ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ უეფას წლის ფეხბურთელის ჯილდოზე არის ნომინირებული

ბიანკონერის უკვე ამჟამინდელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდუ უეფას 17/18 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს:

შარშანდელ გათამაშებაში პორტუგალიელი მადრიდელებს რიგით მე-13 ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებაში დაეხმარა, რის შედეგადაც იგი წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სიაში შეიყვანეს.

საგულისხმოა, რომ მასთან ერთად ამ ჯილდოსთვის ექს პარტნიორი ლუკა მოდრიჩიც იბრძოლებს.. კიდევ ერთი კანდიდატი კი მოჰამედ სალაჰია რომელსაც ლივერპულში საუცხოო სეზონი ჰქონდა.

თავად რონიმ კი შარშანდელ სეზონში, ევროპულ ასპარეზზე 13 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოახერა და ლომის წილი დაიდო რეალის ზედიზედ მესამე ლიგის ტიტულში..

პორტუგალიელი ასევე ნომინირებულია 17/18 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საუკეთესო ფორვარდის ჯილდოზე.. მას აქ კონკურენციას ლიონელ მესი გაუწევს..

გამარჯვებულის ვინაობა 30 აგვისტოს გახდება ცნობილი.. სწორედ ამ დღეს გაიმართება ლიგის ახალი სეზონის წილისყრა..

3 thoughts on “რონალდუ უეფას წლის ფეხბურთელის ჯილდოზე არის ნომინირებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.