ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირადი შეხედულება გუშინდელ მატჩზე

ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და არაფერი მეტი, რომელიც გუშინდელ შეხვედრას ეხება.. უფრო სწორედ გარკვეულ ასპექტებს რომელიც შეუირაღებელი თვალითაც იყო შესამჩნევი:

ალეგრის მიმართ გუშინდელი ბრაზი არ არის განელებული.. აქვე ყველას ვეტყვი, რომ მაშინ როდესაც მაქს ყველაზე მეტად აგინებდნენ ერთ-ერთი იმ აქტიურთაგანი ვიყავი ვინც იცავდა.. და რატომ იცით? როდესაც არ მისდიოდა წამყვან მოთამაშეს კარგი ფეხბურთი, დგებოდა და ცვლიდა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.. ამ შეხვედრაში ვერ გაბედა აი რასაც ჰქვია ვერ გაბედა და ცუდად მენიშნა ეგ ყველაფერი..

2. რონალდუ რა დონის და მაშტაბის არის აქ საუბარი არ ჭირდება.. უბრალოდ მისი სტატუსი იძლევა იმის გარანტიას, რომ ადაპტაციის გარეშე განვითარდება პროცესები? არა.. მოტივი რომ რაღაც წარმოუდგენელს შექმნის ბუნებრივია.. ამისთვის არის ტურინში, რომ კიბორგია.. მაგრამ გარკვეულწილად ნებისმიერ იუვენტინოს ახლა ვინც შეტევაშია თავისუფლად შეუძლია არაორდინალურის შექმნა.

3. ბერნარდესკის და დიბალას ყბა დაღებული თემა.. დავიწყებ ბერნარდესკით:

გუშინდელ შეხვედრაში მას ცალსახად ევალება მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწევა და თავისუფალ ზონაში მყოფი მანჯუს ან რონალდუს მოძებნა.. უფრო მეტად რონალდუსი, რადგან მანჯუკიჩის მოედანზე ყოფნა ამის გარანტი უნდა იყოს..

სამწუხაროდ, პროცესები ასე არ განვითარდა და მანჯუკიჩმა ვერ მოახერხა კრიშტისთვის საჭირო ცარიელი სივრცის შექმნა. ბერნარდესკი არაერთ ეპიზოდში სწრაფად ცდილობდა პარტნიორებზე თამაშს, როცა იყო ამის შესაძლებლობა.. ხედავდა რა რომ პარმა მძიმე ძალებით იჯდა საკუთარ საჯარიმოში, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე სურდა ფონს გასვლა ან პარტნიორების მაქსიმალურად აყოლიებას.. სამწუხაროდ, ვერც პიანიჩი რომელსაც შეუძლია კომბინირება და სხვათაშორის ვერც კუადრადომ რომელიც მის ფლანგზე ირჯებოდა, ვერ უზრუნველყვეს იტალიელისთვის შესაბამისი დახმარება.

მიუხედავად ამისა, ბერნას პლიუსი მდგომარეობს ზუსტად იმაში რაც ცალსახად აღნიშნა არაერთმა საფეხბურთო ექსპერტმა – იგი ცდილობდა გუნდისთვის ბურთის სწრაფ ცირკულაციას ნახევარდაცვიდან თავდასხმის ზონაში.. ცდილობდა ეპოვა სხვადასხვა გზა და იყო უდაოდ აქტიური ფიგურა.. პრობლემა ამჯერად მის თანაკლუბელებშია, რომლებმაც ვერ გაუგეს ან აყვნენ.. მითუმეტეს ეს იყო მატჩი, სადაც რონალდუ იდგა უშუალოდ ცენტრ ფორვარდზე.. გაიხსენეთ კიევოსთან შეხვედრა, სადაც პორტუგალიელი სიღრმეში ჩადიოდა შეტევების დასაწყებად.. მაშინ ბერნას პროდუქტიული მოქმედებებიც თვალში საცემად გამოიყურებოდა..

დიბალა – გუშინ მისი საჭიროება იყო.. არამარტო იმიტომ რომ თავად არგენტინელისთვის არის მნიშვნელოვანი მოედანზე ყოფნა, უბრალოდ რასაც მე შევხედე მის ნაკლებობას განიცდიდა როგორც რონალდუ, ასევე მანჯუკიჩიც და ნუ ბერნაც.. არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ორი ნახევარმცველით მეტოქე უფრო გაილაღებდა.. როცა წინ გეყოლება 4 სხვადასხვა მახასიათებლების შემტევი, შენ არ გაქვს იმის აუცილებლად რომ ჩაერთო შეტევებში იმაზე მეტი ძალებით ვიდრე საჭიროა.. პირობითად უფანტაზიო და სხვა მახასიათებლების მქონე ხედირაზე მეტად ეფექტური დიბალას აზროვნება და მოქმედებები იქნებოდა.. შესაბამისად თუ ხედირათი იუვე უფრო დიდი ძალებით იქნებოდა წინ, რადგან მას არ შეუძლია შექმნას ხარისხის კუთხით სხვაობა, განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა დიბალას შემთხვევაში, რომელსაც ძალუძს მოკლე დისტანციაში ისეთი სპრინტი განავითაროს, რითაც რომელიმე წინა სამეულიდან ერთ-ერთს კომფორტულ ზონას შეუქმნიდა.

ეს არის და ეს, რისი პრეტენზიაც მე მქონდა მაქსთან, რომელსაც ბუნებრივია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტად მივიჩნევ.. ხაზს ვუსვავ, რომ შეშლილი ჩემთვის უპირობოდ შედის მსოფლიოს სამ საუკეთესო სპეციალისტებს შორის და ჩემი სუბიექტური პოზიციით საერთოდაც ნუმერო უნოა :)

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ხო იცის მაგ დალოცვილმა რო დიბალას და კოშტას გარეშე არ ითამაშებს ლიგაზე და ბარემ ისეთი შემადგენლობა შეათამაშოს რო უკვე მზად იყოს გუნდი დიდი მატჩებისთვის.ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ კოშტას სკამზე დასმის.ყველაზე მეტად პროდუქტიულია იუვესთვის.მე კანსელო ძალიან მომწონს და კუადრადოს ძალიან დიდ მინუსად მიმაჩნია ის რო ბურთის ზედმეტი თრევა იცის ხოლმე და სულ ერთი და იგივე ფინტით ცდილობს გაცდეს კაცს.მატუიდი აუცილებლად სასტავის კაცია .და კიდევ რაც მაღიზიანებს ისაა რო არ ვიცი ეს ალეგრის დავალება იქნება ალბათ ბურთის მოშორება რო არ უყვართ და მაქსიმალურად რო ცდილობენ იქვე გაითამაშონ და ისე ამოიტანონ.რამდენჯერ მასე დაიკარგა ბურთი და დაგვირტყეს.უინტელექტო კიელინის იმედზე მტერი იყოს.სულ მოშორება არა მაგრამ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Maica ra ramdeni dagizeria ra shuashia))) jer exla daiwyo sezoni am wams))) bevri sapiqrali aqvs alegris meore wreshi shegidzlia ase detalebshi wero))). Alagebs taqtikebs shemadgenlobebs ra trialebs magis tavshi))) ertaderti rac mashinebs ronaldus zamenaaa anu ro ver gabedos ra sachiro dros gayvana alegrim))) jer mahvenivrad midian mogebebit tore ise verapers tamashoben kristiano gols ver itans mara tipi ashinebs xalxs pir gia uyureben selpebs igeben da rame seria As pegburtelebi)))) mandzukichi aris mgeli erti esaa martali))).

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Dutch

))))) kargad ro wavikitxe magitomac dagiwere komentari))).saintereso naklebad saintereso ra shuashia vapshe)))) rogorc shen gamotqvi azri ise me gamovtqvi meti araperi ))) iasnia ar vetanxmebi amxela teqsti dawere da tan akritikeb tan shepasebas aketeb sezoni ar dawyebula ranairad unda sheapaso))) eg shegidzlia dawero ert konkkretul matchze))). Xo qartuli shrivti mec momwons mara latinuri asoebitac mshvenivrad shesadzlebelia mtavaria azri gaigo romolic upro komportulia teleponit))). Reals ramdeni tasit meti aqvs mopovebuli shen gecodineba?)) ranairad unda gqondes pretenzia alegristan yvela tamashi moiges zedized da saertod sxva gundia wels yvelaperi aqvs gadasawyob dasamushavebeli da ra ფრეტენზიააა :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

რაგაც მომენტში მეც გამიჩნდა ეგ აზრი რომ ხო არ ჯობდა შეეცვალა რონალდუ მაგრამ კარგით რააააა! ჩაჯ…ვით რომ დარბოდა იგუაინი მთელი სეზონი და მაგის საცოდაობას უყურებდით მაშინ მაგ და…ბულს რატომ არ ცვლიდა ? მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ნევისმიერ დროს შეუძლია სასწაული ჩაიდინოს .. გუნდიდან ვინც უნდა გააჯვას ეგაა ხედირა და პერინი კარში უნდა იდგეს . სხვა არაფერი უნდა გუნდს . და დიბალა 2 თამაში სკამზე არ უნდა იჯდეს . მატუიდიზე ცუდი როგორ უნდა თქვა კიდე ფეხბურთი თუ გესმის , რონალდუს რომ 2-3 კაცი დაყვება ეგ საქმე არ გგონიათ? გოლებიც მოვა ! ლალიგაში 4 გოლი ქონდა წინა სეზონში 12 თამაშში და მერე… Read more »

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Dutch

დავით ანუ ალეგრიზე რა გენიშნა ცუდად ვინმე ლიდერი უნდა გამოეცვალა არასახარბიელო თამაშის გამო და ვერ გაბედა???

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ალეგრი :up: :up: :up: :up: დიდი ხანი იუვეშიიიი :love: :love: :love:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ამოგვტენიან რა 4 შემტევი ოლ სტარი კ იარარი იუვე :D :D :D :D :D

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ვაი რო მართალია

OLD Juventus
OLD Juventus
6 years ago

დიდ წილად სიმართლეა და გუშინდელი ტაქტიკა იყო არა სიფრთხილე არამედ შიში თუ რა ვუწოდო არ ვიცი…

ორი ისეთი ჩამშლელით თამაში, რომლებიც ბურთთან შენობით არ არიან ყოველგვარ კრეატივს კლავს… არც მატუიდი და არც ხედირა არ უნდა იყოს ამ იუვეს ძირითადში, ძირითადში უნდა იყვნენ პიანიჩი და ჩანი და წინ 4 შემტევი როგორც სტატიაში იყო ნახსენები…

და არ მომწონს წლევანდელ სეოზნში მეკარე და კიელინი…

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x