კიევო – იუვენტუსი (შეფასებები)
ფეხბურთელების შეფასებები
შესნი 6 – 2 გაშვებული გოლი და არანაირი რეაქცია. სტეპინსკის დარტყმის შემდეგ პოლონელი გაშეშდა და რეაგირებაც ვერ მოასწრო. “ახალი ბუფონი”-ის ნუმერო უნოდ დებიუტი არ შედგა
კანსელო 5.5 – კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში პორტუგალიელმა შეცდომებს უმატა. ჯაკერინიმ კოშმარული ღამე აჩუქა და პენალტიც გამოტყუა.
ბონუჩი 6 – პირველი გაშვებული გოლის დროს სტეპინსკიზე კონტროლი დაკარგა და ფორვარდი მარტივად გაექცა. გატანილი გოლით კი შეცდომა გამოასწორა.
კიელინი 6 – დებიუტი ოფიციალური კაპიტნის რანგში. ბრძოლა და თავდადება კიელინის ხელწერაა, თუმცა გადაცემებში შეცდომები იგრძნობოდა.
ალექს სანდრო 6.5 – ჩაგდებული სეზონის შემდეგ ის სანდრო ბრუნდება, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ. აკლებული ფლანგი და საგოლე გადაცემა ბერნარდესკიზე.
ხედირა 6.5 – სწორ დროს, სწორ ადგილას. ხედირამ სეზონი გატანილი გოლით გახსნა.
პიანიჩი 6.5 – ერთადერთი, ვინც ცენტრს აკონტროლებს. ბოსნიელი ცდილობს თამაში დაალაგოს, თუმცა მარტო ამის გაკეთება რთულია.
კუადრადო 6 – რონალდოსთან კომბინაციები კარგია, თუმცა დაგვირგვინება ჭირდება. ჰქონდა კარგი შანსი გოლის გატანის, თუმცა…
ბერნარდესკი 7.5 – საგოლე გადაცემა და გატანილი გოლი. ბერნარდესკი ბრწყინვალედ ჩაერთო მეორე ტაიმში და მცველებისთვის ნამდვილი თავსატეხი გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე
დიბალა 6.5 – ბევრი დაკარგული ბურთი, თუმცა არგენტინელი ნელ-ნელა იკრებს ფორმას. მის რამდენიმე მოძრაობაში შეიმჩნეოდა, რომ რონალდოსთან ერთად სუპერ დუეტს შექმნის.
დუგლას კოშტა 6.5 – სისწრაფე და კობინირება. პირველ ტაიმში კარგი იყო, თუმცა მეორე ტაიმში დაიღალა.
მანჯუკიჩი 6.5 – ნახევარი საათი და ორი საგოლე შანსი. გაიტანა, თუმცა ჯარიმის გამო გოლი გაუუქმდა.
რონალდო 7 – დაუღალავი. რონალდო მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა სორენტინოს კარის აღებას. პორტუგალიელი არც გუნდურ თამაშს თაკილობდა, თუმცა ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა.
ალეგრი 6.5 – შეცვლები გამოიცნო. ბერნარდესკიმ გაუმართლა და მატჩი მოგებულია.
კანსელოს 1 ეკუთნის რა ხუთი მაგის გამო კინაღამ წავაგეთ პირველი ტური