ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მეორე ნახევარში ბერნარდესკისთან და მანჯუკიჩთან ერთად ეფექტურად ვმოქმედებდით”

შეშლილი გუნდს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს:

“ვფიქრობ, მატჩის მიმდინარეობისას რატომღაც ვირწმუნეთ, რომ შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართებოდა და შედეგი უკვე ჯიბეში გვედო..

თუმცა, მეორეს მხრივ ასეთ დროს, როდესაც სეზონი ახალი დაწყებულია, მთავარია ქულათა მაქსიმუმს მოვუყაროთ თავი..

ეს იყო დიდებულ სტილში მოპოვებული გამარჯვება, რომელიც უდაოდ დაეხმარება გუნდს პროგრესირებაში.

რონალდუ მთელი 90 წუთის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.. იგი სულ რაღაც 7 დღეა რაც ჩვენთან ერთად ვარჯიშობს.. ვწუხავარ, რომ ამ საღამოს მან გოლის გატანა ვერ მოახერხა..

ხედირამ გასულ სეზონში 9-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.. ჩვენ ვსაუბრობთ ტაქტიკურად ძალიან ჭკვიან ფეხბურთელზე, რომელსაც შარშანაც ბევრს აკრიტიკებდნენ, თუმცა იგი ყოველთვის პასუხობდა ყველაფერს მოედანზე ნაჩვენები თამაშით.

ნახევარდაცვა? დღეისათვის ამ ზონაში დიდი კონკურენციაა.. ემრე ჯანი და მატუიდი ფორმაში ეტაპობრივად შევლენ, რაც ბუნებრივია კონკურენციას მეტად გაზრდის.

ჟოაოს პროდუქტიული პირველი ნახევარი ჰქონდა, მაგრამ პენალტის შემდეგ თითქოს თავი დამნაშავედ იგრძნო და ხელები ჩამოყარა.. ასეთი რამ ხდება, მთავარია სწორი რეაგირება მოახდინო.

ამ მატჩში რამდენიმე პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები დავინახე.. ჩვენ ყველაფერს საწვრთნელ პერიოდში გავივლით.. რონალდუ და მანჯუკიჩი იმ დროში რაც ერთად მოუწიათ ყოფნა, კარგად გამოიყურებოდნენ..

პირველ 45 წუთში რატომღაც ზონებს შორის ცარიელ ადგილებს ვტოვებდით.. ამის საჭიროება არ იყო და უმჯობესი იქნებოდა ორგანიზებულად გვემოქმედა.

მეორე ნახევარში მანჯუკიჩთან და ბერნარდესკისთან ერთად გაცილებით ეფექტურად ვმოქმედებდით.. ახლა მთავარია სწორი ბალანსი ვიპოვოთ და მატჩის მიმდინარეობისას მსგავსი გამოთიშვები არ დაგვემართოს”.

4 thoughts on “ალეგრი:”მეორე ნახევარში ბერნარდესკისთან და მანჯუკიჩთან ერთად ეფექტურად ვმოქმედებდით”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.