მეორე ტური სპეციალური ფორმებით
იტალია გლოვობს და დაღუპულებს იხსენებს…
სერია ა-ს ოფიციალური ვებ გვერდის განცხადებით, გენუის ტრაგედიის და დაღუპულების საპატივცემულოდ, იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩზე მოთამაშეები სპეციალური ფორმებით გამოვლენ.
ჯამში გენუის ტრაგედიოს 43 ადამიანი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, გასულ კვირას გენუაში ხიდი ჩამოინგრა.
გუნდები მოედანზე ფორმებით გამოვლენ, წარწერით “გენუა გულშია”. გარდა ამისა, დაზარალებულებისათვის შეიქმნება სპეციალური ფონდი.