ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩის გამო ორად გაყოფილი ალიანც სტედიუმი..

ლეონარდო ბონუჩის ალიანც სტედიუმზე დაბრუნება არცთუ თბილი გამოდგა:

ლეო 1 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავინდებურად იუვეს შავ-თეთრ მაისურში გამოწყობილი გუნდის ტიფოზერიის წინაშე წარსდგა..

თუმცა, მისმა ამ დროებით განშორებამ ლაციოსთან შეხვედრაში სტადიონზე შეკრებილი აუდიტორია ფაქტიურად ორად გაყო..

მთელი მატჩის განმავლობაში კურვა სუდის ტრიბუნა, რომლებიც ბიანკონერის ყველაზე რადიკალი ქომაგებისგან არის შემდგარი, ბურთის ყოველი მიღებისას ლეოს მისამართით უსტვენდნენ..

თავის მხრივ სხვა ტრიბუნებიდან მისი მისამართით არ წყდებოდა მხარდამჭერი შეძახილები და აპლოდისმენტები გარკვეულ ეპიზოდებში, სადაც იტალიელი მცველი საიმედო თამაშის დემონსტრირებას ახდენდა..

კურვა როგორც ჩანს ლეოს ასე იოლად არ აპატიებს და ფეხბურთელს მოუწევს მათი მხრიდან წამოსული აგრესიის ატანა..

5 thoughts on “ბონუჩის გამო ორად გაყოფილი ალიანც სტედიუმი..

  1. მესმის გულშემატკივრების რომ ბონუჩის ვერ პატიობენ მაგრამ ეს ხდება ეხლა დროებითია ყველა ხვდება ეხლაც და მომავალშიც დაინახავს რომ ბონუ არის ვიში კლასი მაგარი საიმედო იგროკია და ის დაიმსახურებს პატივისცემას ტიფოზერიის ძალიან მალე ის 4 შედის ალბათ მცველების :roll: :roll: :roll:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.