ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

გთავაზობთ შეშლილი მაქსის ძალიან საინტერესო წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, ესაუბრეთ თუ არა ფეხბურთელებს და თუ უთხარით, რომ იუნაიტედის გარდა ვალენსიასაც უნდა უფრთიხლდნენ?

“ამ თემაზე ჩვენ სასუოლოსთან შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. ახლა გუნდი კონცენტრირებული შიდა ასპარეზზეა და თუ კალენდარს შევხედავთ, მაშინ ნათლად დავინახავთ რომ პარმასთან გვიწევს მორიგი დაპირისპირება.. ბუნებრივია იუნაიტედიც და ვალენსიაც, ორი ძლიერი კლუბია რომელთან ჭიდილი საინტერესო და დაძაბული იქნება.. არ უნდა დავივიწყოთ აუტსაიდერი შვეიცარიული კლუბი სტადიონზე არსებული ატმოსფეროს გათვალისწინებით”.

მეორე კითხვა დიბალას ეხება.. რამდენად პოზიტიურად ან ნეგატიურად მოქმედებს მასსზე ის ფაქტი, რომ ახლა მთელი ყურადღება რონალდუზეა მიპყრობილი?

“ის თავს მშვიდად გრძნობს.. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ გუნდს გვიან შეუერთდა და მხოლოდ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მას და სხვებსაც ფორმის აკრეფვა მოუწევთ.. რონალდუს მოსვლა კი თითოეული მათგანისთვის დამატებითი სტიმულია. ფეხბურთში მნიშვნელოვანია ორი რამ: მოედანი და დაუღალავი სირბილი, რომელიც შესაძლოა მთავარი არა, მაგრამ გარკვეულ მატჩებში წარმატების მომტანია. სხვა დანარჩენი ნაკლებად მაინტერესებს და არამარტო მე არამედ მთელს სამწვრთნელო შტაბს, რომელიც პასუხისმგებელია მოთამაშეების ფორმის პიკზე გაყვანაში, რასაც აქამდე წარმატებით ვართმევდით თავს”..

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როგორ შეხვდა რონალდუ უეფას გადაწყვეტილებას წლის მოთამაშესთან დაკავშირებით?

“კრიშტიანო თავს კარგად გრძნობს და სამწვრთნელო სესიაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. სრულებით ლოგიკურია ის ბრაზი რომელიც მას უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ გააჩნდა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პორტუგალიელმა პარტნიორებთან ერთად 15 გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.. სწორედ ამაში მდგომარეობდა მისი განრისხება.. იგი განაგრძობს შრომას და სურს კვლავინდებურად საუკეთესო იყოს!”

არის თუ არა შანსი, რომ პარმას წინააღმდეგ მინდორზე ემრე ჯანს ვიხილავთ?

“პირველივე წუთებიდან მოედანზე ან მას ან ხედირას ვიხილავთ..”

თქვენი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა მიიღო რონალდუმ, როდესაც უეფას დაჯილდოების ცერემონიალზე წასვლა იუარა? გაჩნდა მოსაზრება, რომ იგი ვარსკვლავური სენით არის შეპყრობილი..

“ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და უმჯობესია პატივი ვცეთ.. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ იგი შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია და თასის ღირსეული მფლობელი. შესაბამისად, ეს მის კარიერაში მორიგი დიდებული სეზონი იყო.. ამით ყველაფერი ნათქვამია”.

შესაძლებელია თუ არა შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელის ხილვა, რომელიც ამ მატჩისთვის ნაკლებად მომზადებულია? მაგალითად პიანიჩი რომელზეც დაიწერა თითქოს კუნთის არეში ჰქონდა პრობლემები..

“მირალემმა მთელი კვირის მანძილზე აქტიურ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა და ტესტებმაც შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. საერთოდაც, ყველა ფეხბურთელი ჩემს განკარგულებაშია და ახლა მთავარია ფიზიკური კონდიციები გავიუმჯობესოთ, რადგან საკუთარი გზის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით.

პარმაზე ვიტყვი, რომ იუვესთვის იგი ფრიად პრობლემატური კლუბია.. 24 შეხვედრაში 7-ჯერ იმარჯვა პარმამ, 10-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 7-ჯერ იუვენტუსმა.. ბურთები თუ არ ვცდები არის 26-24 იუვეს სასარგებლოდ.. შესაბამისად ასეთი მონაცემებით ნათელი ხდება რაოდენ რთული დაპირისპირება გველის.. იტალიაში არიან ასეთი ტიპის უხერხული კლუბები.. ამიტომაც მაქსიმალური კონცენტრირება და სამი ქულის აუცილებლად მოპოვება გვმართებს, პარმასთან პატივისცემის და მიუხედავად”.

პირველ ორ შეხვედრაში ერთადერთი რგოლი, რომელსაც ხელი არ ახლეთ, იყო დაცვის ხაზი.. შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ახლაც იგივე სიტუაცია იქნება?

“ერთადერთი კითხვის ნიშანი მარჯვენა ფლანგს ეხება.. დაცვას ვგულისხმობ.. აქ ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ვინ დაიწყებს სასტარტოში კანსელუ თუ კუადრადო..

აი ნახევარმცველებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებაა მისაღები.. ორი თუ სამი..

საინტერესოა როგორ ჩაიარა ემრე ჯანის პირველმა ორმა ტურინულმა თვემ?

“ნუ დაგვავიწყდება, რომ ლივერპულში მას მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული. კიევოსთან და ლაციოსთან გერმანელმა დაგვიმტკიცა, რომ ეტაპობრივად შედის ფორმაში.. ცუდად მან არცერთ მატჩში არ წარმოაჩინა თავი. ფაქტია, რომ ემრე ნაბიჯ-ნაბიჯ კრეფს ფორმას და როდესაც საბოლოოდ გაივლის ადაპტაციის პერიოდს, მაშინ ჩვენს წინაშე საკმაოდ მობილური და ძლიერი ნახევარმცველი გამოჩნდება”..

შეტევიდან მხოლოდ რონალდუს არ შეხებია როტაცია.. ხვალ სათადარიგოდან ხომ არ დაიწყებს?

“პორტუგალიელი საწყისი წუთებიდანვე შეუტევს მეტოქის კარს. მის მხარდამხარ იქნება მანჯუკიჩიც.. აი მესამესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.. შესაძლოა საერთოდ მეოთხეც კი იყოს”.

მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი მთავარი მიზანი სათამაშო ხარისხის გაუმჯობესება არის, ახალწვეულების ხარჯზე.. როგორ აპირებთ თამაშს? ისევ იმ პოზიციით, რომ მთავარი გამარჯვებაა? არ გსურთ, რომ სათამაშო მოდელით სხვებისთვის მისაბაძი გახდეთ?

“არ მინდა ვიყო მოდელი, რადგან ახლა უკვე 51 წლის ვარ(იცინის).. შესაძლოა განათლება არ მყოფნის, მაგრამ რას ნიშნავს ითამაშო კარგად? ამას მართლა ვერ ვხვდები და იქნებ აქ ვინმემ ეს ამიხსნას.. მე ვგიჟდებოდი სიამოვნებისგან, როდესაც ვუყურებდი თუ როგორ იმარჯვებდნენ ლიპის, კაპელოს და საკის გუნდები.. არავინ წერდა მაშინ რომ იმ კონკრეტულ სეზონში იყო რომელმაც ითამაშა საოცრად, მაგრამ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.. ისტორიას, მხოლოდ გამარჯვებული ამახსოვრდება.. ჩვენ ორჯერ გავედით ლიგის ფინალში, მაგრამ კარგი იქნებოდა მინიმუმ ერთში მაინც მიგვეღწია წარმატებისთვის.

დიახ, კარგი ფეხბურთელები საჭიროა და ამისთვის იხდის კლუბი 100 მილიონს რონალდუში.. სხვა შემთხვევაში ყველაფერი იგივე წრეზე წავიდოდა. ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად არის.. საუკეთესოებისთვის გამარჯვება აუცილებელია. ვფიქრობ, ფეხბურთში ყველაფერს იოლს ვხდით.. შესაძლოა სწორედ ეს არ მოწონს ბევრს..”

არის თუ არა ბენატია გუნდში დარჩენით ბედნიერი?

“ამ ეტაპზე გუნდში არნახულად დიდი კონკურენციაა და ბუნებრივია თითოეულს მოედანზე ყოფნა სურს. ჩემს განკარგულებაში უმაღლესი დონის 5 ცენტრალური მცველი ირიცხება.. თუ ვინმეს წასვლა სურს, უმჯობესია კარი გააღოს და დაგვტოვოს.. ბენატიას რაც შეეხება იგი ბედნიერია იუვეში დარჩენით.. მაროკოელი კარიერას იუვეში განაგრძობს”.

ხედირა თქვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია, მაგრამ მას ფანები და ჟურნალისტები ხშირად აკრიტიკებენ..

“ფეხბურთელი რომელიც არის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი.. არის მსოფლიო ჩემპიონი.. ნათამაშები აქვს დიდებული ფეხბურთელების გვერდით.. უმუშავია გამორჩეულ სპეციალისტებთან ერთად. როგორ უნდა დაიწუნო? გამოდის ჩვენ მწვრთნელებს, რომლებსაც მოგვწონს მისი მახასიათებლები საერთოდ არაფერი არ გაგვეგება..

მახსოვს, რომეო ანკონეტანი ხშირად მეუბნებოდა:”შენ დღეს მოედანზე გახვალ, თუ მასსზე ითამაშებ?” შესაბამისად ხედირასთანაც იგივე პრინციპია.. ზოგჯერ მას გამოდის, ზოგჯერ ნაკლებად.. მაგრამ ნუთუ ყველა ფეხბურთელი ეს არ არის? ან თუნდაც მწვრთნელი.. სამწვრთნელო სესიის დროს მეც ვღებულობ მცდარ და სწორ გადაწყვეტილებებს.. ეს სეზონის განუყოფელი ნაწილია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

რა არის ამაში გასაოცარი და საქილიკო რომ გუნდს გამართლება სჭირდება ლიგაზე???ნებისმიერ გუნდს უნდა გამართლება ნათქვამიცაა ძლიერებს უმართლებსო ვაახ ყველაფერზე როგორ შეიძლება კაცმა ისპორო მართლა არ მესმის :lool: :lool: :lool:

დათო777
დათო777
6 years ago

არც არაფერი, გამართლებას იმას არ ვამბობ პენლები გვაჩუქონ, არ გამართლება იყო ნედვედმა რომ გამოტოვა ფინალი, რეალთან წაგებული 1-0 მიატოვიჩის გოლით

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

LEVANA777 says: ორი ლიგა აქვს იუვეს მოგებული მეტი არა

დათო777
დათო777
6 years ago

LEVANA 777
მეგობარო 3-ჯერ მოგებული აქვს უეფას თასი და 2-ჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

კი ეგრეა :up:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეს უნდა იყოს ბოლო სეზონი ალეგრისთვის. რომც მოიგოს ლიგა მაინც! იმიტო რო ბოლო პერიოდია, გაიყინა გუნდი ერთ ადგილზე თამაშის ხარისხის მხრივ. მოურინიოს ვარიანტი ემართება ამასაც, პროსტა ჯერ უფრო იოლ ფორმებში აქვს) რო იძახის კარგი იქნებოდა 1 ფინალი მაინც მოგვეგოო რატო ვერ მოიგო მაშინ თავისი ტაქტიკით? ბარსა მაშინ რეალურად უფრო ძლიერი იყო, მარა რეალთან რაც მოხდა, არანაირი ლოგიკური ახსნა არა აქვს მაგას! კაროჩე ამოწურა თავის თავი ამ კაცმა რა. ეს არ ნიშნავს იმას რო ბანძი მწვრთნელია, მარა დგება ხოლმე მომენტები, როცა ბუქსაობ რა და კაკრას ეგ მომენტი უდგას ეხლა ალეგრის!

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

თუ ძმა ხარ გვითხარი რაა ჯერჯერობით სად დაინახე რომ ალეგრიმ იბუქსავა ???

vega
vega
6 years ago

გამართლების იმედად თუ ვართ ლიგაზე მალადეც. ან რა ჯანდაბად გვინდა ასეთი მოგებული? კიდევ კაეგი იუვემ გამართლებით თამაშგარეთ გამოგონილი პენალტებით არ მოიგო ლიგა. მასეთ გამარჯვებებს შესც… ასამოამ რა. გამარჯვება მხოლოდ ღირსეული და ბრძოლით და თამაშით.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ძალიან მაღლა ვართ სერია ას გუნდებზე ესე კვირაში თითო თამაში როცა გვექნება ქულა არუნდა დავკარგოთ…

LEVANA777
LEVANA777
6 years ago

ლიგაზე როგორ არ გვინდა გამართლება გვინდა იასნა ((( წელს უნდა გატყდეს ნავსი და ავწიოთ თასი თორე უკვე ნერვები მეშლება ამხელა გუნდი ვართ და 3 ლიგა გვაქვს ეგეც ბილოს მოვიგეთ 20 წლის უკან ეხლა რაც შეეხება მილანს ამ გუნდს უკვე ეტყობა რო დიდ გუნდებთან თამაში არ ეშინია როამსთანაც კარგად გამოჩნდა ეს და ნაპოლისთანაც უბრალოდ ეხლა მთავარია სუსტ გუნდებთან ქულები არ დაკარგონ წელს უნდა ეცადონ ითხეულში შესვლა

დათო777
დათო777
6 years ago
Reply to  LEVANA777

2 ლიგა გვაქ და 7 თუ 8 ფინალი ცაგებული, მილანს იგუაინმა დატყო ხარისხი და რატომგაც მე-2 ადგილზე თუ არა მე-3 მეზე უეცჰველი მგონია

LEVANA777
LEVANA777
6 years ago

3 გვაქ 3 და რამდენი წაგებული ძააან ცუდია

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
6 years ago
Reply to  LEVANA777

2 გვაქ

LEVANA777
LEVANA777
6 years ago

ბებერი ქალბატონი“, როგორც „იუვეს“ ხშირად მოიხსენიებენ, მესამე კლუბია იტალიის ყველაზე ასაკოვანთა შორის, დღეს არსებულთაგან მხოლოდ „ჯენოა“ (1893) და „უდინეზე“ (1896) დაარსდნენ „იუვენტუსზე“ ადრე. „იუვე“ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე წარმატებული კლუბია, მის აქტივშია 63 ტიტული, ყველაზე მეტი იტალიაში. გუნდის პირველი წარმატება ჩემპიონატში 1905 წლით თარიღდება. აქედან მოყოლებული „იუვენტუსმა“ სარეკორდოდ, 34-ჯერ[1] შეძლო ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, 13-ჯერ დაეუფლა კლუბი იტალიის თასს, 7-ჯერ იტალიის სუპერთასს, ჯამში 52 გათამაშებაში აქვს გამარჯვება მოპოვებული იტალიაში, პირველი საერთაშორისო ტიტული „იუვესთვის“ იყო 1977 წელს მოგებული უეფას თასი. სულ ამ ტურნირზე „იუვემ“ 3 ჯერ იზეიმა გამარჯვება. 1985 და 1996 წლებში ტურინის „იუვენტუსმა“ უეფას ჩემპიონთა თასის (1992 დან ჩემპიონთა ლიგა)

LEVANA777
LEVANA777
6 years ago

აჰა და წაიკითხეთ ბოლომდე და მიხვდებით რამდენი აქსვ მოგებული ვიკიპედიიდან დავაკოპირე

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago
Reply to  LEVANA777

1992 წელ ბარსალონამ მოუგო სამპდორიას. იუვეს ნამდვილად ორი ლიგა აქვს (ერთი ჩემპიონთა თასი და ერთი ლიგა), იმედია ენამ გიყივლა და მესამე დაიდება წელს :)

:forza: :forza: :forza:

არაგველი
არაგველი
6 years ago
Reply to  OLD Juventus

პირველი საერთაშორისო ტუტული მოიპოვა უეფას თასი და ეს ტურნირი (უეფა, წერტილია მანდ და მერე რაც წერია მაგას ეხება) 3ჯერ. ლიგა კი 2ჯერ აქვს 85 და 96

დათო777
დათო777
6 years ago

კაროჩე წელს სერია A მაგრა დაიძაბება, ოთხეულისთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს, რომამ ახლგაზრდებზე გაკეთა აქცენტი და ბევრი ჩავარდნა ექნებათ ასე მგონია, ყველაზე დიდი სიურპრიზს მილანი და გადუზო შემიგვთავაზებს

maradona73
6 years ago

დათო777,

გამართლებით იუვეს არ გაუმართლებს ლიგის მოგებაზე.
უბრალოდ სხვაზე იმდენად ძლიერები უნდა ვიყოთ რომ მთელი 90 წუთი გამოუღებლად ვ**ვდეთ. :c: :mrgreen:

დათო777
დათო777
6 years ago
Reply to  maradona73

ერთხელ როგორ არ უნდა გაგვიმართლოს რა უბედურებაა, გამართლებაში იმას ვგულისხმობ პენალი არ აცჰუქონ ვინმეს ან თამაშგარედან გოლი

დათო777
დათო777
6 years ago
Reply to  maradona73

კარგათ გემახსოვრება შენ, მიატოვიჩის გოლი იყო თუ არა თამაშგარედან? ისიც გემახსოვრება ინძაგიმ რა ბურთები ვერ გაიტანა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

გამართლება ნებისმიერ გუნდს სჭირდება ლიგაზე მათ შორის იუვესაც ამაში ორი აზრი არაა

დათო777
დათო777
6 years ago

ხომ შეიძლება ჩვენც გაგვიმართლდეს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ძალიან ბანზია ეს კაცი )) იმასაც ვერ ხვდება ლამაზი თამაში რა არის თურმე როცა ყველაფერი აქვს ამ გუნდს იმისთვის რომ ულამაზესი ფეხბურთი ითამაშოს და შედეგიც დადოს. ეს ლიგას ვერასოდეს მოიგებს სულ მესი რომალდო და მარადონა რო მისცე

დათო777
დათო777
6 years ago

კაროჩე რომაც მოუმატებს, მილანიც, ნაპოლიც და ინტერიც, მაგრამ იუვე სხვა დონეზეა უკვე იმიტომ არ ვამბობ რომ იუვეს ფანი ვარ უბრალოდ აშკარად სხვა ხარისხის ფეხბურთს თამაშობს იუვე და ფეხბურთელებიც სხვა დონის არიან. მე ვფიქრობ სკუდეტო კიდევ ჩვენია აი ჩემპ ლიგაში დროა გაგვიმართლოს უკვე

დათო777
დათო777
6 years ago

კიდევ ერთხელ ვულოცავ მილანისტებს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

:forza: :forza: :forza:

vega
vega
6 years ago

აი თურმე რატომ არ აშორებს ცხენდოს სასტავიდან . მსოფლიო ჩემპიონია კაცი და შეე…. ი. ))))) მაგარი და…ბა მიზეზებია შენი დდშესცა ხედირამ.

ikajuve
ikajuve
6 years ago

Young boystan gagvamdidres 1-1 gasvla daweret

LEVANA777
LEVANA777
6 years ago

აუ დათო მიდი რა გამიკეთე აჰა. ემაილი Zardo.levan@gmail.com დღეს მიმაქვს ეს დედამოტყნული გასაკეთებლად და მეტს აღარ შეგაწუხებ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

გუშინ გავიფიქრე ბოლო წამებზე კუტროონეე შეეუბაბანებს თქოო და კი მოხდა ეგრე :D :D გამისწორდა მილანის მოგებააა რომა,ნაპოლი ძიირსსს !!! :forza: :forza: :forza:

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

დავით მადლობა მაგარი სტატიაა გაიხარე ალეგრი შენ კი დაიჯერე რო ლიგის დადება შეიძლება და დადებ კიდევაც

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ხედირა და ალეგრი რო წავა გუნდიდან ,მთელს ჩემს სამეგობროს შევკრიბავ და მაგარს ვიქეიფებ

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

უფრო ხედირა უქანავებს,აშკარად ხდება მაგათთან რაღაც

maradona73
6 years ago

მადლობა შესანიშნავი სტატიისთვის დილაადრიანად :up: :juvee:

LEVANA777
LEVANA777
6 years ago

დავით რო შემოხვალ მომწერე

მაქს
მაქს
6 years ago

11 მოგება იუვეს, 5 ნიჩია და 4 წაგება აქვს პარმასთან ბოლო 13 წელიწადში))) ამას რაღაც ეშლება :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

რა კაი დიდი მოაზროვნესავით ილაპარაკა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

xediras uqanavebs alegri

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x