ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი:”ფეხბურთელების შეფასებები”

გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 5.5 – არასაიმედოთ იდგა.. რიგ ეპიზოდებში კარის ხაზს კარგავდა.. რიგონის ეპიზოდი ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ამ მატჩში.

კუადრადო – 7 – დაეხმარა მანჯუკიჩს გოლის ეპიზოდში და საერთოდაც კარგად მეურვებოდა საკუთარ პოზიციას. მე-9 და მე-16 წუთებში მისი დაცვაში თამაშის შემხედვარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კოლუმბიელის სახით იუვემ კარგ მარჯვენა დამცველს მიაგნო.

ბონუჩი – 6 – ხშირად კარგავდა პოზიციას კიელინიესთან ტანდემში.. სწორედ ასეთ ეპიზოდს მოყვა ბურთი იუვეს კარში, როცა მეტოქის ფორვარდი დაკარგა.. პირველი ნახევარი აქტივში შესატანი ნამდვილად არ არის.. მეორე ნახევარში კი პარმა უკვე გადაიღალა და ზეწოლა იუვეს დაცვაზე ოდნავ შენელდა.

კიელინი – 6 – ისიც მოუმზადებელი შეხვდა ინგლეზიზე განხორციელებულ ჩაწოდებას..

ალექს სანდრო – 6.5 – ჟერვინიოს წინააღმდეგ 9 წუთზე ეფექტურია, მაგრამ საერთო ჯამში პირველ ნახევარში პრობლემებს განიცდის.. მეორე ტაიმში შედარებით საიმედოა და ცდილობს მანჯუკიჩის დახმარებას.

ხედირა – 6 – ცდილობდა თავისუფალი ზონების პოვნას ტაქტიკური განსაწვლულობის ხარჯზე. თუმცა, რამდენიმეჯერ ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდა, რითაც ვერ შეძლო გუნდის დახმარება მეტოქის მიერ წამოწყებულ კონტრ იერიშზე..

პიანიჩი – 6 – თავიდანვე აჭრილი გამოვიდა და მალევე მიიღო ყვითელი ბარათი.. ბერნარდესკიზე ერთი შეხებით განხორციელებული გადაცემა, რომელსაც იტალიელის მხრიდან სახიფათო მომენტი მოყვა, იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ბოსნიელის შესრულებით.

მატუიდი – 7 – ართმევა, ტემპის აწევა, საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა.. და საბოლოს გოლი! დიახ, ნახევარდაცვიდან უდაოდ საუკეთესო სწორედ ფრანგი იყო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა პარმას წინააღმდეგ.

ბერნარდესკი – 6.5 – მუდმივ მანევრირებაშია და ცდილობს კუადრადოს მარჯვენა ფლანგზე თავისუფალი სივრცე შეუქმნას. აქვს იდეები და თამამად ცდილობს მის რეალიზებას.. ახლოს იყო გოლის გატანასთან.

კოშტა 55 წუთიდან – იუვესთვის საჭირო სისწრაფე შემოაქვს.

რონალდუ – 6.5 რაციონალურ ორთაბრძოლაში ერთვება.. ცდილობს სხვადასხვა პოზიციიდან ხიფათის შექმნას, მიუხედავად იმისა რომ პრობლემებს განიცდის.

მანჯუკიჩი – 8 – ხორვატი უმალვე მიხვდა თუ როგორ უნდა ითამაშოს რონალდუსთან ტანდემში.. პორტუგალიელის მიმართ ყურადღება გაზრდილია და ამ სივრცეს ხორვატი ეფექტურად ითვისებს. იტანს თავად და ეხმარება მატუიდის.. დიახ, თამაში გაკეთებულია სუპერ მარიოს ძალისხმევით!

ალეგრი – 7 – იმის ნაცვლად რომ შეცვლებით განახორციელოს სცენარის გაუმჯობესება, იგი კონკრეტული ტაქტიკური მითითებებით აღწევს მძიმე წარმატებას.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
სერგო
სერგო
6 years ago

პოგბა ბარსაში მიდის რავერშეიგნთ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეს ბოლო საკუთარი აზრია თუ ????)

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x