სატრანსფერო მიზნები, რომელთა რეალიზება შესაძლოა 2019 წელს განხორციელდეს..
ტურინელებმა წლევანდელ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, საკმაოდ ნაყოფიერად იშრომეს და როგორც ჩანს, მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთეს გარკვეული სვლები:
ადრიენ რაბიოსთან დაკავშირებით საუბრები გრძელდება.. დიახ, მილანზეც დაიწერა და ბარსელონაზეც, მაგრამ როგორც ჩანს იუვე არ ნებდება..
ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონტრაქტის დეტალებზე, რომელიც ფრანგს ტურინში 2019 წელს სრულიად უფასოდ მოიყვანს. პსჟ-მ შეთავაზა რაბიოს საკმაოდ მიმზიდველი წინადადება, მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთელს ატმოსფეროს გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი..
დაიმახსოვრეთ სახელი და გვარი – ანტონი ლა გუმინა.. 22 წლის პალერმოს ფორვარდი, რომელსაც საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფეხბურთელი ემპოლიმ 9 მილიონად შეიძინა, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გარიგებაა..
პრესაში გაჩნდა ინფორმაცია თითქოს ეს გარიგება მათ იუვესთან ერთად განახორციელეს, რაც ემპოლის მესვეურებმა უარყვეს, თუმცა აღნიშნეს რომ ტურინელებთან ჰარმონიულ ურთიერთობაში იმყოფებიან და მომავალში, ამ მოთამაშის შეძენაზე უპირატესობა სწორედ მათ ექნება.
ფედერიკო კიეზას მომავალს სულ უფრო და უფრო უკავშირებენ ბიანკონერის, რომელსაც როგორც ჩანს მოუხერხებია იების დარწმუნება, მაშინ როდესაც პიაცაზე მიდიოდა მოლაპარაკებები.. როდესაც ფიორე გადაწყვეტს მის გაყიდვას, იუვე იქნება პირველად ვისთანაც მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მაროტას თუ იმის იმედი აქ რაბიოს უფასოდ მოიყვანს ელოდოს კარგად
იუვე არ დატოვო არავინ ყველა იყიდე ვიზეც კი გაიგონებ მაგარი ფეხბურთელია
http://www.myvideo.ge/v/3645924