რუნი: “რონალდუ ლიგას მოიგებს”
ვეტარანი ინგლისელი ექს თანაგუნდელს მხარდაჭერას უცხადებს…
კრიშტიანო რონალდუს ექს თანაგუნდელმა უეინ რუნიმ, CNN-თან საუბარში პორტუგალიელი იუვენტუსში ტრანსფერზე ისაუბრა. ინგლისელი დარწმუნებულია, რომ 33 წლის ფორვარდი კიდევ ერთხელ შეძლებთ ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვას.
“ის გააგრძელებს იმის კეთებას, რაც ბოლოს 10 წელია აკეთებს. რონალდო იუვენტუსს გოლებს და გამარჯვებებს მოუტანს. მჯერა რომ კრიშტიანო უახლოეს წლებში კიდევ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას..
ის ბრწყინვალე ადამიანია, კარგი მეოჯახე, მშრომელი და ნამდვილი პროფესონალი. რონალდო იმსახურებს, რომ ყოველთვის წარმატების ზენიტში იყოს.”
ინგლისელის და პორტუგალიელის დუეტმა ერთად მოიგებს Fa Cup, 3 პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ტიტული.