ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”ყველაფერი ჩვენს ხელთ არის”

ჯუზეპე მაროტამ წილისყრის შედეგებზე ისაუბრა:

“კომენტარი იგივე სტილის იქნება.. ყველაფერი ჩვენს ხელთ არის.. მთავარია როგორი განწყობით და მოტივაციით გავალთ მოედანზე.. ლიგა ისეთი გათამაშებაა, სადაც ყველაფერი შეიძლება ერთ კონკრეტულ მატჩში გადაწყდეს.. შესაბამისად თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრირების მოხდენაა საჭირო..

გამიჭირდება იმის თქმა ვართ თუ არა მთავარი ფავორიტები, მაგრამ ფავორიტთა შორის რომ შევდივართ ამას წყალი არ გაუვა.. უდაოდ რონალდუს მოსვლა ანიელის დიდი დამსახურებაა.. ჩვენ არჩევანი ხარისხის მნიშვნელოვნად ამაღლებაზე გავაკეთეთ.. რთულია დავმალოთ, რომ გვსურს ოცნება რომელიც გვაქვს, სულ მალე რეალურ მიზანს დაემსგავსოს.

კრიშტიანომ ერთპიროვნულად გადაწყვიტა ამ ცერემონიალის გამოტოვება.. საუკეთესო მოთამაშის პრიზი ფეხბურთელს ლიგაზე ჩატარებული სეზონიდან უნდა გადაეცემოდეს და არა მსოფლიო ჩემპიონატის გათვალისწინებით.. ბუნებრივია ეს საწყენი გადაწყვეტილება იყო..

ვერაფერს გეტყვით მწვრთნელების, ჟურნალისტების და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებაზე.. თუმცა, მე რომ მქონოდა ხმის საშუალება ბუნებრივია რონალდუს დავუჭერდი მხარს და არა იმიტომ რომ ახლა იგი ჩვენი ფეხბურთელია.. ამ გადაწყვეტილებას როგორც ფეხბურთის მოყვარული ენთუზიაზისტი ისე მივიღებდი..

კრიშტიანო უდიდესი პროფესიონალია, რომელიც დარწმუნებული ვარ ახლა პარმასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთელი კოლექტიური სპორტია და წარმატება ერთიანი მუხლჩაუხრელი შრომით მიიღწევა”.

3 thoughts on “მაროტა:”ყველაფერი ჩვენს ხელთ არის”

  1. კარგია მესამე ტურში რო ვხვდებით იუნაიტედს,მანამდე ასეთუისე შეთამაშდება გუნდი,გაასწორებს ისე ოლდტრაფორდზე თამაში რახანია არ შევხვედრივართ ემიუს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.