ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი სატრანსფერო პოლიტიკაზე და საინტერესო ფაქტებზე..

ბიანკონერის ექს სპორტულმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:

ეიფორია იუვენტუსის გარშემო საგრძნობლად გაიზარდა.. ალეგრის ვურჩიე რომ საკუთარ თავთან მალე გარკვეულიყო და გადაწყვეტილება მიეღო.. საბედნიეროდ მან ჩემი რჩევა გაითვალისწინა.

მაროტა კარგი ადმინისტრატორია, თუმცა ნუ დავივიწყებთ პარატიჩის.. იგი მის ნაყოფიერ საქმეზე ზედმიწევნით კარგად მოქმედებს..

ბონუჩის უკან ნამდვილად არ დავაბრუნებდი.. კალდარას მილანისთვის დათმობა მტკივნეულია, თუმცა იგუაინის სიტუაციიდან გამომდინარე ეს ფაქტიურად მსხვერპლშეწირვა იყო.

სპალეტის ძალიან კარგად ვიცნობ.. როდესაც ის საუბრობს გეგონებათ თქვენ წინ მამაო ქადაგებს.. თუმცა, ინტერმა რეალურად კარგი გუნდი ააწყო.. საიმედო მცველი დე ვრეის სახით.. მობილური ცენტრალური ნახევარმცველი ნაინგოლანი და ჩემპიონური მენტალიტეტის მქონე ლაუტარო მარტინესი..

რომამ უკვე შექმნილი ფეხბურთელები გაასხვისა და გათვლა მომავალზე გააკეთა.. მათი პრობლემა უბრალოდ იმაში მდგომარეობს, რომ მოსვლიდან ზუსტად 10 წუთში ამ ახალწვეულებს გმირებად ნათლავენ. თუნდაც, კლიუვერტს შეხედეთ..

ნაპოლი კარგი გუნდია, მაგრამ მეეჭვება სკუდეტო მოიგონ. ანჩელოტი გამორჩეული სპეციალისტი და დიდებული პიროვნებაა, მაგრამ ნეაპოლელებისთვის ეს საკმარისი არ იქნება.

იუვენტუსში ანჩელოტის შესაძლოა შესაბამისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ მასთან ერთად კარგი ორი სეზონი გავატარეთ.. მაშინ ჩვენ ორივე სკუდეტო ხელიდან გამოგვლიჯეს.. ჯერ იყო და პერუჯაში თავსხმა წვიმაში გვათამაშეს და ნუ შემდგომ ტურინში რატომღაც ნაკატას თამაშის უფლება დართეს, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა.. ეს მისი ცხოვრების ეპიკური დღე იყო..

ბერლუსკონიმ დამირეკა და ანჩელოტისთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება აინტერესებდა.. მახსოვს როგორ ავავსე კომპლიმენტებით.. შემდგომ მითხრა:”დაურეკე და ჩემთან გამოუშვი..”

ფაქტია, კარლომ მილანის შემდეგ მხოლოდ ორი დიდებული გუნდი გაწვრთნა.. ვესაუბრებ იუვეს ქომაგებს, რომელმაც მითხრეს, რომ ანჩელოტი ღორია.. მაშინ გამოდის რომ ჩვენს ოჯახში პირველი ღორი გაჩნდება, რადგან კარლო იუვენტუსში აუცილებლად მოვა.. მახსოვს პირველივე წაგების შემდეგ, როგორ შეახსენებს იუვეს ქომაგებმა ეს ზედმეტსახელი..”

21 thoughts on “მოჯი სატრანსფერო პოლიტიკაზე და საინტერესო ფაქტებზე..

  1. დდდ 180 მილიონად დიბალა? აჰა და წაიყვანონ მაინც ვერაფერს აკეთებს დიდს გუნდში

  2. ერთმა ჟურნალისტმა დადო და აყვა ჭორ ბიურო ) აბა თქვენ იცით ) დიბალას რეალი 180 მილიონად არ წაიყვანს )) ეგეთი დაბოლილებიც არ არიან ჯერ ))

  3. იტოგში არგენტინული პრესა წერს რა აბოლას ჟურნალისტის თვითერზე დევს ეგ ინფო ვინმე მაურისიო ჰიდალგო

  4. დათო მარტო ქართული საიტები არ წერენ მაგას და რაღაცაშია საქმე დიბოსთან დაკავშირებით. გაბრაზება მს არ ჯობია გადაამოწმო და დადო ის რასაც წერენ?

  5. აი ის ძველი დრო მომენატრა იუვე რო ანგრევდა ევროპაში ყველაფერს დელპიერო ტრეზეგე პირლო დიდი იმედი მაქვს ეს იუვე დაბრუნდება რონალდუს თაოსნობით!! ფორზა იუვეეეე :forza: :forza: :forza:

  6. აუ აუ ) ახლა მომისმინეთ ) უჯიშო ქართულ საიტზე რაღAც სისულელე დაიდო აქ ნუ აკოპირებთ და ხალხი შეცდომაში ნუ შეგყავთ :) !

  7. RანალდუZE ტქვა კიდევ მე არ გადავიხდიდი ამ თანხასო და რა თანხაზეა საუბარი როცა მარკეტინგის მხრივაც მომგებიანი სვლაა
    ვერარის ცოტა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.