსულიყო,კიელინი,ბენატია,ბარძალი,რუგანი გვყავს და დრო არ ექნებოდა ))ახლა მივიღეთ უკლასნესი ბონუჩი,მოვიშორეთ ნაგავი 60 მილიონად და კალდარასაც სტაბილურად ექნება დრო )) ახლა პოგბაც მომიყვანონ და მოვიგოთ ლიგა )))))

  8. ბენტაკური მიტოვებს ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს კარგი გაგებით, რატომღაც მგონია რომ მაგარს აიწყვეტს

  9. ხალხი გოლოვინის ტრანსფერს ნატრობდით, ისე დატრიალდა სიტუაცია პოგბაზე ნაკლებს აღარ ვკადრულობთ და კიდევ ანიის აგინებთ?

  10. და იმ ცხენდო იქნება კიდევ ცენტრის ბურჯი? ეს არ უნდა არავის? რა მოუშორებელი შეგვიჩნდა ეგ და სტურარო

  11. რეალისტ
    დაწყნარდი ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგათ იქნება, ჩემი აზრით რუგანის წასვლა უფრო უსამართლო იქნებოდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.