ფერერო:”სერია ა-ს პირველი ტური გადაიდება”
სამპდორიას პრეზიდენტი მასიმო ფერერო სერია ა-ს პირველი ტურის გადადებაზე საუბრობს.. როგორც მოგეხსენებათ გენუაში ერთ-ერთი ხიდი ჩაინგრა, რის გამოც 39 ადამიანი დაიღუპა:
“პრეზიდენტებს უკვე ვესაუბრე.. მიკიკე (სერია ა-ს ლიგის პრეზიდენტი) დარწმუნებული ვარ არ ითამაშებს.. ვესაუბრე მაროტას და მან მითხრა, რომ იუვენტუსი არ ითამაშებს..
სამპდორია და ფიორენტინა ასევე არ იასპარეზებენ.. ანალოგიურ აზრზეა ჯენოა პრეციოზისთან ერთად და მილანიც.. შედეგად რა ლიგამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს, ჩვენ თამაშს არ ვაპირებთ..
მიკიკე ახლა ფიქრობს და დარწმუნებული ვარ ჩემს ინიციატივას მიესალმება, რადგან ის კარგი ადამიანია.. ვერც კი წარმოვიდგენ, როგორ უნდა ვხარობდეთ მაშინ, როდესაც ნანგრევების ქვეშ ახლაც იმყოფებიან დაღუპული ადამიანის ცხედრები.. უბრალოდ არ შემიძლია ასეთ დროს ბიჭები მინდორზე გავუშვა..
სპორტი – ეს არის კულტურა, ცხოვრება.. დრო და დრო შეჩერება და დაფიქრება გვმართებს.. შესაძლოა უქმეებზე თამაშით, ვინმემ ჩათვალოს რომ ცხოვრება გრძელდება, მაგრამ ეს მერწმუნეთ ინდივიდიალური რამ არის.. დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი თამაშად არ ღირს”.
არა უშავს რა დროს თამაშია ახლა