ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

გთავაზობთ შეშლილი მაქსის ძალიან საინტერესო წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, ესაუბრეთ თუ არა ფეხბურთელებს და თუ უთხარით, რომ იუნაიტედის გარდა ვალენსიასაც უნდა უფრთიხლდნენ?

“ამ თემაზე ჩვენ სასუოლოსთან შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. ახლა გუნდი კონცენტრირებული შიდა ასპარეზზეა და თუ კალენდარს შევხედავთ, მაშინ ნათლად დავინახავთ რომ პარმასთან გვიწევს მორიგი დაპირისპირება.. ბუნებრივია იუნაიტედიც და ვალენსიაც, ორი ძლიერი კლუბია რომელთან ჭიდილი საინტერესო და დაძაბული იქნება.. არ უნდა დავივიწყოთ აუტსაიდერი შვეიცარიული კლუბი სტადიონზე არსებული ატმოსფეროს გათვალისწინებით”.

მეორე კითხვა დიბალას ეხება.. რამდენად პოზიტიურად ან ნეგატიურად მოქმედებს მასსზე ის ფაქტი, რომ ახლა მთელი ყურადღება რონალდუზეა მიპყრობილი?

“ის თავს მშვიდად გრძნობს.. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ გუნდს გვიან შეუერთდა და მხოლოდ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მას და სხვებსაც ფორმის აკრეფვა მოუწევთ.. რონალდუს მოსვლა კი თითოეული მათგანისთვის დამატებითი სტიმულია. ფეხბურთში მნიშვნელოვანია ორი რამ: მოედანი და დაუღალავი სირბილი, რომელიც შესაძლოა მთავარი არა, მაგრამ გარკვეულ მატჩებში წარმატების მომტანია. სხვა დანარჩენი ნაკლებად მაინტერესებს და არამარტო მე არამედ მთელს სამწვრთნელო შტაბს, რომელიც პასუხისმგებელია მოთამაშეების ფორმის პიკზე გაყვანაში, რასაც აქამდე წარმატებით ვართმევდით თავს”..

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორ შეხვდა რონალდუ უეფას გადაწყვეტილებას წლის მოთამაშესთან დაკავშირებით?

“კრიშტიანო თავს კარგად გრძნობს და სამწვრთნელო სესიაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. სრულებით ლოგიკურია ის ბრაზი რომელიც მას უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ გააჩნდა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პორტუგალიელმა პარტნიორებთან ერთად 15 გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.. სწორედ ამაში მდგომარეობდა მისი განრისხება.. იგი განაგრძობს შრომას და სურს კვლავინდებურად საუკეთესო იყოს!”

არის თუ არა შანსი, რომ პარმას წინააღმდეგ მინდორზე ემრე ჯანს ვიხილავთ?

“პირველივე წუთებიდან მოედანზე ან მას ან ხედირას ვიხილავთ..”

თქვენი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა მიიღო რონალდუმ, როდესაც უეფას დაჯილდოების ცერემონიალზე წასვლა იუარა? გაჩნდა მოსაზრება, რომ იგი ვარსკვლავური სენით არის შეპყრობილი..

“ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და უმჯობესია პატივი ვცეთ.. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ იგი შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია და თასის ღირსეული მფლობელი. შესაბამისად, ეს მის კარიერაში მორიგი დიდებული სეზონი იყო.. ამით ყველაფერი ნათქვამია”.

შესაძლებელია თუ არა შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელის ხილვა, რომელიც ამ მატჩისთვის ნაკლებად მომზადებულია? მაგალითად პიანიჩი რომელზეც დაიწერა თითქოს კუნთის არეში ჰქონდა პრობლემები..

“მირალემმა მთელი კვირის მანძილზე აქტიურ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა და ტესტებმაც შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. საერთოდაც, ყველა ფეხბურთელი ჩემს განკარგულებაშია და ახლა მთავარია ფიზიკური კონდიციები გავიუმჯობესოთ, რადგან საკუთარი გზის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით.

პარმაზე ვიტყვი, რომ იუვესთვის იგი ფრიად პრობლემატური კლუბია.. 24 შეხვედრაში 7-ჯერ იმარჯვა პარმამ, 10-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 7-ჯერ იუვენტუსმა.. ბურთები თუ არ ვცდები არის 26-24 იუვეს სასარგებლოდ.. შესაბამისად ასეთი მონაცემებით ნათელი ხდება რაოდენ რთული დაპირისპირება გველის.. იტალიაში არიან ასეთი ტიპის უხერხული კლუბები.. ამიტომაც მაქსიმალური კონცენტრირება და სამი ქულის აუცილებლად მოპოვება გვმართებს, პარმასთან პატივისცემის და მიუხედავად”.

პირველ ორ შეხვედრაში ერთადერთი რგოლი, რომელსაც ხელი არ ახლეთ, იყო დაცვის ხაზი.. შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ახლაც იგივე სიტუაცია იქნება?

“ერთადერთი კითხვის ნიშანი მარჯვენა ფლანგს ეხება.. დაცვას ვგულისხმობ.. აქ ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ვინ დაიწყებს სასტარტოში კანსელუ თუ კუადრადო..

აი ნახევარმცველებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებაა მისაღები.. ორი თუ სამი..

საინტერესოა როგორ ჩაიარა ემრე ჯანის პირველმა ორმა ტურინულმა თვემ?

“ნუ დაგვავიწყდება, რომ ლივერპულში მას მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული. კიევოსთან და ლაციოსთან გერმანელმა დაგვიმტკიცა, რომ ეტაპობრივად შედის ფორმაში.. ცუდად მან არცერთ მატჩში არ წარმოაჩინა თავი. ფაქტია, რომ ემრე ნაბიჯ-ნაბიჯ კრეფს ფორმას და როდესაც საბოლოოდ გაივლის ადაპტაციის პერიოდს, მაშინ ჩვენს წინაშე საკმაოდ მობილური და ძლიერი ნახევარმცველი გამოჩნდება”..

შეტევიდან მხოლოდ რონალდუს არ შეხებია როტაცია.. ხვალ სათადარიგოდან ხომ არ დაიწყებს?

“პორტუგალიელი საწყისი წუთებიდანვე შეუტევს მეტოქის კარს. მის მხარდამხარ იქნება მანჯუკიჩიც.. აი მესამესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.. შესაძლოა საერთოდ მეოთხეც კი იყოს”.

მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი მთავარი მიზანი სათამაშო ხარისხის გაუმჯობესება არის, ახალწვეულების ხარჯზე.. როგორ აპირებთ თამაშს? ისევ იმ პოზიციით, რომ მთავარი გამარჯვებაა? არ გსურთ, რომ სათამაშო მოდელით სხვებისთვის მისაბაძი გახდეთ?

“არ მინდა ვიყო მოდელი, რადგან ახლა უკვე 51 წლის ვარ(იცინის).. შესაძლოა განათლება არ მყოფნის, მაგრამ რას ნიშნავს ითამაშო კარგად? ამას მართლა ვერ ვხვდები და იქნებ აქ ვინმემ ეს ამიხსნას.. მე ვგიჟდებოდი სიამოვნებისგან, როდესაც ვუყურებდი თუ როგორ იმარჯვებდნენ ლიპის, კაპელოს და საკის გუნდები.. არავინ წერდა მაშინ რომ იმ კონკრეტულ სეზონში იყო რომელმაც ითამაშა საოცრად, მაგრამ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.. ისტორიას, მხოლოდ გამარჯვებული ამახსოვრდება.. ჩვენ ორჯერ გავედით ლიგის ფინალში, მაგრამ კარგი იქნებოდა მინიმუმ ერთში მაინც მიგვეღწია წარმატებისთვის.

დიახ, კარგი ფეხბურთელები საჭიროა და ამისთვის იხდის კლუბი 100 მილიონს რონალდუში.. სხვა შემთხვევაში ყველაფერი იგივე წრეზე წავიდოდა. ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად არის.. საუკეთესოებისთვის გამარჯვება აუცილებელია. ვფიქრობ, ფეხბურთში ყველაფერს იოლს ვხდით.. შესაძლოა სწორედ ეს არ მოწონს ბევრს..”

არის თუ არა ბენატია გუნდში დარჩენით ბედნიერი?

“ამ ეტაპზე გუნდში არნახულად დიდი კონკურენციაა და ბუნებრივია თითოეულს მოედანზე ყოფნა სურს. ჩემს განკარგულებაში უმაღლესი დონის 5 ცენტრალური მცველი ირიცხება.. თუ ვინმეს წასვლა სურს, უმჯობესია კარი გააღოს და დაგვტოვოს.. ბენატიას რაც შეეხება იგი ბედნიერია იუვეში დარჩენით.. მაროკოელი კარიერას იუვეში განაგრძობს”.

ხედირა თქვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია, მაგრამ მას ფანები და ჟურნალისტები ხშირად აკრიტიკებენ..

“ფეხბურთელი რომელიც არის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი.. არის მსოფლიო ჩემპიონი.. ნათამაშები აქვს დიდებული ფეხბურთელების გვერდით.. უმუშავია გამორჩეულ სპეციალისტებთან ერთად. როგორ უნდა დაიწუნო? გამოდის ჩვენ მწვრთნელებს, რომლებსაც მოგვწონს მისი მახასიათებლები საერთოდ არაფერი არ გაგვეგება..

მახსოვს, რომეო ანკონეტანი ხშირად მეუბნებოდა:”შენ დღეს მოედანზე გახვალ, თუ მასსზე ითამაშებ?” შესაბამისად ხედირასთანაც იგივე პრინციპია.. ზოგჯერ მას გამოდის, ზოგჯერ ნაკლებად.. მაგრამ ნუთუ ყველა ფეხბურთელი ეს არ არის? ან თუნდაც მწვრთნელი.. სამწვრთნელო სესიის დროს მეც ვღებულობ მცდარ და სწორ გადაწყვეტილებებს.. ეს სეზონის განუყოფელი ნაწილია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
6 years ago

ბიჭებო თქვენ არ ფიქრობთ რომ სარი არცერთ იტალიელ მწვრთნელს არ გავს და მისი იდეები გვარდიოლასთან უფრო ახლოოსაა? იმენა ცდილობს ბურთი არ ანახოს მოწინააღმდეგეს.მუდამ ფლობა და კონტროლიმ ნაპოლიშიც ასე იყო მარა ჩელსიში კიდევ უფრო წინ წავიდა და 85% ბურთის ფლობა აქვს

დათო777
დათო777
6 years ago

LEVANA777
შენივე დაკოპირებულში ვიკიპედიადან წერია რომ უეფას თასი მოგებული აქვს სამჯერ და 2 ჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ნეტა ენამ გიყივლოს და წელს იყოს მესამე

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x