ბარსას წინადადება პოგბასთან დაკავშირებით იუნაიტედმა მომენტალურად უარყო
პოლ პოგბა ბოლო დღეების მთავარი მოქმედი პირია სატრანსფერო ბაზარზე:
ბარსელონამ ფრანგის თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადება გააკეთა, რომელიც გულისხმობდა 50 მილიონს, ანდრე გომეშს და იერი მინას..
წითლებმა ესპანელთა ამ შეთავაზებას უარით უპასუხეს და განაცხადეს, რომ არ გეგმავენ პოლთან დამშვიდობებას..
ინგლისური მედიის მტკიცებით, ფრანგი ძნელად წარმოსადგენია, რომ სადმე გადავიდეს რადგან იუნაიტედს რომც სურდეს მისი გასხვისება, ფიზიკურად ვეღარ მოასწრებს შემცვლელის მოყვანას, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ინგლისში უკვე ხუთშაბათს დაიხურება..
საგულისხმოა, რომ პოგბას გარშემო იუვენტუსიც ფიგურირებს, თუმცა რამდენად აპირებენ ტურინელები საქმეში რეალურად ჩართვას ძნელად წარმოსადგენია.
პოგბა ნებისმიერ გუნდს დაამშვენებს და ეს თუ იუვე იქნება გაასწორებს თუმცა არმგონია
პოგბა მილინკოვიჩი ალკანტარადან თუ მოვიდა რომელიმე ისე რომ პიანიჩი არ გაუშვან ლიგის ფავორიტი იუვე იქნება
ტიაგო ალკანტარაზე გადაერთო იუვეო, კარგი ვარიანტია თუ დათმო ბავარიამ.
მარა დღეს იტალიურ პრესაში ითქვა, რომ იუვე ბოლო შტურმს ამზადებს მილინკოვიჩ-სავიჩზეო. თან პიანიჩის გაყიდვაზეც უარს ამბობენ და რამდენად გამოვა ეგ ამბავი არ ვიცი, ისედაც -165 -ში არიან ტრანსფერებში.
ანდრე გომეში არა სტურარო კიდე)) ამ ბარსამაც რა მოინდომა)) აუ არადა ბონუჩის რო არ გადაკვდომოდნენ 1 თვე. მგონი მაინც შეილებოდა მან-იუს დაკერვა რაა. ნუ თუ მართლა უნდოდა პოგბას დაბრუნება მაგ შემთხვევაში. ეს შავი მოღალატე ჯობდა თეთრს))) ეხლა 3 დღეა დარჩენილი და თავითაც რო გადაეშვან ფიზიკურად ვერ მოესწრება
ძმებო პიაცა გადავიდა ფიორენტინაშიო მაგრამ გამოსყიდვა უკან პუნქტი ვერსად ვნახე და რამე ახალი იმფო იცით???
“იმფო” რა ცხოველია?
რა ანდრე გომეში მაგას მარტო მაროტა ჭამდა
ეს საგა ანუ ხუთშაბათს დამთავრდება :)))
თუ პოგბა მანჩესტერს დატოვებს ჩვენთან მოვა პიანიჩის სანაცვლოდ…
მეორე ვარიანტია პინიჩის რეალში ტრანსფერი და სავიჩის მოყვანა, ეს ვარიანტი ნამდვილად არ მხიბლავს…