ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე პიანიჩთან და რუგანისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

სიტუაცია დანიელე რუგანისთან და მირალემ პიანიჩთან დაკავშირებით საინტერესოდ გამოიყურება:

ერთიც და მეორეც სატრანსფერო ბაზარზე ხელშეუხებლის სტატუსით არ სარგებლობდა.. ორივე მათგანზე აქტიურად იწერებოდა, რომ ჩელსი მზად იყო დიდი ინვესტიციის განსახორციელებლად..

საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ გუნდი კალდარამ დატოვა და იუვემ რუგანის გასხვისება გადაიფიქრა, ხოლო პიანიჩი.. რონალდუს გუნდშის მოსვლის შემდეგ, მორიგი დიდი გასროლა მას შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი თუ იუვეს რომელიმე ფეხბურთელი დატოვებდა ასევე დიდ თანხად..

პიანიჩს ტურინმა 100 მილიონი დაადო, მაგრამ არცერთმა არ ისურვა ამ თანხად ბოსნიელის გაფორმება.. შესაბამისად, სხვა წინადადებებზე უარი თქვეს და პიანიჩი კარიერას იუვეში განაგრძობს..

ახლა ყველაზე მთავარი.. როგორც გაძეტა დელა სპორტი იტყობინება, ჯუზეპე მაროტამ უკვე დაიწყო მუშაობა ფეხბურთელების აგენტებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე..

კულუარული ცნობებით მირალემის ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ნახევარმცველის წლიური გასამრჯელო 6 მილიონი გახდება.. ბუნებრივია სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით.. ხანგრძლივობა კი 5 წელი იქნება..

აი რუგანისთან დაკავშირებით ციფრები ჯერჯერობით არ ხმაურდება.. თუმცა, საუბარი აქაც 5 წლიან კონტრაქტს ეხება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
verdi
6 years ago

რუგანიში ამდენ აღავინ შემოგვთავაზებს,ამ სეზონში უნდა გაგვესუხარებინა არ დადგება მაგისგან ძლიერი სტაბილური მცველი

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ძალიან კარგი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x