ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი:”მოხარული ვარ ტურინში დარჩენით”

მირალემ პიანიჩი ლაციოსთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა:

“ამ ეტაპზე ჩვენი ფიზიკური კონდიციები უკეთესის იმედს ტოვებს, თუმცა პერიოდულად კარგი თამაშის დემონსტრირება ნამდვილად გამოგვდის.

დიახ, ეს არ არის სახიფათო იუვენტუსი, მაგრამ რთულ მდგომარეობაშიც მყოფი გამარჯვებებს რომ აღწევს ბევრს ნიშნავს.

მუხლჩაუხრელად ვშრომობთ, რომ სასურველ ფორმაში მალე შევიდეთ.. შესაბამისად ეს გამარჯვება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტიული წინსვლისთვის.

მოხარული ვარ, რომ ასეთ ფანტასტიურ კლუბში დავრჩი.. შესაბამისად ამ გოლს ჩვენს ქომაგებს და თანაგუნდელებს ვუძღვნი!

ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვნად გავიზარდე, ეს კი უდაოდ ამ დიდებული კლუბის დამსახურებაა.. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!

დიახ, კუნთებთან დაკავშირებით მცირეოდენი პრობლემები მაქვს, თუმცა სერიოზული არაფერია.. ერთი დღე დავისვენებ და შემდგომ ყველაფერს ავწონ დავწონით..

ახლა მთავარია სანაკრებო პაუზამდე პარმასთან შეხვედრაში წარმატებას მივაღწიოთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

:forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x