ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარსელო და რონალდო კვლავ ერთად?

ბრაზილიელს ექს თანაგუნდელთან ერთად თამაში სურს…

Tuttosport-ის ცნობით, მადრიდის რეალის მცველს, მარსელოს კარიერის გაგრძელება ტურინის იუვენტუსში სურს, სადაც მიმდინარე ზაფხულს მისი ექს თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდო თამაშობს. წყაროს ინფორმაციით, შეთანხმება შესაძლოა 2019 წლის ზაფხულში შედეგ.

მოსალოდნელია, რომ ბებერი სენიორა 30 წლის ბრაზლიელის სანაცვლოდ 45-50 მილიონ ევროს გაიღებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერზე რონალდოს აგენტი ჟორჟე მენდეშიც იმუშავებს.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი მცველი რეალში 2007 წლიდან გამოდის. მისი კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2022 წლამდეა გათვლილი. Transfermarkt.de-ს ინფორმაციით კი, მარსელოს ღირებულები 60 მილიონი ევროა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ეს უკვე ზღაპარი იქნება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x