ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი ახალწვეულებზე და ვილა პრეზოს ატმოსფეროზე..

პაველ ნედვედი ახალწვეულებზე საუბრობს:

“ვილა პრეზოს ატმოსფერო საკუთარ თავზე არაერთხელ გამოვცადე.. სწორედ აქ უნდა გაითავისოს ყველამ თუ რას ნიშნავს იყო იუვენტუსის დიდი ოჯახის წევრი. ეს განსაკუთრებული დღეა და ჩვენი განსაკუთრებული ტიფოზერია მაქსიმალურად გვაგრძნობინებს ამ ყოველივეს.

პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ანიელის და ელკანის ოჯახებთან ყოფნით.. სწორედ ეს ყველაფერი არის იუვენტუსი!

პრეზიდენტის სიტყვები? ფეხბურთელის ამპლუაში წარმოვიდგინე თავი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა! აქამდეც ვიცოდი, რომ ანიელის გვარი იტალიისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.. იყო იუვეში ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ემოცია. თითოეული ფეხბურთელი მალევე იზიარებს ამ ყოველივეს და ერთი ნახვით უყვარდება აქაურობა.

რონალდუ? იუვენტუსმა მორიგი ნაბიჯი გადადგა საერთო ხარისხის ასამაღებლად.. ის ფაქტი, რომ რონალდუს გაფორმება მოვახერხეთ, არის ბიძგი სრულიად იტალიური ფეხბურთისთვის.. ეს იყო გამოწვევა, რომელმაც ახალი ამბიციები მოგვცა..

ემრე ჯანი? მასსზე რატომღაც ცოტას საუბრობენ, რადგან ხელმძღვანელობისთვის გერმანელი გაფორმება, არანაკლები მნიშვნელობის არის.. ეს ნახევარმცველი როგორც ტაქტიკურად, ასევე მენტალურად დიდ დახმარებას გაგვიწევს. იგი ტიპიური გერმანელია, რომელმაც ზუსტად იცის მოედანზე კონკრეტულ წამს რა უნდა მოიმოქმედოს.

კანსელუ? ძალიან ცოტა ფეხბურთელი მახსენდება, ვინც პირველივე დღიდან ასეთი ენერგიულია, ტექნიკური და ტაქტიკურად განსწავლული.. ვფიქრობ, იგი ჯანის მსგავსად მომავალ სეზონში იუვეს წამყვანი ფიგურა გახდება და განსაკუთრებით ევროპაში..

ჩვენი მიზნები არასოდეს არ იცვლება.. გამარჯვება თითოეულ მატჩში.. ახლა მთავარია კიევოსთან შეხვედრაში წარმატებული სტარტი ავიღოთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: მომენატრა შენი თამაში კი და კაი მაინც შეგიძლია გუნდის დახმარება

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ჯანლუიჯი ბუფონი ძალიან დაგვაკლდება ძალიან…როდესაც ასეთი ფიგურა გტოვებს ძნელია შეავსო ის სიცარიელე რაც მისი წასვლით მივიღეთ….
უდიდესი პერსონა და ლიდერი,ღირსეული კაპიტანი აღარ არის ჩვენთან…
კიდევ საკითხავია შესნი და პერინი რას იზამენ…მე უფრო პერინის მეიმედება ძალიან დიდი გამოწვევაა მისთ ის იუვეში მოსვლა…
ასევე გაუორმაგდა საქმე დაცვას მათ უკან ჯიჯი ვეღარ იქნება…ეჰჰ ნომერო უნო მოგვენატრები

Giampiero Boniperti
6 years ago

რაბიო ან სავიჩი ერთ-ერთს დადებს მაროტა მე ამის მჯერა :chuvak:

Gio-Juve2002
6 years ago

ჩვენთან როდის იხურება სატრანსფერო ფანჯარა ანუ სერიე აში

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

:forza: :forza: :forza:
:juvee: :juvee: :juvee:
:juventus: :juventus: :juventus:
:achuu: :achuu: :achuu:
:love: :love: :love:

Gio-Juve2002
6 years ago

ერთი სული მაქ როდის დაიწყება თამაშები მითუმეტეს ლიგა აუუუ მალე მოვიდეს ეს დროოოოო

ცრუღმერთი
ცრუღმერთი
6 years ago

რა ალეგრივით ბაზრობს… იმენნაა ქერა ცისფერთვალება ალეგრის ვარიანტია :lool: ცოტა ახალი გოდაა ნავარიტკებით :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x