ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ:”დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ”

კრიშტიანო რონალდუს ემოციურმა ინტერვიუმ მთელი ვებ სივრცე მოიცვა და ბუნებრივია დროა ჩვენთანაც დაიდოს:

“ყველაფერი იდეალურად ვითარდება.. სამედიცინო ტესტები შესანიშნავ მაჩვენებლებს იძლევა, ხოლო აურა.. ქომაგები რომლებიც დამხვდნენ და ვარჯიშზე ყოველდღიურად ჩვენთან ერთად იმყოფებიან, საოცრად ზემოქმედებენ..

რატომ მაინც და მაინც იუვენტუსი? ეს არის დიდებული გუნდი და პატარაობისას, ხელიდან არ ვუშვებში შანსს მისი თამაშისთვის თვალყური მედევნებინა.. მახსოვს, როგორ ვიმეორებდი:”ერთ დღეს მეც მათ გვერდით ვითამაშებ!” ახლა კი უკვე ერთ-ერთი ყველაზე ფანტასტიური გუნდის წევრი ვარ და ეს ფაქტი, დიდ ბედნიერებას მანიჭებს..

არ იყო რაღაც კონკრეტული მომენტი, რამაც არჩევანზე ზეგავლენა იქონია.. იოლად შეიძლებოდა იმის დანახვა, თუ როგორ ვუყვარდი ფანებს იტალიაში.. იუვენტუსი როგორც უკვე ვთქვი არის საუკეთესო იტალიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსოფლიოში! შესაბამისად ამ დიდებულ კლუბში ყოფნა, წარმოუდგენელ ემოციას მანიჭებს.

აპლოდისმენტები იუვე არენაზე? თითოეული მატჩი მახსოვს, სადაც ტაშს მიკრავდნენ.. გოლი, რომელიც 1/4 ფინალში გავიტანე და მის შემდეგ რაც სტადიონზე ხდებოდა, იყო დაუვიწყარი..

თავდაპირველად ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენა.. იუვეს ვაკვირდებოდი, მაგრამ ამ ფაქტის გამო უფრო მომეწონა. არ ვიტყვი, რომ ეს საკვანძო ეპიზოდი იყო, მაგრამ ასეთ დროს თითოეული დეტალი ყურადსაღებია.

მსურს თითოეულს მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.. ჩემთვის მთავარია საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენო, ვიყო პროფესიონალი და უფრო მეტიც, ვეცადო გავხდე უკეთესი.. ეს ჩემი სამსახურია.. დავეხმარები იუვეს რომ კიდევ უფრო ძლიერი გახდეს!

პირველ გოლს მაშინ გავიტან, როცა გავიტან.. ვიცი, რომ მზად ვიქნები და სხვა ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს.. უბრალოდ მსურს მზად ვიყო.. კარგ ყოფნაა ჩემი მიზანი, რათა იუვეს დავეხმარო ტიტულების მოპოვებაში..

გავიარე თუ არა საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი? არ ვიცი.. შესაძლოა აქ ყველაფერი სხვაგვარად არის.. იუვენტუსი განსხვავებულია.. აქ სულ სხვა ხალხია და თავს როგორც ოჯახში ისე ვგრძნობ.. გულშემატკივრებიც განსხვავებულია! მსურს ეს გამორჩეული ქომაგი უფრო ბედნიერი გავხადო!

კარგად ვიცი რას წარმოადგენს სერია.. ხშირად ვუყურებდი, არ მითამაშია აქ, მაგრამ მას კარგად ვიცნობ.. იმედს ვიტოვებ, რომ ადაპტაცია დიდ დროს არ მოითხოვს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამარჯვებებს ერთად მივაღწევთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მე პირადად აღარ ველოდები იუვესგან ტრანსფერს. საკმაოდ გავძლიერდით და არცაა საჭირო სავიჩში 120 ის გადახდა როცა ჯერ არაფერი დაუმტკიცებია, ინტერი და რომა საკმაოდ გაძლიერდენ და დიდ კონკურენცი გაგვიწევენ. ნაპოლი ჩააგდებს სეზონს და ცემი აზრით 4 შესვლაც გაუჭირდებათ მილანი ნაპოლი იქნება 4 კონკურენტები და მილანმა თუ გატუზო დროზე შეცვალა აჯობებს ნაპოლის ჩემი აზრით. მოკლედ 3ში ზაან დიდ ჯახს ველოდები იუვე რომა ინტერის შესრულებით

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ვაა ვერსად ვერ ვნახულობ სტრიმს( ნიუჟელი არ არის არსაად?

WOLFENSTEIN
WOLFENSTEIN
6 years ago

თუ რამე გაჩითეთ ჩააგდეთ რაა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დავით სად შეიძლება თამაშის ყურება ხომ არ ივი?

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Linki ar icit?

WOLFENSTEIN
WOLFENSTEIN
6 years ago

ლინკი არ გაქვთ?

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

რატონღაც მგონია რო ნაპოლი ამ სეზონს ჩააგდებს ყველა ძლიერდება და ეგენი არავის იმატებენ თან ანჩელოტისაც არ მჯერა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ძმებო ბაკაიოკო დღეს ჩაფრინდება მილანშიო და ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაიარსო და ეგ როგორ ხდება???ინგლისში ხო დაიკეტა სატრანსფერო ბაზარი???

Bianconeri.10
6 years ago

ინგლისურ კლუბს არ აქვს ფეხბურთელის დამატების უფლება

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Bianconeri.10

ანუ გაყიდვის უფლება აქვს და თვითონ ვეღარ იმატებს ხო???

Bianconeri.10
6 years ago

თამაში რომელ საათზეა ?

poti
6 years ago

მარადონა მომწონს შენი პირველი სასტავი,უბრალოდ ბენტანკურის ადგილას ბერნარდესკის ვცდიდი,მგონი აპირებს ალეგრი შეუცვალოს პოზიცია

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  poti

არც 1 უქნია ღმერთს დიდად და არც მეორე)) მაგათ 1-2ად თუ არ მოუმატეს, ძირითადის ფეხბურთელები ვერ გახდებიან. აქ ზოგს რო კითხო დიბალა უნდა გავუშვათ და ბერნარდესკის უნდა მივცეთ 10-იანი)) არა და ტიპს ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. ბენტანკურიც დაახლოებით იგივე ვარიანტია რა. ამ ეტაპზე არ არის ძირითადის კაცი, თუ არ მოუმატა. მოკლედ ნახევარდაცვის გაძლიერება გვინა რაა))

poti
6 years ago

პირლომ რაც მოუტანა იუვეს იტალიაში იგივეს მოუტანს ევროპაში რორი.მე მესისკენ ვარ მაგრამ მსოპლიო ფეხბურთს რონალდუზე მაგარი პროფესიონალი თან ასეთი მაგარი შესაძლებლობების არ ყოლია

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

წარმატება აბა შენ იცი

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Magari gadaoba iqneba ucbad modrici rom juveshi agmochndes spaleti daibrideba

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Magari gadaoba iqneba mordici rom ucbad juveshi agmochndes spaletis guli daartyavs :D

6 years ago

მასას რომ კითხო რეალს დააჯვა.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეეე ბიჭო 1 ნახევრამცველი აყიდინე)) პასი ვინ უნდა მოგცეს?))

mishoo0
6 years ago

ითხოვს კიდეც, როგორც წერენ. ეხლა წავიკითხე რომელიღაც ესპანურ გაზეთში დაიწერაო თითქო რონალდომო იუვეს თუ უნდა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოსო ნახევარდაცვაში ხარისხი უნდა აწიოსო (ანუ არსებული ნახევარდაცვა არაა მაღალი დონისო) და თითქოს მილინკოვიჩ-სავიჩზე იძახისო კაი იქნება თუ მოიყვანენო.

maradona73
6 years ago

ასე დავაყენებდი ძირითადს და მერე შემდგენლობებს 4-1-2-3 სქემით

_______________________პერინი______________________

კანსელო_______ბონუჩი____________კიელინი______სანდრო

______________________ემრეჩანი_____________________

___________ბეტანკური____________პიანიჩი____________

________დიბალა________________________კოშტა______

_____________________რონალდო____________________

____________________მანჯუკიჩი____________________

_____ბერნარდესკი___________________კვადრადო______

________მატუიდი_________________ხედირა__________

____________________მარკიზიო_____________________

სპინაცოლა_____ბენატია_________რუგანი______დეშილიო

_____________________სჩესნი______________________

maradona73
6 years ago

კეტაც დაუთრევია ინტერს მონაკოდან, კაი ტრანსფერები გაჩარხეს მაგათ ამ ზაფხულს, სერიოზულად მოძლიერდნენ მერდები.

maradona73
6 years ago

საყურეები ბრილიანტის აქვს ნეტავ თუ ბიჟუტერიაა? :givi:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Icis laparaki… Udidesi propesuonaliaa…

CR7
CR7
6 years ago
Reply to  Dutch

რა თამაშია

maradona73
6 years ago
Reply to  CR7

FC Copenhagen – Brondby :mrgreen:

maradona73
6 years ago
Reply to  maradona73

იუვე ვს პრიმავერა :c:

CR7
CR7
6 years ago
Reply to  maradona73

:mrgreen:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Dutch

დავით ძაან მინდა ყურება და სად შეიძლება ყურება ხომ არ იცი შემთხვევით

ბერნა33
ბერნა33
6 years ago

დგეს რომელზეა დზმებო თამაში?

CM8
CM8
6 years ago

:forza: :forza: :love:

CM8
CM8
6 years ago
Reply to  CM8

ამდენი ხნის მერეც რაღაც არარეალურად მეჩვენება ამის ტრანსფერი :lool:

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x