მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მარიო მანჯუკიჩმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ისაუბრა:
“ძვირფასო გულშემატკივრებო! მოედანზე პასუხის გაცემა ყოველთვის უფრო მეტად მიადვილდებოდა, შედეგად ახლა ამ განცხადების წერა წარმოუდგენლად რთულია.. დიახ, რთულია რადგან სანაკრებო შეკრებები უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.. უფრო რთულია ვიდრე მეტოქის მოტყუება და 120 წუთზე სიჩქარის ჩართვა.. რთულია, რადგან მატჩის დაწყების წინ ჰიმნის მოსმენა არის ყველაზე დიდი სიამოვნება რაც შეიძლება არსებობდეს.. რთულია, რადგან ამ სიტყვების შემდეგ არ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა.. ქომაგო, მე ნაკრებს ვტოვებ..
ყოველ ჩვენთაგანს გააჩნია ერთი იდეა – ხორვატიის ეროვნული ნაკრებისთვის მაქსიმუმი გავიღოთ.. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულს, რომლებმაც ჩემს კარიერაში კარგი თუ ცუდი კვალი დატოვა.. ამ გზის განმავლობაში ჩემი მეგობრებო მუდამ თან მახლდნენ და მსურს მადლობა მათაც გადავუხადო!
ბოლოს და ბოლოს მსურს მადლობა თქვენ, ქომაგებს გადაგიხადოთ! იდეალური არავინ არ არის.. ვკარგავდი ბურთს, ვუშვებდი შეცდომებს, ვერ ვიტანდი იდეალური პოზიციიდან გოლებს.. მაგრამ არასოდეს წამითაც არ დამიხევია უკან და ხორვატიის გამო რაც გამაჩნდა ყველაფერს ვიღებდი! დიდი მადლობა თქვენ, რადგან თავადაც აღნიშნავთ ამ ყველაფერს! იმყოფებით ჩემი და ჩემი გუნდის მხარეს!
დღეიდან მე ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ! ხორვატიის თავგადაკლილი ქომაგი!
სიყვარულით, მარიო მანჯუკიჩი!”
მაგრად ვაფასებ ამ კაცს
ასეთი მებრძოლები რომ იყვნენ დანარჩენებით მინიმუმ 3 ლიგა გვექნებოდა უკვე.ფორცა მანჯუკიჩ
ვაჟკაცი პატრიოტი გულანთებული კაცი ხარ შენ!!! ფორცა ხორვატია ფორცა იუვე
მაგარი კაცი ხარ