ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიევო – იუვენტუსი (სავარაუდო შემადგენლობა)

ალეგრი 4-2-3-1 მოდულს ფიქრობს…

იწყება ახალი ჩემპიონატი და ახალი თავგადასავლები. ტურინელები პირველ მატჩს ვერონაში, კიევოს წინააღმდეგ ჩაატარებენ, სადაც კრიშტიანო რონალდოს ოფიციალური დებიუტიც შედგება.

Tuttosport გვთავაზობს სავარაუდო შემადგენლობას, რომელსაც ალეგრი საწყისი წუთებიდან შემოგვთავაზებს. იტალიელი ჟურნალისტების აზრით, მაქსი 4-2-3-1 ტაქტიკას დაეყრდნობა.

ტურინელთა კარს ახალი ნუმერო უნო, პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს. დაცვის ხაზში კი კვლავ აღდგება ბონუჩი-კიელინის დუეტი, რომელთაც ფლანგებიდან ალექს სანდრო და ახალწვეული კანსელუ დაეხმარებიან.

რეჯისტას პოზიციაზე მირალემ პიანიჩს უნდა ველოდოთ, რომელიც სულ მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ბოსნიელის გვერდით კი ახალწვეული ემრე ჩანი გაირჯება.

როგორც ჩანს მაქსი კვლავ ენდობა მარიო მანჯუკიჩს. ხორვატი შემტევი სავარაუდოდ კვლავ ძირითადში დაიწყებს და ამჯერადაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან. მარჯვნივ ხუან კუადრადო, ხოლო ცენტრში პაულო დიბალა იმოქმედებენ. გამოკვეთილი ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე კი კრიშტიანო რონალდო იქნება.

6 thoughts on “კიევო – იუვენტუსი (სავარაუდო შემადგენლობა)

  1. ჩემი აზრით ასეთი შემადგენლობა უფრო გაამართლებს ამ ეტაპზე

    —————————-პერინი————————-

    კანსელო———–ბონუჩი————კიელინი———სანდრო

    ————ხედირა———პიანიჩი——–მატუიდი———-

    ————დიბალა——-რონალდუ——-კოშტა————-

  2. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე კოშტას რომ ძირითადის კაცად ვერ მოიაზრებ Mაგრად ტეხავს .. გასაგებია რომ დიდი არჩევანი აქვს ალეგრის მაგრამ … მასეთი პროდუქტიული არცერთია .. ქმნის მომენტებს რაც გადამწყვეტია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.