ალეგრი:”დიახ, ჩემპიონთა ლიგის მოპოვება ჩვენი მთავარი მიზანი ხდება”
მაქს ალეგრი იუვეს პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის ეთანხმება ჩემპიონთა ლიგასთან მიმართებაში:
“ფურცელზე, საკმაოდ მრისხანე გუნდი გვყავს, მაგრამ მთავარი არა ეს, არამედ მოედანზე მათი პროდუქტიული მოქმედებებია.
გუნდმა სერიოზული ინვესტიციები განახორციელა და ახლა მთავარი არის თითოეულ მატჩში, წარმატების მიღწევა.. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი აზრს დაკარგავს.
ფაქტია, ახლა ჩვენი ამბიციები კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის მოპოვებასთან დაკავშირებით არნახულად გაიზარდა.
საკმაოდ ნორმალურია როდესაც გუნდში მოდიან კანსელო, რონალდუ, ბონუჩი, სპინაცოლა რომ ტიფოზერია ოცნებებში გადადის.. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ იმოქმედებენ ეს ფეხბურთელები ერთად.. მათი საქმისადმი მიდგომა კითხვებს არ ბადებს, შესაბამისად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
არ დაგიმალავთ და შარშანდელთან შედარებით ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებულად ვუმიზნებთ.. ისევე როგორც სერია ა-ს და იტალიის თასს..
რონალდუს არნახული გამოცდილება აქვს და მისი სტატუსი, ბუნებრივია ახლგაზრდა მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია. შეუძლებელია უბრალოდ ადგე და ხუთი ოქროს ბურთი მოიგო.. ელემენტარულად შეხედეთ პორტუგალიელს სამწვრთნელო სესიის დროს.. მისი შრომისმოყვარულობა მისაბაძია თითოეული მოთამაშისთვის..
ბონუჩი? მისი საშემსრულებლო ოსტატობა კითხვებს არ ბადებს.. ლეო უდაოდ გაზრდის ჩვენი დაცვის ხარისხს”.
რონიმ მეექვსე უნდა დადოს თქვენ გუნდთან ერთად იმედია ჩასვრილებივით არ ირბენენ და რონის აუბავენ მხარს ისე ლიგა ვერ მოგივათ
აბა თქვენ იცით წარმატებები