ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კამორანეზი:”რონალდუს ორ მატჩიანი მშრალი სერია? ეს არაფერს არ ნიშნავს”

იუვენტუსის ექს მარჯვენა ნახევარმცველი მაურო კამორანეზი კრიშტიანო რონალდუზე საუბრობს:

“ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელსაც 500-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი..

საუბარი, რომ მანდ ვერ მოახერხა საწყის ორ შეხვედრაში გოლის გატანა არის უსაქმურობისგან გამოწვეული და საერთო ჯამში არაფერზე არ მეტყველებს.

მერწმუნეთ, უამრავ ბურთს გაიტანს და სეზონის ბოლოს ეს ორი მატჩი არავის არ გაახსენდება.. მას ამისათვის ყველა საჭირო რესურსი გააჩნია.

ფაქტია, რომ იტალიაში სხვა მანერით თამაშს ანიჭებენ უპირატესობას.. უმეტესი გუნდი საკუთარ ნახევარზეა თითქმის მთელი 90 წუთი გამოკეტილი, რაც ბუნებრივია თავისუფალი სივრცის დეფიციტს აჩენს.

იდეალური მისთვის იქნებოდა ბურთის მაშინ მიღება, როცა ერთი მეტოქე ჰყავს წინ.. იგი მას გვერდს ადვილად კი აუვლის, მაგრამ რამდენად ადვილი იქნება მსგავსი პოზიციის მინდორზე ნახვა ეგ მეორე საკითხია.. იტალიაში ეს ძალიან გაჭირდება.

მეორეს მხრივ იუვეში ახლა ისეთი კონკურენციაა წინა ხაზში, რომ ნებისმიერს ვინც მინდორზე იქნება, თავისუფლად შეუძლია პარტნიორს კომბინირებაში მხარი აუბას. ალეგრის უდაოდ შეუძლია ცვლილებების განხორციელება ისე, რომ ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედება არ მოახდინოს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

პირველი არხი პლეიოფის მატჩებს რატო არ აჩვენებს?

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ყველაფერი სილქნეტმა შეისყიდა ახლა ლიგას მარტო სილქნეტის სპორტული არხები გაუშვებს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

აი ეხლა პარმასთან უნდა აიწყვიტოს წესით) მინიმუმ დუბლი კარგი პასუხი იქნება!

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ასე ყველასთვის ხელმისაწვდომი რატომ არის აქ კომენტარის დაწერა?!
არცერთ სხვა გუნდის საიტზე არარის ანალოგი

არაგველი
არაგველი
6 years ago

არცერთი სხვა გუნდი იუვე არაა და არც მისი ანალოგი :) ასევე ტიფოზერიაც და საიტიც :):)

რამოსი
რამოსი
6 years ago

ვინც თვლის რომ იუვეში ფულის გამო გადავიდა აზრზე არაა ფეხბურთის, დაიღალა 9 წელი ერთ კლუბში იყო და მუღამი დაეკარგა თან ზედიზედ ლიგები მოიგო ახლა უნდა იუვეშიც დაიმკვიდროს სახელი და ხალხს შეაყვაროს თავი ძნელი იქნება ისე შეუყვარდეს იუვეს ქომაგებს როგორც მანჩესტერის და მადრიდისტებს უყვართ მაგრამ რონალდო ლიგას მოგიტანთ ხალხი კი ამას არასდროს დაუვიწყებს… აი ესაა მისი მიზანი 3 კლუბი სამივეში ლიგა და სამივეში ოქროს ბურთი რომელიც ერთადერთს გახდის ფეხბურთის ისტორიაში რომელმაც ეს შეძლო

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ისეთი შუაზე რომ გაიხეს მაინც ვერ იქნება როოგორიც რეალში იყო ჯერ მარტო სასტავს და ცენტრს გადახედეთ ძან მიქარა როცა ფულის გამო იუვეში გადავიდა ასეთი ტუპოი თუიყო არ მეგონა ტიპი ასაკშია და ახლა უფრო ჭირდებოდა რეალი ამას ვიდრე რეალს ეს ბოდიში იუვენტინოებო მაგრამ ეს ასეა რეალამდე ბევრი უკლია იუვეს

CM8
CM8
6 years ago

შარშან ლა ლიგაშიც მსგავსად თამაშობდა,ნუ იბოღმებით ამ ადამიანზე,დაამთავროს კარიერა და ვნახავთ სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება,ფულს რაც შეეხება რეალმაც შესთავაზა მსგავსი კონტრაქტი და სხვა კონტინენტებიდან ლამის ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდნენ ვიდრე აქ უხდიან. ახალი გამოწვევა უნდოდა და არა 5 მილიონით მეტი ხელფასი.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x