პოგბა – რაბიო – იუვენტუსი | ახალი სამკუთხედი
საინტერესო სამკუთხედი იქმნება სატრანსფერო ბაზარზე:
იტალიური მედია იუვეს მხრიდან, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გარკვეულ გააქტიურებას პროგნოზირებს..
ნახევარდაცვა რჩება იმ რგოლად, სადაც იუვეს თითქოს და რაღაც აკლია.. ხელმძღვანელობისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი და ერთბაშად რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს.. თუმცა, დიდი სახის ინვესტიციებს ახლა ნამდვილად არ უნდა ველოდოთ..
იაფი გამოსავალი კი რამდენიმეა.. ერთ-ერთი არის ტიაგო ალკნატარა რომელმაც ვერაფრით ვერ მოიკიდა ფეხი ბაიერნის რიგებში.. ბრაზილიელ/ესპანელზე გერმანელები დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა და არასტაბილურმა მდგომარეობამ მის მიმართ გარკვეული ეჭვები დაბადა..
ტურინი მზად არის ალკანტარა არენდით აიყვანოს და სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს 30-40 მილიონამდე გადაუხადოს.. ჯერჯერობით ბაიერნის მესვეურებისგან კონკრეტული პასუხი არ ისმის..
ადრიენ რაბიო ამასობაში კვლავინდებურად რჩება ტურინელთა ჰორიზონტზე.. ბარსელონა ასევე ინტერესდება მისით და როგორც აცხადებენ, უფრო ახლოს არის მის ხელში ჩაგდებასთან.. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ ესპანური გრანდის პირველ პირებს პოგბას გაფორმებაც სწყურიათ..
თუ რაიოლას დახმარებით მათ ეს მოახერხეს, მაშინ ტურინელები რაბიოს გაფორმებას უფრო იოლად შეძლებენ.. როგორც მოგეხსენებათ ფრანგმა ნახევარმცველმა პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რითაც ჭორებს რეალობის საფუძველი გაუჩინა..
იუვე ფასის დაგდებას ეცდება ამ გარემოებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ვერაფერს მიაღწია, მაშინ იანვარში რაბიოსთან წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს და მოთამაშეს სრულიად უფასოდ დაიმატებს.
პოგბა – იუნაიტედის თემაზე ერთი დაზუსტება.. მართალია ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ინგლისური კლუბი ვერ განახორციელებს ახალი მოთამაშის რეგისტრაციას, მაგრამ თავის მხრივ შეუძლია კონკრეტული წევრის გასხვისება.. სწორედ, ამ უფლებას “ეპოტინება” მინო რაიოლა და ცდას არ აკლებს პოგბას ბარსაში გადაყვანაზე, რითაც თავადაც დიდ “საკომისიოს” მიიღებს.
პოგბა სამწუხაროდ არ გამოვა მითუმეტეს ეხლა, მარა მაინც მგონია რო შეიძლებოდა ჟოზესთან დაძაბულობის გამოყენება რა. იმაზე საკმაოდ ძვირი დაჯდება პოგბა, რამდენადაც აქედან გაიყიდა, მარა სამაგიეროდ სუპერ დიდი ძალა იქნებოდა ყველაფრის გათვალისწინებით)) აი ტიაგო თუ რეალურია, უეჭველი ღირს ჩალიჩი. ტექნიკურად ხო არაფერი დაეწუნება და თან ფიზიკურადაც ძლიერია. თუ რეალურია ეგ ტრანსფერი, არ არის ხელიდან გასაშვები. მე რაბიოს ტიაგო მირჩევნია. უფრო ჩაჯდება გუნდში ჩემი აზრით
პოგბას გადმოყვანა გამორიცხულია. ალკანტარა შესაძლებელია, მაგრამ რეალსაც უნდა და არამგონია იუვე აუქციონში ჩაებას…
რაბიოშიც გამომდინარე იქიდან რომ კონტრატქი უმთავრდება იუვე დიდ თანხას არ გადაიხდის და 20 მილიონად არამგონია პარიზელებმაც გაყიდონ…
ყველაზე რეალური მაინც სავიჩი მგონია, წელს არენდა 30-40 მილიონი და გაისად გამოსყიდვა 60-70 მილიონი…
ალკანტარა ან ბარელა თუ ბოლოს და ბოლოს ვინმეს დამატებას აპირებენ ) თუ არადა ბერნარდესკი მაგ როლში და ეგაა
ბარელა ვინაა? ნოვი პადოინ?
ნუოვო პირლო ) კლოპს მიჰყავდა ლივერპულში და ბოლოს ჩაიშალა ) კლასნი იტალიელია ) ვერატის ჰგავს )
აა ეგ არ ვიცოდი თუ გამოგვადგება და თან იტალიელია მაგას რაჯობია?! მითუმეტეს რაღაც იტალიელების სიმცირეა იუვეში და ეგ არ ვარგა
ინგლისში უკვე დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა და არ მგონია უნაიტედმა პოგბა გაყიდუს, მითუმეტეს შევსება არც მიღიუღიათ და მაგხელა რისკზე არ წავლენ :D :D რაც შეეხება ალკანტარას მაგაზე ჩალიჩი შეიძლება ზუსტად ისაა ვინ ამჟამად იუვეს ჭირდება მოძრავი, სხარტი ბურთის დამჭერი და არ მგონია ძვირიც ღირდეს!!
————————-პერინი————————–
კანსელო———ბონუჩი———-კიელინი———სანდრო
———მატუიდი——–პიანიჩი——-პოგბა————-
————დიბალა—————–კოშტა—————-
———————–რონალდუ————————-
————————-შესნი————————–
დე შილიო——-ბენატია——-რუგანი———სპინაცოლა
————-ჩანი——ბენტანკური——მარკიზიო——–
———კვადრადო——————ბერნარდესკი——–
———————–მანძუკიჩი———————–
ალკანტარა ჯერ კიდევ ბარსაში ყოფნის დროს მომწონდა მაგრამ ხან ტრავმებმა ხან უთამაშებლობამ ისე ვერ განავითარა რასაც ველოდებოდი რაბიო ცუდი მართლა არ არის მაგრამ ამ იუვეში ასეთი უკვე გვყავს ემრე ჩანი და ბენტანკური ჩვენ უფრო ისეთი მოთამაშე გვინდა პიანიჩის გვერდით რომ დადგება და თან კარგი დარტყმაც შეეძლება + პასების სიზუსტე ამიტომ ასეთი მახასიატებლების მქონე ამ ეტაპზე მე პოგბა მიმაჩნია თან იცის იუვეს შიდა განაწესი
ერთი სიტყვით პოგბა მოვიყვანოთ და სეზონი დავიწყოთ.
პოგბას ვერანაირად ვერ იყიდიან. მისი ფასი არანაკლებ 150 მილიონი იქნება, იუვე კი ახლა მინუს 160 მილიონზე იმყოფება და ჯერ მხოლოდ ამის დაბალანსება იქნება პრობლემა ფეირ პლეის გამო, მინუს 300-ზე გასვლა კი საერთოდ არარელურია.
მინუს 160 მილიონში კი არის, მაგრამ განათხოვრებული ფეხბურთელებიდან გაისად აიღებს 60-70 მილიონს…
რონალდოს მოსვლა უკვე არის + 100 მილიონი, რომლის დადასტურებაც უეფასთვის ადვილი იქნება (გაზრდილი ბილეთები, მაისურები, აქციები და ასე შემდეგ, აუდიტორულმა კომპანიებმაც დადეს დასაბუთებული მოსაზრება რომ 80-100 მილიონით იზრდება კლუბის შემოსავალი).
შესაბამისად არამგონია კლუბს რაიმე რისკი ქონდეს ფეარ პლეისთან მიმართებაში ერთ გასროლას თუ გააკეთებენ.