კიევო – იუვენტუსი (ტაქტიკური ანალიზი)
იუვეს დაცვა და დაუფასებელი მატჩის გმირი…
კრიშტიანო რონალდოს დებიული სერია ა-ში, ემანუელე ჯაკერინის გოლი და პატივისცემა ყოფილ კლუბს, ლეონარდო ბონუჩის დაბრუნების გოლი და სტეფანო სორენტინოს თავგანწირვა – ეს ყველაფერი საკმარისია გახსნითი მატჩის თრილერისთვის – ტურინელებმა ვერონაში კიევოს ბოლო წუთზე, ფედერიკო ბერნარდესკის გოლით სძლიეს 3:2.
რონალდოს როლი
როდესაც ალეგრის პირველად კითხეს რონალდოს როლსა და პოზიციაზე, მაქსმა არ დაადასტურა, რომ პორტუგალიელი გამოკვეთილი 9-იანი იქნებოდა, თუმცა აღნიშნა: “რონალდო ითამაშებს იქ, სადაც ყოველთვის მოქმედებს.”
გონსალოსგან განსხვავებით, რონალდო კლასიკური გოლის გამტანის როლს არ მოირგებს და ის მოედნის ყველა მონაკვეთნში მოქმედებს. 33 წლის პოტუგალიელი შემტევ ოთხეულთან ერთად ხშირად იცვლიდა პოზიციებს და მოედნის ყველა წერტილში გვევლინებოდა. მისი გამოცდილებითა და მუდმივი გადაადგილებით ის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ვერონელთა დაცვის ხაზისთვის. მიუხედავად ვერ გატანილი გოლისა, რონალდოს თამაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
პირველი ტაიმი
მიუხედავად დიდი უპირატესობისა და 76.8%-იანი ბურთის ფლობისა, კიევომ 3-ჯერ შეძლო ბიანკონერების კარისკენ გახედვა და ვერონელთა ფორვარდი ადვილადაც გაუმკლავდა ტურინულ დაცვას.
ივან რადოვანოვიჩმა 2-ჯერ შეძლო მოედნის გარედან გასროლა, ხოლო ჯაკერინი საკმაოდ თავისუფლად გადაადგილდებოდა. მისმა ჩაწოდებამ კი მარიუს სტეპინსკის გათანაბრების შანსიც მისცა.
გამორჩეული მოთამაშეები
ვერონელთა 39 წლის კიპერმა სტეფანო სორენტინომ 8 სეივი განახორციელა, რამაც მისი გუნდი დამატებით წუთებამდე საყაიმო ანგარიშით მიიყვანა. სორენტინომ ასევე ყველაფერი გააკეთა, რათა კრიშტიანუ რონალდოსთვის სადებიუტო გოლი და მატჩი ჩაემწარებინა.
ექს ბიანკონერო ემანუელე ჯაკერინიმ ასევე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. პატარა იტალიელმა კანსელოს კოშმარული საღამო აჩუქა და 11 მეტრიანიც გამოტყუა, რომელიც თავადვე შეასრულა.
მატჩის გმირი: ბერნარდესკი
გასულ სეზონში ფლორენციის ფიორენცინადან გადმოსულმა ტალანტმა უკვე მოასწრა რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის ჩატარება. მიმდინარე სეზონი კი ბერნას ბენეფისის დროა.
ხუან კუადრადოს შეცვლის შემდეგ, ის უფრო მეტჯერ შეეხო ბურთს ვიდრე კოლუმბიელი. 100%-იანი პასების მაჩვენებელი და ჩაწოდებული კუთხური, რის შემდეგაც ბონუჩიმ ანგარიში გაათანაბრა. ბერნარდესკიმ კარის მიმართულებით 4-ჯერ დაარტყა და მათ შორის ერთი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. 33-მა ნომერმა ნორმალური წინასასეზონო ფორმის შემდეგ, სეზონი გაცილებით ფეერიულად დაიწყო..
აი ჩვენი მანძუკა მიყვარს ძალიან. ეგეთი მშრომელი დაუღალავი და გულიანი ფეხბურთელი ძალიან ცოტაა დღეს
რონალდოს გუშინ შეეტყო რომ ცოტა უმნიშვნელოდ მაინც ღელავდა ამხელა ფულია გადახდილი მასში და პლიუს უზარმაზარი ხელფასი ამიტომ მას ცოტა დაწყნარება მოუწევს და მაქსიმუმ 2 ტურში ძველ რონალდოს ვიხილავთ ამის მჯერა ის ნაღდად პროფესიონალია,უკვე ლაციოსთან სხვა უფრო შედარებით თავდაჯერებული რონალდო იქნება მან მთლიან გუნდთან ვარჯიში ჩაატარა მხოლოდ ერთი კვირა სწორი თქვა ალეგრიმ უფრო და უფრო მოიხოდება მას უნდა გაუგოს დიბალამ დიბალა წელსაც თუ არ მოიხოდა მაშინ მომავალ წელს ნაღდად უნდა გაუშვან იმედია მანაც იცის ამის შესახებ აი ბერნაზე აქ ბევრი კითხვის ნიშნებს სვამდა ჯერ დიბალას დონემდე კიდე ბევრი უკლიაო და საერთოდ მივა რო მის დონემდეო???გუშინაც დაამტკიცა რომ ის მზადაა დიდი იგროკი… Read more »
ძმებო აქ დაიწერა მობილური ვერსია დროებით გათიშულიაო და როდის მოხდება ისევ აღდგენა იცის ვინმემ???
არ ვიცი ჯერ
დღეს ტორინოს მოგებას არ ფიქრობთ ? )) კაი კუშიც აქვს.
იქსი არის ეს თამაში მაგრა მგონია ასე