ვიერი:”რონალდუ დაბერდა? ვინც ასე ფიქრობს შურიანია”
კრისტიან ვიერის მოსაზრებით, ის ადამიანები რომლებიც მიიჩნევენ რომ რონალდუს პერიოდი უკვე წასულია, მათ უბრალოდ შურთ იუვენტუსის მიერ განხორციელებული შენაძენით:
“სულ ის მესმის, რომ რონალდუ ბებერია და გუნდმა მისი გაფორმებით დიდი შეცდომა დაუშვა..
რეალობაში კი სიტუაცია სხვაგვარად გამოიყურება.. ბიანკონერიმ ჯიბიდან 100 მილიონი ამოიღო და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გაიფორმა.
შეხედეთ მის სტატისტიკას.. მის ანგარიშზე 600 მეტი გოლია.. სეზონში 50 ბურთი.. მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხი, თავური დარტყმები.. თავს ყოველკვირეულად იჩენს.. ერთი სიტყვით ვსაუბრობთ გოლების გამტან ავტომობილზე”.
(: 720 )
ბობოოო:-D:-D
მართალი ხარ