ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლაუდიოს გამოსამშვიდობებელი წერილი

კლაუდიო მარკიზიოს გამოსამშვიდობებელი წერილი:

“საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი 25 წელი გავატარე ფიქრებში, თუ როგორი უნდა გავხდე აქ და რა წარმატებას უნდა მივაღწიო იუვენტუსსთან ერთად. თუმცა, აქვე დავამატებ რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასეთ ეპიზოდს გამოვივლიდი.. მიუხედავად იმისა თუ როგორ იქნება ჩემი მომდევნო ნაბიჯი, უაზრობა იქნება იმის დამალვა რომ ჩემთვის მხოლოდ ორ ფერს აქვს მნიშვნელობა.

პირველად იუვეს მაისური 7 წლის ასაკში ჩავიცვი და მას შემდეგ წამითაც არ გამიხდია. იუვეს ფილოსოფიის ქვეშ გავიზარდა და თავდაპირველად მიზანი იყო მისი ბოლომდე გაგება, რის შემდეგაც ამ ფილოსოფიის ელჩი ვიყავი სხვადასხვა მოედანზე შავ-თეთრი ფორმით. ამბობენ, იუვეში გამარჯვება მნიშვნელოვანი არ არის, ის ერთადერთია რასაც აქვს მნიშვნელობა! ჯამპიერო ბონიპერტის, დიადი პრეზიდენტის ეს სიტყვები, რომელიც ქომაგებს ძალიან უყვართ, დიდი აზრი დევს.

გამარჯვება მნიშვნელოვანი არ არის, ის ერთადერთია რასაც აქვს მნიშვნელობა! პატარაობიდანვე აცნობიერებ, რომ თუ გსურს იყო ამ დიადი ისტორიის ნაწილი, მაშინ საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ყოფნაა აუცილებელი.

გამარჯვება მნიშვნელოვანი არ არის, ის ერთადერთია რასაც აქვს მნიშვნელობა! ეს მაშინ როდესაც შენი საფეხბურთო კუმირები როგორც იქნა შენი პარტნიორები ხდებიან. ამ დროს უფრო ძლიერი უნდა გახდე, რათა გაუძლო ფეხებიდან წამოსულ კანკალს მოედანზე მათთან ერთად გასვლისას..

დელ პიერო, ბუფონი, კამორანეზი, ტრეზეგე, ნედვედი და ყველა სხვა დანარჩენი.. უკლებლივ ყველამ იცის, რომ ამ მაისურის საპატივცემლოდ მაქსიმუმი უნდა გაიღოს. ეს არამარტო ჩვენ ფეხბურთელებს, არამედ თქვენ ქომაგებსაც გეხებათ! იუვენტუსი შეძლებს გამარჯვებას, რადგან იგი ძლიერია მოედანზეც და მის გარეთაც!

გამარჯვება მნიშვნელოვანი არ არის, ის ერთადერთია რასაც აქვს მნიშვნელობა! ეს როდესაც საკუთარ გადაწყვეტილებას მტკიცედ მიუყვები და გუნდის საკეთილდღეოდ ყველაფერს იღებ, რათა ყველაზე გამორჩეული, ლოალური, გულახდილი და უბრალოდ მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი არ გააწბილო!

ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი შემდგომი კარიერა, არასოდეს დამავიწყდება ეს ემოცია, გზა რომელიც 25 წლის მანძილზე ჩვენ ერთად გავიარეთ! ეს გრძნობები იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე!

სამუდამო სიყვარულით, კლაუდიო!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალექსანდრე მსხალაძე

Grazie Prince #MC8 :forza:

Mojji
Mojji
6 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x