ალეგრი:”მოედანზე სამი ქულისთვის გავდივართ”
დღეს, ტურინელები სერია ა-ს რიგით მეორე ტურის მატჩს გამართავენ.. ახლად დაწყებულ სეზონში ბიანკონერი ალიანც სტედიუმზე, საკუთარი ქომაგის წინაშე ლაციოსთან შეეცდება გამარჯვების მოპოვებას:
“შესაძლოა მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი მეორე მატჩია, თუმცა მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.. ლაციოს წინააღმდეგ უდაოს საინტერესო მატჩი გველის და ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ მათთან დავმარცხდით და დავასრულეთ 41 მატჩიანი წაუგებელი სერია..
ლაციალეს ფიზიკურად ძლიერი კლუბი ჰყავს, რომელსაც კონტრ-იერიშებზე უყვარს ასპარეზობა.. შესაბამისად გასულ შაბათთან შედარებით, ახლა მეტი კონცენტრირების მოხდენა გვმართებს.
სიმონე ინძაგი არის ნიჭიერი იტალიელი სპეციალისტი, რომელიც ძალიან ახლოს იყო შარშანდელ სეზონში სერიოზული წარმატების მიღწევასთან.. რომაელებს ხომ ძალიან ცოტა დააკლდათ რათა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიეღოთ მონაწილეობა.
დიახ, მათ მიმართ დიდ პატივისცემას ვიჩენთ, თუმცა ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა.
ბლეზ მატუიდი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. მან ნაყოფიერად ივარჯიშა გუნდთთან ერთად და ყველა შანსი აქვს, რათა მოედანზე ვიხილოთ.
ფედერიკო ბერნარდესკი ბრწყინვალე ბიჭია, რომელმაც წინასასეზონო ტურნეს განმავლობაში პროდუქტიულად იმუშავა.. მან დაგვიმტკიცა, რომ ერთბაშად სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია წარმატებული ასპარეზობა.. მას აქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია!
ჟოაო კანსელო კარგი მოთამაშეა.. იგი საკმაოდ ტექნიკურია და შეტევაში აქტიურად ერთვება.. თუმცა, გარკვეულ ასპექტებში განვითარება მართებს.. მაგალითად დაცვით ასპექტში.
კრიშტიაშო როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება.. მისი ყურება სამწვრთნელო სესიაზე არის გამორჩეული და მისაბაძი თითოული მოთამაშისთვის. წარმატება, რომელსაც მან მიაღწია იყო წარმოუდგენელად დიდი შრომისმოყვარულობის შედეგი.
რონალდუ და დიბალა მიმდინარე სეზონში 11-იანების ორი მთავარი შემსრულებელია.. თუმცა, პრობლემა უფრო მეტად საჯარიმო დარტყმებზე გვაქვს, სადაც ბურთთან შეიძლება ერთბაშად 6-7 ფეხბურთელი მოხვდეს..
შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ..
დიახ, რონალდუ იასპარეზებს ხვალ და აუცილებელია ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება.. ჩვენმა შემტევებმა წინასასეზონო მომზადებისას მინიმალური მატჩების რაოდენობა ჩაატარეს. ამ მატჩში იქნება საუკეთესო ფორმაცია ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის.. ბუნებრივია კრიშტიანოს ეს ხელ-ფეხს გაუხსნის..
დიახ, დიბალას და მანჯუკიჩს შეუძლიათ პორტუგალიელთან ერთად თამაში. თუმცა, კითხვა მდგომარეობას იმაში ითამაშებენ თუ არა ისინი რონალდუსთან? შესაძლოა ერთ-ერთი მათგანი ვიხილოთ ან ორივეც.. ეს ყველაფერი მეტოქის მახასიათებლებიდან გამომდინარეობს.”
რონი დედის წიოკს აუტეხავს ლაციოს :დდდდ
სამ ქულაზე გახვალ აბა რა
ბიჩებო ხომარრიცით თამაში რომელ სთზეა ?