კიევო – იუვენტუსი (სავარაუდო შემადგენლობა)
ალეგრი 4-2-3-1 მოდულს ფიქრობს…
იწყება ახალი ჩემპიონატი და ახალი თავგადასავლები. ტურინელები პირველ მატჩს ვერონაში, კიევოს წინააღმდეგ ჩაატარებენ, სადაც კრიშტიანო რონალდოს ოფიციალური დებიუტიც შედგება.
Tuttosport გვთავაზობს სავარაუდო შემადგენლობას, რომელსაც ალეგრი საწყისი წუთებიდან შემოგვთავაზებს. იტალიელი ჟურნალისტების აზრით, მაქსი 4-2-3-1 ტაქტიკას დაეყრდნობა.
ტურინელთა კარს ახალი ნუმერო უნო, პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს. დაცვის ხაზში კი კვლავ აღდგება ბონუჩი-კიელინის დუეტი, რომელთაც ფლანგებიდან ალექს სანდრო და ახალწვეული კანსელუ დაეხმარებიან.
რეჯისტას პოზიციაზე მირალემ პიანიჩს უნდა ველოდოთ, რომელიც სულ მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ბოსნიელის გვერდით კი ახალწვეული ემრე ჩანი გაირჯება.
როგორც ჩანს მაქსი კვლავ ენდობა მარიო მანჯუკიჩს. ხორვატი შემტევი სავარაუდოდ კვლავ ძირითადში დაიწყებს და ამჯერადაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან. მარჯვნივ ხუან კუადრადო, ხოლო ცენტრში პაულო დიბალა იმოქმედებენ. გამოკვეთილი ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე კი კრიშტიანო რონალდო იქნება.
Eg sqemebi bevrjer sheicvleba kide. Bernadeskic dadgeba koshta xan marjvniv xan marcxniv mokled alegris didi fufunebaqvs. Imedia isev dacvit da anti fegburts ar itamashebs
ჩემი აზრით ასეთი შემადგენლობა უფრო გაამართლებს ამ ეტაპზე
—————————-პერინი————————-
კანსელო———–ბონუჩი————კიელინი———სანდრო
————ხედირა———პიანიჩი——–მატუიდი———-
————დიბალა——-რონალდუ——-კოშტა————-
დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე კოშტას რომ ძირითადის კაცად ვერ მოიაზრებ Mაგრად ტეხავს .. გასაგებია რომ დიდი არჩევანი აქვს ალეგრის მაგრამ … მასეთი პროდუქტიული არცერთია .. ქმნის მომენტებს რაც გადამწყვეტია
დუგლასა სადაა =))))))))))))))
მარკიზიოოო
კარგი სქემაა მემგონი არჩეული აბა შენ იცი წარმატება