ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”იუვეს მიმართ განსაკუთრებული ემოცია მაქვს”

მაქს ალეგრი ნასიამოვნებია მადრიდელთა ინტერესით, თუმცა როგორც თავად ამბობს ახლა იუვენტუსსზეა კონცენტრირებული:

“მადრიდელებს უარი იმ მოტივით ვუთხარი, რომ ანიელის მიმართ ვალდებულებები გამაჩნია.

ყველაფერთან ერთად, იუვენტუსს საოცარ დიდ პატივს ვცემ და სწორედ ამის გამო ვუთხარი უარი, მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბს, სადაც მუშაობას ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა.

დიახ, ეს წინადადება უდაოდ საინტერესო იყო, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება.

დელ პიეროს და ბუფონის დონის სიმბოლო ვარ იუვესთვის? ნამდვილად არ მინდა ასეთი ლეგენდების გვერდით, რომ ოდესმე ვინმემ დამაყენოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იუვენტუსის ისტორიას ათეული წლების მანძილზე წერდნენ.. მე კი აქ მხოლოდ მეოთხე წელია რაც ვიმყოფები”.

14 thoughts on “ალეგრი:”იუვეს მიმართ განსაკუთრებული ემოცია მაქვს”

  1. დღესდღეობით, ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია კლოპთან ერთად..თამაშობს იმ ფეხბურთს რაც გუნდს შედეგს მოიტანს!

  2. როგორც მაურინიოა ხორცმეტივით მანჩესტერში,ისეა ალეგრი იუვენტუსში. ეგ შეიძლება მოიყვანო როცა კლუბი მაგრადაა წინ და უჭირს დაცვაში. 4 წელი კლუბს ერთი გააზრებული კომბინაცია არ ეთამაშოს მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან პირველად ვნახე

  3. Araba

    ალეგრის დაცვითი სტილი პრაგმატულია, მაგრამ ამ სტილს ნამეტან ბევრი რამ ეწირება, გულშემატკივრების ნერვებს თუ არ ჩავთვლით, კიდევ ფეხბურთელების შემტევი ხასიათი. ტიპები იმდენს ფიქრობენ დაცვაზე, თავდასხმა მეორე პლანზეა გადაწეული და ბოლოს დამარცხების გოლი გაგვდის მაინც,აზრი? 1 და 2 თამაში შეიძლება მოიყვანოს ვინმემ, მარა 4 წელს გადახედეთ მანამდე.ალეგრი კარგი იქნება კატლეტებისთვი არაა ეგ იუვეს ტიპის ტრენერი.

  4. ალეგრის კრიტიკას აქ არ ვიწყებ . მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იუვეს დიდ პატივს ვცემო, ქვეცნობიერად თავისივე გუნდს რეალის დონეზე არ აყენებს (რეალზე იძახის მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბიო და არა მაგალითად ერთ-ერთი უდიდესიო. იმედია თარგმანი არაა მთლად ზუსტი და რეალურად ცოთა სხვანაირად თქვა) :roll: :roll: :roll:

    1. რეალი რო ნ1 გუნდია მაგას რათუნდა მაქსის აღიარება, დაჟე ბარსას ფანები გმაღიარებენ რო საკლუბო საზომი ჯერ რეალი და მერე სხვა დანარამჩენიო.

  5. წელს ლიგა თუ დადო ალეგრიმ ისტორიაში შევა იუვესი მაგარი სტარი ტრენერია 3-4 ში შედის ტიპი დღესდღეობით :up:

  6. გამარჯობათ იუვენტინებო, იშვიათად ვწერ კომენტარს (არც მე არ მომწონს ხანდახან ჩმორულ თამაშს რო აირჩევს 1-0 და ასე შემდეგ :D ) მაგრამ ისე მე მგონი მართლა მაგარი ალენატორე გვყავს და ჩვენ რაც გამოვიარეთ ის ორი მე-7 ადგილი და ამდენი ტრენერების შეცვლა მაქსის ხელში სტაბილურობის შეგრძნება მაქვს რატო არ ვიცი, :juvee: :juvee:

  7. იმედია თარგმნის ხარვეზია და მართლა ისე არ გამოუვიდა რომ ნამდვილად არ მინდა აქ დელპიეროსავით ათეულობით წელი დავრჩეო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.