ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნახევარმცველი? ეს უფრო რთულია ვიდრე რონალდუს გაფორმება..

იუვენტუსმა ნაკლებად სავარაუდოა, დარჩენილ პერიოდში ნახევარმცველი მოიყვანეს:

ნუ ყოველ შემთხვევაში ტოპ დონის და დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ასეა..

მიზეზი მარტივია.. თუ ბიანკონერი ამ მიმართულებით მართლაც ფიქრობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, მაშინ მირალემ პიანიჩთან მოუწევს დამშვიდობება..

ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში, როგორც იტალიელი ინსაიდერები გვარწმუნებენ, მაროტა და კამპანია იქნებიან ლიდერები მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში.. ლაციალეს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მასთან დამშვიდობებას არ გეგმავს, თუმცა 100-120 მილიონიანი რეალური წინადადების შემთხვევაში სერბს ისე შეელევა, როგორც არაფერი..

პარალელურად პოგბასთან დაკავშირებით ვრცელდება ცნობები, რომ მისით საკმაოდ სერიოზულად ბარსელონა დაინტერესდა და მოლაპარაკებები ინტენსიურ ფაზაშია შესული.. თუმცა, კატალონიელებს მისი ხელფასი ცოტა არ იყოს და სერიოზულად აფიქრებს..

კიდევ ერთი შუახაზელი, რომელსაც ტურინს ასე თუ ისე უკავშირებდნენ, გახლავთ ნიკოლა ბარელა.. ბოლო პერიოდში კალიარის ნიჭიერი ნახევარმცველით კლოპი დაინტერესდა და არაა გამორიცხული ფეხბურთელი ლივერპულში ვიხილოთ..

ტუტოსპორტის მტკიცებით თუ მოდრიჩი ინტერში მართალც გადაბარგდება, მაშინ პერესი მაქსიმალურად ეცდება პიანიჩის ხელში ჩაგდებას.. ისმის ლოგიკური კითხვა.. ამ ყველაფერს ხომ არ ელოდება იუვე? რომელიც შემდგომ სავიჩისთვის გადაერთვება?

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მე ვერ ვხვდები რა საჭიროა ნახევარმცველი, მატუიდი და ემრე ჩანი ორი ცხოველი ჩამშლელი და პიანიჩი კრეატივზე და პასებზე ბურთის გათამაშებაზე იფიქრებს წინ წავა და უფრო თავისუფალი იქნება შემოქმედებაში ამას პლიუს მარკიზიო და ხედირა, რა ნახევარმცველი აუტყდათ

vakhtang karchava
6 years ago

არ ვიცი პოგბას ვარიანტი რამდენად რეალურია, ვფიქრობ ბარსაში გადავა. მითუმეტეს იუვემ უკვე დაიწყო პიანიჩის აგენტთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა. პიანიჩის დათმობის გარეშე კი არ გამოვა ეგ ამბავი ფინანსურად.

lasha naxucrishvili
6 years ago

იუვენტუსმა განაცხადა რო ბონუჩი იყო ბოლო ტრანსფერი და მეტი ტრანსფერი აღარ იქნება!

lasha naxucrishvili
6 years ago

თუ ვინმეს აგვახევენ მხოლოდ მაშინ დაიდება კიდევ 1 ტრანსფერი

Bianconeri.10
6 years ago

სად ნახე ეგ )) ნედვედმა ჯერ არ დაგვისრულებია ტრანსფერებიო )) რას გაიგებ ამათსას

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago
Reply to  Bianconeri.10

როგორც იწერება რაიოლა დღეს ჩადის მანჩესტერში მოსალაპრაკებლად, ვარიანტი ორი აქვთ: ბარსა და იუვე. ჩვენ მეტი შანსი გვაქვს, შეგვიძლია პირდაპირ მივცეთ შემცვლელი პიანიჩის სახით რა…

იუვეს კიეზას გამოსყიდვაზე პრივილეგია მიუღია, ასე რომ იუვეს ნებართვის გარეშე ვერ გაყიდის ფიორე კიეზას.

კიეზას თამაში არ ვიცი დიდად, მარგრამ რაც აქ იწერება კარგი უნდა იყოს…

:forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
6 years ago
Reply to  Bianconeri.10

ალეგრიმ თქვა ამერიკაში როცა იყვნენ :) ჩვენ უკვე დაკონფლექტებულები ვართო და მოუთმენლად ველიოთ ახალ სეზონსო და ვარაუდობენ რო ბოლო ტრანსფერი იყო ბონუჩი.

lasha khvichia
khvichia
6 years ago

პიანიჩის წასვლა ამრტო მაშინ შეიძლება თუ პოგბა სავიჩი ორივე მოყავთ.. სხვა შემთხვევასი პიანიჩი მირჩევნია.. ნუ პოგბა, პიანიჩი , სავიჩი ნახევარდაცვა ბომბა იქნებოდა მაგრამ , ჩვენს ხელმძღვანელ;ობას მილიარდებიც რომ ქონდეს, ფეხბურთელის გაყიდვა არ იცის და მაგათვერასდროს მოიყვანენ ფეარ პლეის ვერ დაარღვევენ

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ამ ჩახლართულ ლაბირინთს სხვა ვინ მოიფოქრებდა თუ არა მაროტა. აი ყველაფრის გართულება უყვართ ,აუტკივებელი თავის ატკივება. რა კავშირშია პიანიჩი პოგბასთან ან სავიჩთან? სად სავიჩი და პოგბა და სად პიანიჩი. გეუბმებით რა რონალდომ თვითონ გააკეთა იუვეში ტრანსფერი ამათი წვლილი 0 ია,ესენი მხოლოდ საქმის გაუარესებაზე ფიქრობენ

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago

გეთანხმები სრულად, რონალდომ ნამდვილად თვითონ მოაყომარა ეგ ტრანსფერი :)))

მარა გუნდისთვის პოგბა მირჩევნია პიანიჩს, პოგაბს უკნიდან დადგებიან ჩანი და ბენტაკური ან მატუდი და საკაიფო ნახევარდაცვა იქნება ;)

6 years ago

პოგბას უკან მოყვანა არვიცი რამედენად გამიხარდება, მგონი ბონუჩიც საკმარისი იყო. აი პიანიჩის სავიჩში გაცვლა ჩემი აზრით უტვინობა იქნება. რა გაუკეთებია პიანიჩზე მეტი. მირალემა ზის უკვე მშვენივრად გუნდში. ეგ კიდე საკითხავია რას იზავს, ან კიდია პეხებს შორის რამე ან არა. მე მაგალითად მსოფლიოზე მაგისგან განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago
Reply to  Dutch

ამოტანის თემა ბონუჩი-ჩანი-ბენტაკური/მატუიდი, მატუიდი ამ საქმეში ყველაზე სუსტია ამათგან და მირჩევნია ბენტაკური იყოს :)))

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago
Reply to  OLD Juventus

ხოდა და მანჩესტერსაც ნამდვილად სჭირდება ეგეთი ტიპი, მითუმეტეს თუ პოგბა წავიდა და ჯოზესაც ევასებაო პიანიჩიო მოვკარი რამდენიმეგან თვალი (რამდენად მართალი ან ჭორია ეგ ცალკე საკითხია) :)))

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago

თუ პიანიჩი რეალში წავა მაგ შემთხევვაში უეჭველად სავიჩს დაითრევენ.

სხვა შემთხვევაში პოგბა რეალურია და მირჩვენია კიდეც, სავიჩი პირველივე წელს პიანიჩზე მეტს ან გააკეთებს და ან არა და ამიტომ ქვემოთ მოცემული სტატია რომ გამართლდეს ეგ მირჩვენია :) მაგრამ პოგბას შეთხვევაში ხელფასი იქნება პრობლემა, მოკლედ რა :)))

პიანიჩს ანუ მანჩესტერს პოგბაში გაუცვლიან…

https://metro.co.uk/2018/08/06/juventus-ready-swap-miralem-pjanic-manchester-united-star-paul-pogba-7802032/

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x