ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის სათამაშო წლის პირველი პრეს-კონფერენცია

შეშლილი მაქსის პირველი პრესსკონფერენცია ახალ საფეხბურთო სეზონში:

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კიევოს წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან მოედანზე კრიშტიანო რონალდუს ვიხილავთ. ფაქტია, რომ მისთვის ეს ახალი გამოწვევა იქნება და ამ ფაქტს მოუთმენლად ელის.. როგორც ეს ადრევე გითხარით, წლევანდელი სეზონი შარშანდელზე უფრო რთული გამოდგება.

დიახ, ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ირიცხება.. დაბრუნდა ბონუჩი და გუნდმა ასევე დაიმატა კანსელუ, ჯანი და სპინაცოლა.. თუმცა, ახლა დროა ტრანსფერებისგან გამოწვეული სიხარული დავიწყებას მიეცეს და მიწაზე დავბრუნდეთ.

სასტარტო მატჩი კიევოსთან გვიწევს, გუნდთთან რომელსაც ასევე სურს ჩემპიონატის ამაღლებული განწყობით დაწყება, თან სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ.

აუცილებელია მატჩს ცივსისხლიანად მივუდგეთ, ამისთვის კი აუცილებელი გახლავთ მუხლჩაუხრელი შრომა. ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს ეს არის გამარჯვება, შესაბამისად ბიჭებისგან აუცილებელ სამ ქულას ველი. პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამ ფაქტს ყოველი ჩვენთაგანი აცნობიერებს.

ვერონელთა წინააღმდეგ მინდორზე ვიხილავთ შესნის, პიანიჩს, კანსელუს, რონალდუს და ალექს სანდროს.. აი დანარჩენებთან დაკავშირებით კი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. მატუიდი ამ ეტაპზე უკვე უბრუნდება სრულყოფილ ფიზიკურ წვრთნებს. ის სულ ახლახანს დაბრუნდა და შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ, რომ თითოეული მოთამაშე იდეალურ კონდიციებში იმყოფება. დღევანდელ შეხვედრაში იქნებიან მოთამაშეები, რომლებიც 50 წუთს დაყოფენ მინდორზე, ხოლო ვიღაც ვიღაცეები 30 წუთს.

რონალდუმ 5 ოქროს ბურთი მოიგო და მისი მიზანი მუდამ მაქსიმალური შედეგის მიღწევაა.. ამ 15 დღის განმავლობაში მისი შესრულებით რაიმე გამაოგნებელი ნამდვილად არ მინახავს, თუმცა კარგად ვხვდები რომ ის რაღაცით სხვებისგან გამორჩეულია. დანარჩენებისთვის ეს ყოველივე მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან რონალდუსთვის მოტივაცია იყო მთელი 11 წლის მანძილზე მესისთან კონკურენცია და ტიტულების მოპოვება.

მარკიზიო? მსურს ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთელს, რომელიც დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით, არის უდიდესი პროფესიონალი და უდაოდ მისაბაძი ფიგურა თითოეული მოთამაშისთვის. მან გუნდში 25 წელი გაატარა და ეს გადაწყვეტილება ყველამ ერთად მივიღეთ. ახლა ის ახალი გამოწვევისთვის კარიერას სხვა კლუბში განაგრძობს.”

კინი? საქმე ისე ვითარდება, რომ მოიზესი ტურინში დარჩება.. ყოველ შემთხვევაში თუ იგი წასვლას დააპირებს, მაშინ კარიერას საზღვარგარეთ განაგრძობს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რამოსი
რამოსი
6 years ago

რონკა დავაი ყველა ჩამოიცვი

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

წარმატებები იუვეს,დიდი გამარჯვებები გვეზეიმოს

ცრუღმერთი
ცრუღმერთი
6 years ago

კალდარაზე ერთი ორი სიტყვა ეთქვა წარმატებები მაინც ესურვა… დრო მოვა და მაგ ტრანსფერს მაგრად ვინანებთ

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

აბა თქვენ იცით ბიჭებო

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

აბა მიდით ბიჭებო

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x