ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”კონკურენცია დიდია, თუმცა ყველა მნიშვნელოვანია”

ტრადიციულად ყოველი მატჩის წინ ჯუზეპე მაროტას ჟურნალისტების რამდენიმე კითხვაზე უწევს ხოლმე პასუხის გაცემა:

“კოშტა და დიბალა სკამზე? მემგონი ყველანი კარგად ვხვდებით თუ რაოდენ დიდი კონკურენციაა ახლა გუნდში..

თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან იუვენტუსი არის გუნდი, სადაც არ არსებობს ძირითადის და სათადარიგოს ფეხბურთელი.. თითოეულ მოთამაშეს კარგად აქვს გათავისებული თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იგი გუნდისთვის..

ფაქტია, ბიანკონერის ფეხბურთელებს პარალელურად სანაკრებო ბატალიებში უწევთ ასპარეზობა, რაც ბუნებრივია დიდ ძალებს მოითხოვს.. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ არსებული კოლექტივის მეტად დაკომპლექტება, რათა მწვრთნელის მეტი ვარირების საშუალება ჰქონდეს..

ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამის გახლავთ მიზნები, რომელიც კლუბს გააჩნია.. წლევანდელ სეზონში თითოეულ ტურნირზე, რომელშიც ასპარეზობა გვიწევს, მთავარი მიზანი გამარჯვება გახლავთ..

მილინკოვიჩ-სავიჩი როგორც რონალდუ? ის აუცილებლად გახდება ჩემპიონი.. ყველა საჭირო თვისება გააჩნია, მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.. ნუ დაგავიწყდებათ, რაოდენ დიდი პროფესიონალები ირიცხებიან ტურინში, რომლებიც არავისზე ნაკლებნი არ არიან”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x