ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”დიბალა და კოშტა? კონკურენცია დიდია და 11-ზე მეტ მოთამაშეს მინდორზე ვერ გამოვიყვან”

შეშლილი მაქსი ლაციოსთან ჩატარებულ მატჩზე საუბრობს:

“ეს უდაოდ განსხვავებული მატჩი იყო, სადაც რატომღაც პირველივე წუთებიდან ვჩქარობდით.. შესაძლოა ამის მიზეზი ის ენთუზიაზმი იყო, რაც რონალდუს პირველ მატჩს მოყვა შინაურ არენაზე..

დიბალას გარეშე ზონებს შორის გადაადგილება ჭირდა.. თუმცა, თავს უკეთ ვიცავდით და მეორე ნახევარში თამაშის ხარისხი შედარებით გამოვასწორეთ.

საბოლოო ჯამში ბუნებრივია კმაყოფილი ვარ, რადგან რეალურად ეს იყო პირველი მატჩი როდესაც ჩვენს წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი კოლექტივი ირჯებოდა..

დრო და დრო გვეძინება, ან შესაძლოა იქ ავფეთქდეთ სადაც ამის საჭიროება საერთოდ არ არის.. სწორი ბალანსის პოვნა გვესაჭიროება.. იყო ეპიზოდი როდესაც ლაციალე გადაღლილი გამოიყურებოდა და სწორედ ამ დროს იყო ტემპის მომატება საჭირო.

სათამაშო ტემპის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება მოგვიწევს, მაშინ როდესაც შევაქებ უკანახაზელებს, რომლებმაც მეტოქის არაერთი სახიფათო კონტრ იერიში ჩაუჭრეს.. შეცვლები ასევე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ დროული იყო.. კოშტა, ჯანი და ბენტანკური კარგად ჩაერთვნენ.

დღეისათვის მე მოედანზე სწორედ ასეთი მახასიათებლების მქონე მოთამაშეები მესაჭიროებოდა.. საერთოდაც დღეისათვის იუვენტუსში არაჩვეულებრივი შემადგენლობაა და შესაზლოა პარმასთან სხვა სტილის ფეხბურთელები გამოვიყენო.

დიბალას შეუძლია ზონებს შორის პროდუქტიული კავშირი უზრუნველყოს.. ანალოგიური ძალუძს ბერნარდესკისაც.. მაგრამ მოთამაშეები რომლებიც მუნდიალზე იმყოფებოდნენ, გუნდს გვიან შეუერთდნენ და შესაბამისად მათი ფინტეს მდგომარეობა იდეალურისგან შორს არის.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სასტარტო 11-ეულის არჩევისას ვეძებ ტექნიკის, სისწრაფის და საიმედოობის სინთეზს.. თუმცა, ის ვინც სათადარიგოთა სკამზე რჩება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ არ არის გამოსადეგი.. უბრალოდ 11-ზე მეტს მინდორზე ვერ გავამწესებ..

რონალდუ? იტალიური ფეხბურთი ესპანურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და მას ეს კარგად ესმის. იგი საქმეს ბრწყინვალედ უძღვება. იგი ძალზედ მოკრძალებული ბიჭია და კმაყოფილი ვარ იმ ატმოსფეროთი რაც მან გუნდისთვის მოიტანა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

http://www.myvideo.ge/v/3658273 bonuccim paieba txova baleshikebs

რ ე ა ლ ი ს ტ ი

გუშიმ რაც სპალეტიმ იკადრა ისტორიას შემორჩება. 2-2 გახდა და ლაუტინო 92 ე წუთზე შემოიყვანა )))

Vega
6 years ago

გამოიცნო ზამენა :lool: :lool: :lool:

Gio-Juve2002
6 years ago

რონალდომ რა დროულად წამოვიდა ეს რა ხდება კრიზისია რეალში

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x